N 143 - 25/03/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 25.03.2011
№ დოკუმენტი 143
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2011 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხ. 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:

1. მე-20 და 21-ე გრაფები ამოღებულ იქნეს.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 78-ე–მე-80 გრაფები:

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1678782881734 {width: 462.75pt; margin: 0 auto !important; }„78

ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

 

10 ლარი

 

79

მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

 

20 ლარი

 

80

საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტების განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემა

10 სამუშაო დღე;

 

5 სამუშაოდღე;

 

1 სამუშაო დღე

 

უფასო;

 

1 ცნობა – 20 ლარი;

 

1 ცნობა – 50 ლარი.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური