N 955-IVმს-XIმპ - 03/09/2025 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამისი პირისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ;“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კანონის მე-2 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განაჩენის აღსრულების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,3 სექტემბერი 2025 წ.
N955-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე