კურსთა შორის სხვაობის ხარჯებში ასახვა (ავანსად თანხის გადახდის შემთხვევაში არ გაითვალისწინება კურსთაშორისი სხვაობა) N 1004
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
კურსთაშორის სხვაობის ხარჯებში ასახვა N 1004
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ, 2010 წლის 20 იანვარს მომწოდებელს წინასწარ გადაუხადა საქონლის ღირებულების 50%, 1000 დოლარის ექვივალენტი ლარებში 1800 ლარი (1$=1.8 ლარს). დარჩენილი 50%, გადახდის დღისათვის არსებული კურსით (1$=1.9 ლარს), 1900 ლარი საწარმომ ასევე აანაზღაურა საქონლის მიწოდებამდე
· გამყიდველის მიერ საქონელი მიწოდებულ იქნა 2010 წლის 19 ნოემბერს, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში იყო 1$=1.6 ლარი
· საქონელი მარაგებში ასახული იქნა 3200 ლარად (2000$ხ1.6 ლარი), ხოლო 500 ლარი (3700-3200), 2010 წლის საანგარიშო პერიოდში მიკუთვნებული იქნა ზარალზე
· საწარმომ 2010 წელს გახარჯა შეძენილი საქონლის მხოლოდ 60 პროცენტი
შეფასება
· ვინაიდან, თანხის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, საქონლის მიღების მომენტში კომპენსაციის თანხა (დანახარჯი) სრულად არის განსაზღვრული (3700 ლარი), საქონელი მარაგებში აღნიშნული თანხით უნდა აღრიცხულიყო. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კურსთაშორის სხვაობა შედეგს არ წარმოშობდა
· საქონელი მარაგებში ასახული უნდა ყოფილიყო 3700 ლარად (1800+1900 ლარი). შესაბამისად, 2010 წლის საანგარიშო პერიოდში ხარჯებში 500 ლარიდან აისახებოდა მხოლოდ 300 ლარი _ სხვაობის 60%
· 200 ლარით (500-300), არასწორად არის შემცირებული 2010 წლის დასაბეგრი შემოსავალი
ღონისძიებები
· 200 ლარით გაიზრდება საწარმოს 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი და მოგების გადასახადის კუთხით განხორციელდება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა
· მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად