ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება (ნაპატიები იჯარა) N 2112
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ერთობლივი შემოსავალისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება N 2112
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ მოიჯარეს აპატია იჯარის ქირა
•მეიჯარემ მოიჯარეზე ნაპატიები იჯარის თანხა არ ჩართო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ასევე არ ასახა ერთობლივ შემოსავალში
შეფასება
•მეიჯარეს იჯარის ქირის პატიება ჩაეთვლება უსასყიდლო მომსახურების გაწევად და დაიბეგრება დღგ-ით და მოგების გადასახადით
ღონისძიებები
•დაკორექტირდება (გაიზრდება) საწარმოს დასაბეგრი მოგება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა; ასევე, საწარმოს დაერიცხება კუთვნილი გადასახადები
•საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციებში მოგების გადასახადისა და დღგ-ის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით