N 281 - 08/09/2026 - „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 08.09.2026
№ დოკუმენტი 281
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №281

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.018002) დამტკიცებული „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმების და წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, რომლის წონა ერთი გრამია ან ერთ გრამზე მეტია;“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე