2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 178
29.05.2023
2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების
მიზნისათვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში
მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 57-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საგარეო-ეკონომიური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე, 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი თანდართული დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისთვის ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).
ლაშა ხუციშვილი
მინისტრი