N 2953-Iს - 12/12/2014 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 12.12.2014
№ დოკუმენტი 2953-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) 2015 წლის 1 ივლისამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,12 დეკემბერი 2014 წ.

N2953-Iს