საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილბა N 3/573-23

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2024
№ დოკუმენტი 3/573-23
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე No 3/573-23

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

03 აპრილი, 2024 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ელისო ჟორჟოლიანი

მოსარჩელე - ი/მ------------------;

წარმომადგენელი ---------------;

წარმომადგენელი --------------;

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ---------------------;

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ---------------------;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის ბრძანება N47569;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა N047–45 – 30.12.2019წ;

1.3.ბათილად იქნას ცნობილი სსიპ – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N38625 - 24.12.2020წ;

1.4. ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა N047-76 - 24.12.2020წ;

1.5. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N23687 - 21.07.2021წ;

1.6. ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა N047-46 - 21.07.2021 წ;

1.7. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება N32958 -19.10.20216;

1.8. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N2053 – 07.02.2023წ;

1.9. ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მოთხოვნა N047-4 - 08.02.2023წ;

1.10. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება N7332 05.04.20236;

1.11. ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება N19511/2/2023 – 27.07.2023წ.

 

სარჩელის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 02.07.2019 წლის N21-14/71813 ბრძანების და N22136 ბრძანების საფუძველზე ი/მ --------ის კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა შემოწმება და 30.12.2019წ. N47569 ბრძანების და N047-45 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაერიცხა 46429 ლარი. (ძირითად გადასახადში 28164 ლარი, ჯარიმა 18265ლარი). კერძოდ 2019 წლის 6-12 აგვისტოს ჩატარდა ქრონომეტრაჟი „რაზედაც დააფიქსირეს შემოსავლების ზრდა უქმე დღეებში 290 %, ხოლო სამუშაო დღეებში 241 %. და მოახდინეს გადაანგარიშება 2018 და 2019 წლების საანგარიშო პარიოდზე, რასაც არ დაეთანხმა და გაასაჩივრა 12.02.2020 წელს (საჩივარი N29905/21-11). მოითხოვა თანხების ხელახალი გადაანგარიშება, რადგან ობიექტი მდებარეობს ------ში -------ის ქუჩაზე, რომელიც წარმოადგენს ცენტრალურ მაგისტრალს და სადაც ძირითადად სავაჭრო სეზონი არის 15 ივლისი - 15 სექტემბერი, რის ხოლო დანარჩენ თვეებში შემოსავალი თიითქმის მესამედი ხდება. მტკიცებულებად წარადგინეს თვეების მიხედვით ბანკის ტერმინალიდან მიღებული შემოსავლის ამონაწერები. აღნიშნულის შემდეგ 28.07.2020წ. N21425 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაავალა საკითხის ხელახალი შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა N38625 ბრძანების და N047-76 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე შეამცირა მხოლოდ ჯარიმა 6389 ლარით, დანარჩენ ნაწილში დარიცხვა უცვლელი დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროში (საჩივარი 56948/1/2021) სადაც ითხოვდნენ, რომ მომხდარიყო სეზონურობის გათვალისწინება, რადგან ქრონომეტრაჟი ჩატარდა სეზონის პიკში 6-12 აგვისტოს, კერძოდ თუ 2018 წლის აპრილის თვეში ტერმინალით რეალიზაცია იყო 3380,6 ლარი 2018 წლის აგვისტოს თვეში 9704,63 ლარი. ასევე მოითხოვდნენ გაეთვალისწინებინათ, რომ მეწარმემ საქმიანობა დაიწყო 2018 წლის აპრილის თვეში და კონკურენციის ფარგლებში პირველ თვეებში შემოსავალი იყო მცირე, შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის 09,03,2021წ. N6078 ბრძანების საფუძველზე კვლავ დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საკითხის შესასწავლა, რომელიც არ დაკმაყოფილდა 21.07.2021წ. N23687 ბრძანებით, საგადასახადო მოთხოვნა N047-46. აღნიშნული კვლავ გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში 25.08.2021წელს (საჩივარი 14389/2/2021) და 19.10.2019წ. N 32958 ბრძანების საფუძველზე ი.მ -------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 10.11.2021 წელს გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროში (საჩივარი 14960/2/2021) და ფინანსთა სამინისტრომ 04.02.2022წ. N14960/2/2021 გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმა 19.10.2021წლის ბრძანება N32958 და ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა 07.09.2022 წლის N23114 ბრძანების საფუძველზე კვლავ დაავალა აუდიტის დეპარტამენტს საკითხის შესწავლა, აუდიტის დეპარტამენტმა 07.02.2023 წლის N2053 ბრძანების საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეამცირა, საგადასახადო მოთხოვნა N047-4. 12.03.2023 წელს ფინანსთა სამინისტროში კვლავ მოითხოვა საკითხის ხელახალი შესწავლა (საჩივარი - 79613/1/2023), რომელიც 04,04,2023 წლის N7332 ბრძანების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა. 25.04.2023 წელს გასაჩივრდა აღნიშნული ბრძანება და საგადახდო მოთხოვნა N047-4 (საჩივარი 19511/2/2023). საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.07.2023 წლის #19511/2/2023 გადაწყვეტილებით ი/მ ---------ის საჩივარი დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხების პოზიცია:

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელისა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის ი/მ -------------ის საქმიანობაა სწრაფი კვების ობიექტის მეშვეობით მომსახურების მიწოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ახნა–განმარტება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 02 ივნისის N22099 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 30 დეკემბრის N47569 ბრძანება და ამავე თარიღის N047-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 63 247.36 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 564 ლარი, ჯარიმა 18 265 ლარი, საურავი 5 418.36 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 02 ივნისის N22099 ბრძანება;

- 2019 წლის 30 დეკემბრის N47569 ბრძანება;

- 2019 წლის 30 დეკემბრის N047-45 საგადასახადო მოთხოვნა;

 

3.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 30 დეკემბრის N047-45 საგადასახადო მოთხოვნა 12.02.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის N21425 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 14.07.2020 წლის N6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმები განხილულ იქნა ერთ სამართალდარღვევად და გადამხდელს 1 300 ლარის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის N21425 ბრძანება;

 

3.4. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის N21425 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2020 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით: საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა, თუმცა ვერ იქნა მოძიებული ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით) აუდირებული მიმართ (შესაბამის საანგარიშო პერიოდებში) დადგენილი მონაცემები. დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის N6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გაუქმდა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და 1 300 ლარის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2020 წლის დასკვნა;

 

3.5. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2020 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2020 წლის N38625 ბრძანება და ამავე თარიღის N9047-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 12.02.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის N6078 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 28.07.2010 წლის N21425 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის N6078 ბრძანება;

 

3.6. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის N6078 ბრძანების 14.07.2021 წლის დასკვნის აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა _ საკითხის შესწავლა, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო

ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიურსი ბიზნესის

მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. თუმცა მეწარმეს მენიუში გააჩნდა და რეალიზებული ჰქონდა ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებისთვისაც აუცილებელ ნედლეულის (მაგ. ლობიო და ნიგოზი) შეძენა არ უფიქსირდება. ასევე, გადასახადის გადამხდელმა სადავო საკითხზე დამატებით დოკუმენტაცია არ წარადგინა. სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2021 წლის N3687 ბრძანება და ამავე თარიღის N047-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 25.08.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის N32958 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.02.2022 წლის N914960/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის N32958 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2021 წლის N3687 ბრძანება;

- 21.07.2021 წლის N047-46 საგადახდო მოთხოვნა;

- შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის N32958 ბრძანება;

_ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.02.2022 წლის N914960/2/2021 გადაწყვეტილება;

 

3.7. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის N23114 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის N6078 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის N23114 ბრძანება;

 

3.8. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის N23114 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.02.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით: შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ასევე, გადასახადის გადამხდელმა სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაცია არ წარადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნა;

 

3.9. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის N2053 ბრძანება და 8.02.2023 წლის N047-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის N7332 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის N19511/2/2023 გადაწყვეტილებით ი/მ ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის N2053 ბრძანება;

-8.02.2023 წლის N047-4 საგადასახადო მოთხოვნა;

- შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის N7332 ბრძანება;

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის N19511/2/2023 გადაწყვეტილება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ი/მ --------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N996.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო, მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მოთხოვნა N047-45 30.12.2019წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N38625 24.12.2020წ. საგადასახადო მოთხოვნა N047-76 - 24.12.2020წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N23687 - 21.07.2021წ; საგადასახადო მოთხოვნა N047-46 - 21.07.2021 წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება N32958 19.10.2021წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N2053 - 07.02.2023წ; საგადასახადო მოთხოვნა N047-4 - 08.02.2023წ; შემოსავლების სამსახურის ბრძანება N7332 - 05.04.2023წ; ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება N19511/2/2023 27.07.2023წ. წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.

 

6.3. საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვისპასუხისმგებლობას,უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და _ საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშგების წესებს, რომელთა დაცვა გადასახადის გადამხდელთა უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, მითითებული კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკამენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ. ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ. ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;ბ. გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის ი/მ --------ი საქმიანობაა სწრაფი კვების ობიექტის მეშვეობით მომსახურების მიწოდება.

 

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მოსარჩელის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულად არ აღრიცხავდა _ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას, ჩამოწერას და ნაშთებს. 2019 წლის 6-12 აგვისტოს ჩატარებული ქრონომეტრაჟიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 438 ლარი. მეწარმეს მენიუში გააჩნდა და რეალიზებული აქვს ისეთი პროდუქტი რომლის დამზადებისთვისაც აუცილებელი ნედლეული (მაგ. ლობიო და ნიგოზი). შეძენილი არ აქვს. ამასთან, მოსარჩელე შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევისათვის. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შემოწმებისათვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეწარმე სრულად არ ახდენდა შემოსავლების დეკლარირებას, მის მიერ მიღებული/მისაღები ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2019 წლის 6-12 აგვისტოს ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგებიდან გამოიყო უქმე და სამუშაო დღეებში მიღებული შემოსავლები და შეუდარდა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ შემოსავლებს. შედეგად, ქრონომეტრაჟით უქმე დღეებში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 290%-ით მეტი, ხოლო სამუშაო დღეებში 241%-ით. ქრონომეტრაჟის შედეგად მიღებული პროცენტული სხვაობით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დანაბეგრი ბრუნვა. მოსარჩელეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 282-ე მუხლით გათვალისწინებილი სანქციები.

 

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2019 წლის N47569 ბრძანება და ამავე თარიღის N047-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 12.02.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის N21425 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოეხდინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);-საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 14.07.2020 წლის N6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა; - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმები განხილულ იქნა ერთ სამართალდარღვევად და გადამხდელს 1300 ლარის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის N21425 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2020 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით: საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა, თუმცა ვერ იქნა მოძიებული ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით) აუდირებული კომპანიების მიმართ (შესაბამის საანგარიშო პერიოდებში) დადგენილი მონაცემები. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის N6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გაუქმდა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმები განხილულია ერთ სამართალდარღვევად და 1 300 ლარის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარით.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2020 წლის N38625 ბრძანება და ამავე თარიღის N047-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 12.02.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის აუდიტის 9.03.2021 წლის N6078 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის N21425 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის N6078 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2021 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. თუმცა მეწარმეს მენიუში გააჩნია და რეალიზებული აქვს ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებისთვის აუცილებელი ნედლეულის (მაგ. ლობიო და ნიგოზი) შეძენა არ უფიქსირდება. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხზე დამატებით დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. ზემოაღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2021 წლის No23687 ბრძანება და ამავე თარიღის N047-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 25.08.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის N832958 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა,რაც გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს 4.02.2022 წლის N14960/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის N32958 ბრძანება და საჩივარი, გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის N23114 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 9.03.2021 წლის N6078 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის N-23114 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.02.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით: სამსახურის შემოსავლების გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული იხელმძღვანელა კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით სათანადო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.აღნიშნულის გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის N2053 ბრძანება და 8.02.2023 წლის N047-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის N7332 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2022 წლის 27 ივლისის N19511/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის N21425; 9.03.2021 წლის N6078 და 7.09.2022 წლის N23114 ბრძანებებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სამივე შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დამატებით განხორციელდა საკითხის შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემებით. შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან არ წარუდგენია. აღნიშნულის დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაცია გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე 29.06.2023 წელს საჩივრის განხილვისას მოსარჩელემ განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეუძლია მიაწოდოს სეზონურობის, საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით თვეების მიხედვით გაანგარიშების ცხრილი, რომლითაც მცირდება დარიცხული თანხა. რომ ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, გასათვალისწინებელია, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებლებთან ქრონომეტრაჟი ჩატარებული არ არის. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს შემოსავლით, რომელიც მიღებულია საბანკო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ვინაიდან ოპერატორის არაკომპეტენტურობის გამო საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები არ არის ზუსტი.

დადგენილია, რომ გადამხდელთან ქრონომეტრაჟი ჩატარდა აგვისტოს თვეში, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა მიღებული შემოსავლის დაფიქსირებას საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, შემოწმებით ქრონომეტრაჟის შედეგები შეუდარდა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ შემოსავლებს და აღნიშნულს დაემატა საბანკო ჩარიცხვები (რაზეც არ არის გავრცელებული ქრონომეტრაჟის შედეგები). ასევე, მეტი სიზუსტისთვის დღეები დაყოფილია სამუშაო და არასამუშაო დღეებად.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად შეესწავლა სადავო საკითხი. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოხდა გადასახადის გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლა და ვერ შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ საბანკო ჩარიცხვებით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულიყო და მხედველობაში არ მიეღო საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები. რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის N23114 ბრძანებების აღსრულებას, მოძიებულ იქნა ტერიტორიული პრინციპით ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემები. შედეგად შემოწმების მიერ დადგენილ და მსგავსი ბიზნესის აუდირებული კომპანიის მონაცემებს შორის არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა.

ამასთან, მეწარმე სრულად არ ახდენდა შემოსავლების დეკლარირებას და მის მიერ მიღებული/მისაღები ` ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს გააჩნდა საფუძველი ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შემოწმებისათვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. ამასთან, მოსარჩელე შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევისათვის. მეწარმეს მენიუში გააჩნდა და რეალიზებული ჰქონდა ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებისთვისაც აუცილებელი ნედლეული (მაგ. ლობიო და ნიგოზი) შეძენილი არ ჰქონდა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო ფასნამატის დადგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის N23114 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეაფასოს იყო თუ არა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის Nბს-567 (2კ-19) გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება ასევე არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიმართ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას,აღნიშნულია:აუდიტორის გადაწყვეტილება საგადასახადო არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების განსაზღვრის თაობაზე უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. არაპირდაპირი მეთოდი, რომელიაც აუდიტორი გამოიყენებს, უნდა შეესაბამებოდეს გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკას და უნდა იყოს დეტალურად განმარტებული". უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის Neბს-554 (22-22) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო დანაწესის მიზანია სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს, გადამხდელის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს უფლება საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ შეფასებების თვითნებური გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაციით/დოკუმენტაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას".

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას, იმის გამო, რომ მეწარმე სრულად არ ახდენდა შემოსავლების დეკლარირებას და მის მიერ მიღებული/მისაღები ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს გააჩნდა საფუძველი ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შემოწმებისათვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. ამასთან. მოსარჩელე შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევისათვის. მეწარმეს მენიუში გააჩნდა და რეალიზებული ჰქონდა ისეთი პროდუქცია, რომლის დამზადებისთვისაც აუცილებელი ნედლეული (მაგ. ლობიო და ნიგოზი) შეძენილი არ ჰქონდა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო ფასნამატის დადგენა. ი/მ ---------ის კუთვნილი ობიექტისთვის დარიცხვა განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით: რომ მეწარმე სრულად არ ახდენდა შემოსავლების დეკლარირებას და მის მიერ მიღებული/მისაღები ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, 2019 წლის 6-12 აგვისტოს ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგებიდან გამოიყო უქმე და სამუშაო დღეებში მიღებული შემოსავლები და შეუდარდა გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატით დაფიქსირებულ შემოსავლებს, რის შედეგადაც ქრონომეტრაჟით უქმე დღეებში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 290%- ით მეტი, ხოლო სამუშაო დღეებში 241%-ით. ქრონომეტრაჟის შედეგად მიღებული პროცენტული სხვაობით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

ამასთან მოსარჩელე მხარის მიერ არც საქმის განხილვის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი ტერიტორიული პრინციპით ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი აუდირებული კომპანიების მიმართ დადგენილი მონაცემები, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიერ მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, მათი მიღების დროისათვის არ მომხდარა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება და არ არსებობდა მათი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამრიგად, მოსარჩელე ი/მ -------ის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. უცვლელად უნდა დარჩეს საგადასახადო მოთხოვნა N047-45 - 30.12.2019წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N38625 - 24.12.2020წ. საგადასახადო მოთხოვნა N047–76 - 24.12.2020წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N23687- 21.07.2021 წ;საგადასახადო მოთხოვნა N047-46 - 21.07.2021წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება N32958 - 19.10.2021წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N2053 - 07.02.2023წ; საგადასახადო მოთხოვნა N047-4 - 08.02.2023წ; შემოსავლების სამსახურის ბრძანება N7332 - 05.04.2023წ; ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება 27.07.2023წ. - N19511/2/2023.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

ამ კოდექსის 55.2. მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამ კოდექსის 38.1.,,ა" მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) სარჩელზე.

 

ამ კოდექსის 39.3.,,ა.ბ." მუხლით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120120 ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახნდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ი/მ -----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2.სახელმწიფო ბაჟი გადანდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მიხეილ ბებიაშვილი

მოსამართლე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულად არ აღრიცხავდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას, ჩამოწერას და ნაშთებს.

ამასთან, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევისათვის. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები და შემოწმებისათვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეწარმე სრულად არ ახდენს შემოსავლების დეკლარირებას მის მიერ მიღებული/მისაღები ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №47569 ბრძანება და №047- 45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №21425 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის მიხედვით: საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გაუქმდა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა და საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმები განხილულია ერთ სამართალდარღვევად და 1 300 ლარის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარით.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №38625 ბრძანება და №047-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №6078 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23687 ბრძანება და №047-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის№32958 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №14960/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №32958 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №23114 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის №6078 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №23114 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა დასკვნა, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №2053 ბრძანება და №047-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №7332 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ს #19511/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

მოსარჩელეს სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. უცვლელად უნდა დარჩეს საგადასახადო მოთხოვნა N047-45 - 30.12.2019წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N38625 - 24.12.2020წ. საგადასახადო მოთხოვნა N047–76 - 24.12.2020წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N23687- 21.07.2021 წ;საგადასახადო მოთხოვნა N047-46 - 21.07.2021წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება N32958 - 19.10.2021წ; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N2053 - 07.02.2023წ; საგადასახადო მოთხოვნა N047-4 - 08.02.2023წ; შემოსავლების სამსახურის ბრძანება N7332 - 05.04.2023წ; ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება 27.07.2023წ. - N19511/2/2023.

 

დასაბუთება

გადაწყვეტილების დასაბუთებისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-2.1„დ“; 601 მუხლებით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1-ე; 331-ე; 24-ე; 32-ე; 33-ე; 26.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებით: 73(5);