ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მთავრობის დადგენილება 17.06.2016
№ დოკუმენტი 266
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 266

2016 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13/04/2016 №4951-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმის მე-4B მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი შემდეგ დანართებთან ერთად:

ა) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები“ (დანართი №1);

ბ) „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2).

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანა

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესის დადგენა.

2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით და მის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტთან, ექსპორტთან, რეექსპორტთან, ტრანზიტსა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

 

მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფერო

ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტების განაწილების წესსა და ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №272 - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C ან E დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;

ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად, ეტაპობრივ შემცირებასა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, გამოხატული მეტრულ ტონებში;

გ) ოქმი – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმი;

დ) ნებართვა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა;

ე) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა“ (სეს ესნ).

 

მუხლი 4. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სამინისტრო, რომლის უფლება-მოვალეობებიც განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით.

 

მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი და მოქმედების ვადა, ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

2. ნებართვა გაიცემა მხოლოდ:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის „C“ დანართით განსაზღვრული, კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე - მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის.

3. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა;

ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად;

გ) ოზონდამშლელი ნივთიერების მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, გადამუშავებულია თუ აღდგენილია;

დ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი;

ე) ოზონდამშლელი ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მიმღები ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე გაცემული ნებართვა;

ვ) ამ რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის, იმპორტის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია, აღნიშნული ნივთიერების გამოყენების მიზნის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

5. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე ნებართვის მისაღებად განცხადებები სამინისტროს მიერ მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 42 დღისა.

6. სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

7. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე ნებართვა გაიცემა წელიწადში ერთხელ.

8. ნებართვის მოქმედების ვადა:

ა) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე;

ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განისაზღვრება ერთი წლით, ნებართვის გაცემის დღიდან.

9. ნებართვა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ნებართვის გამცემ ორგანოში, ხოლო 2 გადაეცემა განმცხადებელს.

10. ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურად, ყოველ ცალკეულ მოთხოვნაზე.

11. ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრული, აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია.

 

მუხლი 6. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცებისა და განაწილების წესი

1. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება „ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, ყოველი წლის 20 დეკემბრამდე.

2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი ოზონდამშლელი ნივთიერებების საიმპორტო რაოდენობის წლიურ კვოტაზე გადამეტების შემთხვევაში, წლიური კვოტა ნაწილდება თანაბარწილად, წარდგენილი განცხადებების რაოდენობის შესაბამისად. თუ თანაბარწილად განაწილების შედეგად განმცხადებელს წილად ხვდა მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საიმპორტო რაოდენობაზე მეტი, აღნიშნული რაოდენობა თანაბარწილად ნაწილდება ნებართვის მიღებით დაინტერესებულ დანარჩენ პირებზე.

3. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას, აუთვისებელი (გამოუყენებელი) კვოტა გაუქმებულად ითვლება.

4. ამ რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნით, იმპორტი კვოტით არ იზღუდება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №272 - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

 

მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 8. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებამდე 10 დღით ადრე, სამინისტროში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

ა.ა) პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი;

ა.ბ) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა;

ა.გ) ოზონდამშლელი ნივთიერებების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად;

ა.დ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი;

ა.ე) ექსპორტიორის, გადამზიდავის, იმპორტიორის და მწარმოებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და ტელეფონი;

ბ) იმპორტი განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში;

გ) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, ნებართვის მოქმედების პერიოდში და ნებართვით განსაზღვრული წლიური კვოტის ფარგლებში, ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი განახორციელოს ერთხელ ან რამდენიმეჯერ.

3. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ყოველწლიურად შეავსოს და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, მომდევნო წლის 15 თებერვლამდე, სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის შესახებ, შესაბამისი ფორმის (დანართი №2) მიხედვით.

4. ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

მუხლი 9. სანებართვო რეესტრი

ნებართვის გამცემი ვალდებულია, აწარმოოს უწყებრივი სანებართვო რეესტრი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 11. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები.

 

მუხლი 12. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის

ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

დანართი № 1

 

„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები

 

(A და B დანართები)

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674474201630 {width:447.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; } სისტემატური დასახელება

ქიმიური

ფორმულა

დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე)

საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული

სისტემით

გადაწყვეტილება

 

1. ტრიქლორფტორმეთანი

CFCl3

CFC-11

2903 77

აკრძალული

 

2. დიქლორდიფტორმეთანი

CF2Cl2

CFC-12

2903 77

აკრძალული

 

3. ტრიქლორტრიფტორეთანი

C2F3Cl3

CFC-113

2903 77

აკრძალული

 

4. დიქლორტეტრაფტორეთანი

C2F4Cl2

CFC-114

2903 77

აკრძალული

 

5. ქლორპენტაფტორეთანი

C2F5Cl

CFC-115

2903 77

აკრძალული

 

6. ქლორბრომდიფტორმეთანი

CBrClF2

Halon-1211

2903 76

აკრძალული

 

7. ბრომტრიფტორმეთანი

CBrF3

Halon-1301

2903 76

აკრძალული

 

8. დიბრომტეტრაფტორეთანი

C2Br2F4

Halon-2402

2903 76

აკრძალული

 

9. ქლორტრიფტორმეთანი

CF3Cl

CFC-13

2903 77

აკრძალული

 

10. პენტაქლორფტორეთანი

C2FCl5

CFC-111

2903 77

აკრძალული

 

11. ტეტრაქლორდიფტორეთანი

C2F2Cl4

CFC-112

2903 77

აკრძალული

 

12. ჰეპტაქლორფტორპროპანი

C3FCl7

CFC-211

2903 77

აკრძალული

 

13.ჰექსაქლორდიფტორპროპანი

C3F2Cl6

CFC-212

2903 77

აკრძალული

 

14. პენტაქლორტრიფტორპროპანი

C3F3Cl5

CFC-213

2903 77

აკრძალული

 

15. ტეტრაქლორტეტრაფტორპროპანი

C3F4Cl4

CFC-214

2903 77

აკრძალული

 

16. ტრიქლორპენტაფტორპროპანი

C3F5Cl3

CFC-215

2903 77

აკრძალული

 

17. დიქლორჰექსაფტორპროპანი

C3F6Cl2

CFC-216

2903 77

აკრძალული

 

18. ქლორჰეპტაფტორპროპანი

C3F7Cl

CFC-217

2903 77

აკრძალული

 

19. ტეტრაქლორმეთანი

CCl4

CTC

2903 14

აკრძალული

 

20. 1,1,1-ტრიქლორეთანი

C2H3CI3

TCA, MCF

2903 19

აკრძალული

 

(C დანართი)

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674474201632 {width:468.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; } სისტემატური დასახელება

ქიმიური ფორმულა

დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით

(ინგლისურ ენაზე)

საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული

სისტემით

გადაწყვე-ტილება

 

1. დიქლორფტორმეთანი

CHFCl2

HCFC-21

2903 79

აკრძალული

 

2. ქლორდიფტორმეთანი

CHF2Cl

HCFC-22

2903 71

კვოტირებული

 

3. ქლორფტორმეთანი

CH2FCl

HCFC-31

2903 79

აკრძალული

 

4. ტეტრაქლორფტორეთანები

C2HFCl4

HCFC-121

2903 79

აკრძალული

 

5. ტრიქლორდიფტორეთანები

C2HF2Cl3

HCFC-122

2903 79

აკრძალული

 

6. დიქლორტრიფთროეთანები

C2HF3Cl2

HCFC-123

2903 72

აკრძალული

 

7. ქლორტეტრაფტორეთანები

C2HF4Cl

HCFC-124

2903 79

აკრძალული

 

8. ტრიქლორფტორეთანები

C2H2FCl3

HCFC-131

2903 79

აკრძალული

 

9. დიქლორდიფტორეთანები

C2H2F2Cl2

HCFC-132

2903 79

აკრძალული

 

10. ქლორტრიფტორეთანები

C2H2F3Cl

HCFC-133

2903 79

აკრძალული

 

11. დიქლორფტორეთანი

C2H3FCl2

HCFC-141

2903 73

აკრძალული

 

12. 1,1-დიქლორ-1-ფტორეთანი

CH3CFCl2

HCFC-141b

2903 73

აკრძალული

 

13. ქლორდიფტორეთანი

C2H3F2Cl

HCFC-142

2903 74

აკრძალული

 

14. 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი

CH3CF2Cl

HCFC-142b

2903 74

აკრძალული

 

15. ქლორფტორეთანები

C2H4FCl

HCFC-151

2903 79

აკრძალული

 

16. ჰექსაქლორფტორპროპანები

C3HFCl6

HCFC-221

2903 79

აკრძალული

 

17. პენტაქლორდიფტორპროპანები

C3HF2Cl5

HCFC-222

2903 79

აკრძალული

 

18. ტეტრაქლორტრიფტორპროპანები

C3HF3Cl4

HCFC-223

2903 79

აკრძალული

 

19. ტრიქლორტეტრაფტორპროპანები

C3HF4Cl3

HCFC-224

2903 79

აკრძალული

 

20. დიქლორპენტაფტორპროპანი

C3HF5Cl2

HCFC-225

2903 75

აკრძალული

 

21. 3,3-დიქლორ-1,1,1,2,2-პენტაფტორპროპანი

CF3CF2CHCl2

HCFC-225ca

2903 75

აკრძალული

 

22. 1,3-დიქლორ-1,1,2,2,3-პენტაფტორპროპანი

CF2ClCF2CHClF

HCFC-225cb

2903 75

აკრძალული

 

23. ქლორჰექსაფტორპროპანები

C3HF6Cl

HCFC-226

2903 79

აკრძალული

 

24. პენტაქლორფტორპროპანები

C3H2FCl5

HCFC-231

2903 79

აკრძალული

 

25. ტეტრაქლორდიფტორპროპანები

C3H2F2Cl4

HCFC-232

2903 79

აკრძალული

 

26. ტრიქლორტრიფტორპროპანები

C3H2F3Cl3

HCFC-233

2903 79

აკრძალული

 

27. დიქლორტეტრაფტორპროპანები

C3H2F4Cl2

HCFC-234

2903 79

აკრძალული

 

28. ქლორპენტაფტორპროპანები

C3H2F5Cl

HCFC-235

2903 79

აკრძალული

 

29. ტეტრაქლროფტორპროპანები

C3H3FCl4

HCFC-241

2903 79

აკრძალული

 

30. ტრიქლორდიფტორპროპანები

C3H3F2 Cl3

HCFC-242

2903 79

აკრძალული

 

31. დიქლორტრიფტორპროპანები

C3H3F3 Cl2

HCFC-243

2903 79

აკრძალული

 

32. ქლორტეტრაფტორპროპანები

C3H3F4 Cl

HCFC-244

2903 79

აკრძალული

 

33. ტრიქლორტეტრაფტორპროპანები

C3H4F Cl3

HCFC-251

2903 79

აკრძალული

 

34. დიქლორდიფტორპროპანები

C3H4F2 Cl2

HCFC-252

2903 79

აკრძალული

 

35. ქლორტრიფტორპროპანები

C3H4F3 Cl

HCFC-253

2903 79

აკრძალული

 

36. დიქლორფტორპროპანები

C3H5F Cl2

HCFC-261

2903 79

აკრძალული

 

37. ქლორდიფტორპროპანები

C3H5F2 Cl

HCFC-262

2903 79

აკრძალული

 

38. ქლორფტორპროპანები

C3H6F Cl

HCFC-271

2903 79

აკრძალული

 

39. დიბრომფტორმეთანი

CHFBr2

HBFC-21 B2

2903 79

აკრძალული

 

40. ბრომოდიფტორომეთანი

CHF2Br

HBFC-22 B1

2903 79

აკრძალული

 

41. ფტორბრომმეთანი

CH2FBr

HBFC-31 B1

2903 79

აკრძალული

 

42. ტეტრაბრომფტორმეთანი

C2HFBr4

HBFC-121 B4

2903 79

აკრძალული

 

43. ტრიბრომდიფტორეთანი

C2HF2Br3

HBFC-122 B3

2903 79

აკრძალული

 

44. დიბრომტრიფტორეთანი

C2HF3Br2

HBFC-123 B2

2903 79

აკრძალული

 

45. ტეტრაფტორბრომეთანი

C2HF4Br

HBFC-124 B1

2903 79

აკრძალული

 

46. ტრიბრომფტორეთანი

C2H2FBr3

HBFC-131 B3

2903 79

აკრძალული

 

47. დიბრომდიფტორეთანი

C2H2F2Br2

HBFC-132 B2

2903 79

აკრძალული

 

48. ტრიფტორბრომეთანი

C2H2F3Br

HBFC-133 B1

2903 79

აკრძალული

 

49. დიბრომფტორეთანი

C2H3FBr2

HBFC-141 B2

2903 79

აკრძალული

 

50. ბრომდიფტორეთანი

C2H3F2Br

HBFC-142 B1

2903 79

აკრძალული

 

51. ბრომფტორეთანი

C2H4FBr

HBFC-151 B1

2903 79

აკრძალული

 

52. ჰექსაბრომფტორპროპანი

C3HFBr6

HBFC-221 B6

2903 79

აკრძალული

 

53. პენტაბრომდიფტორპროპანი

C3HF2Br5

HBFC-222 B5

2903 79

აკრძალული

 

54. ტეტრაბრომტრიფტორპროპანი

C3HF3Br4

HBFC-223 B4

2903 79

აკრძალული

 

55. ტრიბრომტეტრაფტორპროპანი

C3HF4Br3

HBFC-224 B3

2903 79

აკრძალული

 

56. დიბრომპენტაფტორპროპანი

C3HF5Br2

HBFC-225 B2

2903 79

აკრძალული

 

57. ჰექსაფტორბრომპროპანი

C3HF6Br

HBFC-226 B1

2903 79

აკრძალული

 

58. პენტაბრომფტორპროპანი

C3H2FBr5

HBFC-231 B5

2903 79

აკრძალული

 

59. ტეტრაბრომდიფტორპროპანი

C3H2F2Br4

HBFC-232 B4

2903 79

აკრძალული

 

60. ტრიბრომტრიფტორპროპანი

C3H2F3Br3

HBFC-233 B3

2903 79

აკრძალული

 

61. დიბრომტეტრაფტორპროპანი

C3H2F4Br2

HBFC-234 B2

2903 79

აკრძალული

 

62. პენტაფტორბრომპროპანი

C3H2F5Br

HBFC-235 B1

2903 79

აკრძალული

 

63. ტეტრაბრომფტორპროპანი

C3H3FBr4

HBFC-241 B4

2903 79

აკრძალული

 

64. ტრიბრომდიფტორპროპანი

C3H3F2Br3

HBFC-242 B3

2903 79

აკრძალული

 

65. დიბრომტრიფტორპროპანი

C3H3F3Br2

HBFC-243 B2

2903 79

აკრძალული

 

66. ტეტრაფტორბრომპროპანი

C3H3F4Br

HBFC-244 B1

2903 79

აკრძალული

 

67. ტრიბრომფტორპროპანი

C3H4FBr3

HBFC-251 B1

2903 79

აკრძალული

 

68. დიბრომდიფტორპროპანი

C3H4F2Br2

HBFC-252 B2

2903 79

აკრძალული

 

69. ტრიფტორბრომპროპანი

C3H4F3Br

HBFC-253 B1

2903 79

აკრძალული

 

70. დიბრომფტორპროპანი

C3H5FBr2

HBFC-261 B2

2903 79

აკრძალული

 

71. დიფტორბრომპროპანი

C3H5F2Br

HBFC-262 B1

2903 79

აკრძალული

 

72. ბრომფტორპროპანი

C3H6FBr

HBFC-271 B1

2903 79

აკრძალული

 

73. ბრომქლორმეთანი

CH2BrCl

BCM

2903 79

აკრძალული

 

(E დანართი)

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674474201637 {width:477.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }სისტემატური დასახელება

ქიმიური

ფორმულა

დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე)

საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული

სისტემით

გადაწყვეტილება

 

მეთილბრომიდი

CH3Br

 

2903 39 11

მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვის წინა მოხმარების მიზნებისთვის

 

დანართი №2

 

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის აღრიცხვის ფორმა

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674474201638 {width:430.5pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }ნებართვის მიმღები სუბიექტი

 

საიდენტიფიკაციო კოდი

 

მისამართი

 

ტელეფონი

 

ელექტრონული-ფოსტა

 

საანგარიშო 20------ წელი

 

ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური იმპორტი, კგ/წელი

 

ქლორდიფტორმეთანი (HCFC-22)

იმპორტირებული რაოდენობა

 

ნებართვით განსაზღვრული რაოდენობა

 

მეთილბრომიდი (MB)

იმპორტირებული რაოდენობა

 

ნებართვით განსაზღვრული რაოდენობა

 

ოზონდამშლელი ნივთიერებების რეალიზაცია, კგ/წელი

 

ქლორდიფტორმეთანი(HCFC-22)

 

სუბიექტის დასახელება*

საქმიანობის სახე

შეძენილი რაოდენობა

 

1

 

2

 

3

 

4

 

5

 

6

 

7

 

მეთილბრომიდი (MB)

 

სუბიექტის დასახელება1

საქმიანობის სახე

შეძენილი რაოდენობა

 

1

 

2

 

3

 

4

 

5

 

6

 

7

 

1. სუბიექტი, რომელმაც საანგარიშო წლის განმავლობაში შეიძინა ოზონდამშლელი ნივთიერება

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე