გადაწყვეტილება №23161/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 23161/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23161/2/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- ის “ 31.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23161/2/2024).

 

დავის საგანი:

საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად იმპორტირებული საქონლის ღირებულების გაზრდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №006-189 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12413 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 79 718 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 59 092

საურავი - 20 625

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8907 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის №"-------" 27/01/2022, №"-------" 09/03/2022, №"--------" 11/11/2022, №"------" 16/12/2022 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს მიერ მოცემული საბაჟო დეკლარაციებით ჯამურად დეკლარირებულია 168 695.71 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (ნიორი). საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისი იმპორტის გადასახდელის სიზუსტის დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა კომპანიიდან, გადამოწმდა №"--------" 27/01/2022, №"--------" 09/03/2022 საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობა ექსპორტიორ ქვეყანაში (ჩინეთი); ასევე, განხორციელდა მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზი; ამასთან, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელი შემადგენელი ელემენტის, საქონლის საქართველომდე სატრანსპორტო ზედნადებებით (BILL OF LADING) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოთხოვილი იქნა გადამზიდავი კომპანიებიდან. საპასუხოდ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან გამოირკვა შემდეგი:

1)მომჩივანის მიერ №"--------" 02.05.2022 და "---------" 30.01.2024 წერილებით წარდგენილი თიბისი ბანკის მიერ გაცემული მოცემული ტვირთის შესაბამისი ღირებულებისა ექსპორტიორთან გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები შეუსაბამობაშია მომჩივანის მიერ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;

2) ტვირთის ექსპორტიორი ქვეყნის (ჩინეთი) უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამსახურიდან მიღებული №"---------" 14.07.2023 წერილით ვლინდება, რომ გადამოწმებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობის შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ასევე ტვირთს ექსპორტიორი ქვეყნის (ჩინეთი) უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამსახურიდან №"----------" 08.01.2024 წერილით მიღებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით და მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზით ვლინდება, რომ №"---------" 27/01/2022, №"--------" 09/03/2022, №"---------" 11/11/2022, №"--------" 16/12/2022 დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის საბაჟო ღირებულება ბევრად ნაკლებია შესაბამის (მსგავს) მიწოდებულ ექსპორტის დეკლარაციებში მითითებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან შედარებით;

3) შეუსაბამობა ასევე იკვეთება გადამზიდავი კომპანიებიდან - შპს „N1-ის “ (ს/ნ "--------" ) და შპს „N2-ის “ (ს/ნ "--------") მიერ მიწოდებული მონაცემების შესწავლისას, კერძოდ, მათ მიერ მიწოდებული გადაზიდვის ხარჯების მაჩვენებელი საქართველოში დეკლარირებული საბაჟო ღირებულების უმეტეს წილს მოიცავს.

მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის, მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზის) და საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებისას საქონლის საბაჟო ღირებულება (168 695.71 ლარი) არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის (დღგ) ოდენობის შემცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2024 წლის 24 აპრილის №"--------" საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც მომჩივანის №"--------" 27/01/2022, №"--------" 09/03/2022, №"--------" 11/11/2022, №"-------" 16/12/2022 საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი, კერძოდ, დღგ – 59 092,47 ლარი, ხოლო ვინაიდან მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის (პირველი და მე-2 ნაწილებით) გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ასევე, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა 2024 წლის 25 აპრილის №9736 ბრძანება და №006-189 საგადასახადო მოთხოვნა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემდებარეობის მიხედვით №"--------" 26/04/2024 წერილით ასევე გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №006-189 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 11 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 28 მაისის №12413 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 64-ე, 272-ე მუხლებზე, საბაჟო კოდექსის მე-13, 27-ე, 30-ე, 37-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (საბაჟო ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის, მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზის) და საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე) გამოირკვა, რომ გადამხდელის მიერ გაფორმებისას საქონლის საბაჟო ღირებულება (168 695.71 ლარი) არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში. აღნიშნულმა კი გამოიწვია საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის (დღგ) ოდენობის შემცირება. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ღირებულებისა და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას და სადავო აქტით ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელი და საურავი მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტი, რომ შემოწმება შეეხო ისეთ დეკლარაციებს, რომელიც უკვე შემოწმებული იყო საბაჟო ორგანოების მიერ, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციების შემოწმება საბაჟო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურში განხორციელებულია მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8907 ბრძანების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არის უკანონო და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი გამოცემულია მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე. კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ დადგენილა რაიმე სახის არასწორი საგადასახადო დოკუმენტი (ინვოისი და ა.შ.). შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა გაუზარდა საწარმოს იმპორტირებული საქონლის ღირებულება მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას სხვა კომპანიებთან შედარებით უფრო ნაკლებ ფასად აქვს შეძენილი/იმპორტირებული საქონელი - ნიორი. აღნიშნულის დასადასტურებლად შემოწმების აქტში არის მითითებული, რომ გამოვლინდა შეუსაბამობა ტვირთის ღირებულებასა და ექსპორტიორ კომპანიაზე გადარიცხულ თანხებს შორის (ასევე, საქონლის ტრანსპორტირების ხარჯებთან მიმართებით). მომჩივანი განმარტავს, რომ არანაირ შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, ჩვეულებისამებრ, როცა ხდება უცხოეთიდან საქონლის შეძენა, უცხოური კომპანიები წინსწრებით ითხოვენ საქონლის ღირებულების სრულად გადახდას, ხოლო საქონლის მიწოდება ეტაპობრივად შემდგომ ხორციელდება. აღნიშნულ შემთხვევაშიც კომპანიას წინსწრებით ჰქონდა გადარიცხული თანხები, ხოლო საქონლის მიწოდება ექსპორტიორი კომპანიიდან ეტაპობრივად ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ გადარიცხული თანხების უმეტესი ნაწილის შესაბამისი ღირებულების პროდუქცია კომპანიას უკვე აქვს მიღებული, დარჩენილი უმნიშვნელო თანხის შესაბამის პროდუქციასაც საწარმო ბუნებრივია მიიღებს. შესაბამისად, გაუგებარია, რაში გამოიხატება კომპანიის მხრიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულების შემცირება, როცა ინვოისი არის ნამდვილი (რაც დადგენილია შემოწმების აქტით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა გამოყენებული სხვა მსგავსი სასაქონლო ოპერაციები), ასევე სხვა თანხმლები დოკუმენტაციის შეუსაბამობაც არ გამოკვეთილა შემოწმების პროცესში, ანუ შემმოწმებელმა საწარმოს ფაქტობრივად უთხრა, რომ მას არ აქვს უფლება სხვა კომპანიებთან შედარებით ნაკლებ ფასად შეიძინოს საქონელი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შემოწმება ეხება 2022 წლის საბაჟო დეკლარაციებს, ანუ ისეთ დეკლარაციებს, რომელიც უკვე შემოწმებული იყო საბაჟო ორგანოების მიერ და რაიმე ეჭვს საქონლის ღირებულებასთან დაკავშირებით მაშინ საბაჟო ორგანოების მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ხოლო წლების მერე ერთხელ უკვე შემოწმებული დეკლარაციების განმეორებით შემოწმება და დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გაზრდა არის დაუსაბუთებელი და დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას, ვინაიდან დარიცხას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12413 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების თანახმად, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საბაჟო დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №"--------" წერილით დგინდება, რომ ამავე დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8907 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის №"--------" 27/01/2022, №"--------" 09/03/2022, №"--------" 11/11/2022, №"-------" 16/12/2022 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საწარმოს მიერ მოცემული საბაჟო დეკლარაციებით ჯამურად დეკლარირებულია 168 695.71 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (ნიორი). საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისი იმპორტის გადასახდელის სიზუსტის დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა გადასახადის გადამხდელისგან, გადამოწმდა №"--------" 27/01/2022, №"-------" 09/03/2022 საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობა ექსპორტიორ ქვეყანაში (ჩინეთი); ასევე, განხორციელდა მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზი; ამასთან, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელი შემადგენელი ელემენტის, საქონლის საქართველომდე სატრანსპორტო ზედნადებებით (BILL OF LADING) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოთხოვილი იქნა გადამზიდავი კომპანიებიდან. საპასუხოდ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან აღსანიშნავია შემდეგი: 1) კომპანიის მიერ №"--------" 02.05.2022 და "-------" 30.01.2024 წერილებით წარდგენილი თიბისი ბანკის მიერ გაცემული მოცემული ტვირთის შესაბამისი ღირებულების ექსპორტიორთან გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები შეუსაბამობაშია საწარმოს მიერ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებასთან; 2) ტვირთის ექსპორტიორი ქვეყნის (ჩინეთი) უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამსახურიდან მიღებული №"--------" 14.07.2023 წერილით ვლინდება, რომ გადამოწმებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობის შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ასევე ტვირთის ექსპორტიორი ქვეყნის (ჩინეთი) უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამსახურიდან №"--------" 08.01.2024 წერილით მიღებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით და მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზით ვლინდება, რომ №"--------" 27/01/2022, №"--------" 09/03/2022, №"--------" 11/11/2022, №"--------" 16/12/2022 დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის საბაჟო ღირებულება ბევრად ნაკლებია მიწოდებულ შესაბამის (მსგავს) ექსპორტის დეკლარაციებში მითითებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან შედარებით; 3) შეუსაბამობა ასევე იკვეთება გადამზიდავი კომპანიებიდან - შპს „N1-ის “ (ს/ნ "--------" ) და შპს „N2-ის “ (ს/ნ "-------" ) მიერ მიწოდებული მონაცემების შესწავლისას. კერძოდ, მათ მიერ მიწოდებული გადაზიდვის ხარჯების მაჩვენებელი საქართველოში დეკლარირებული საბაჟო ღირებულების უმეტეს წილს მოიცავს. მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის, მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზის) და ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებისას საქონლის საბაჟო ღირებულება (168 695.71 ლარი) არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის (დღგ) ოდენობის შემცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს გაეგზავნა 2024 წლის 24 აპრილის N "--------" საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც კომპანიას №"--------" 27/01/2022, №"--------" 09/03/2022, №"--------" 11/11/2022, №"--------" 16/12/2022 საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, კერძოდ, დღგ – 59 092,47 ლარი, ხოლო ვინაიდან მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემდებარეობის მიხედვით, №"--------" 26/04/2024 წერილით, გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტი გამოცემულია მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე.

საბაჟო დეპარტამენტი განმარტავს, რომ სადავო აქტების გამოცემა დაფუძნებულია საგადასახადო ორგანოს მიერ მოპოვებულ ისეთ მტკიცებულებებზე, როგორიცაა: ჩინეთის საბაჟო სამსახურიდან №"-------" 08.01.2024 წერილით მიწოდებული მომჩივანის მიერ იმპორტირებული საქონლის ჩინური №"--------", "--------" და №"--------", "--------" ექსპორტის დეკლარაციები; მოცემული ტვირთის გადამზიდავი კომპანიების - შპს „N1-ის “ (ს/ნ "--------" ) და შპს „N2-ის “ (ს/ნ "---------" ) მიერ მიწოდებული გადაზიდვის ხარჯების მაჩვენებელები, რომლებიც საქართველოში მომჩივანის მიერ მოცემული დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების უმეტეს წილს მოიცავს; მომჩივანის მიერ №"--------" 02.05.2022 და "--------" 30.01.2024 წერილებით წარდგენილი თიბისი ბანკის მიერ გაცემული მოცემულ ტვირთის შესაბამისი ღირებულების ექსპორტიორთან გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები, რომლებიც ასევე შეუსაბამობაშია (ბევრად აღემატება) მომჩივანის მიერ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12413 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი,ხოლო ვინაიდან მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ასევე, გადამხდელს გაეგზავნა 2024 წლის 25 აპრილის №9736 ბრძანება და №006-189 საგადასახადო მოთხოვნა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემდებარეობის მიხედვით წერილით ასევე გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №006-189 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 11 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 28 მაისის №12413 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

13,27,30,167.