N 164 - 09/06/2015 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 09.06.2015
№ დოკუმენტი 164
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №164

2015 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 03.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის 41-ე მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მათი წარდგენა ხორციელდება ნებაყოფლობით. ტოტალიზატორის მომწყობი პირი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადს იხდის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან, დეკლარაციის III ნაწილში ვალდებულია შეავსოს მხოლოდ მე-16 და მე-40 სტრიქონები.“.

2. 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 29 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური