N 14 - 21/06/2024 - „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2024 წლის 21 ივნისი
დაბა სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 აგვისტოს №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016130) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი;
ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი;
გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 280 000 ლარი.“.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 01 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დავითი ქირიკაშვილი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე