ბრძანება N 26389
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26389
01 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,---------ის” (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------------;
იურ. მის.: -----------------------------)
2025 წლის 12 სექტემბრის და 6 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 20 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №92 და №96) განიხილა შპს ,,---------ის” (ს/ნ -----------------) 2025 წლის 12 სექტემბრის №----/1/2025 და 6 ნოემბრის №---/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ივლისის №024-48 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. არ ეთანხმება ---ი გადარიცხულ და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფულადი სახსრების გადაცემად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ დარიცხვა უსაფუძვლოა, გადარიცხული თანხები კომპანიაში შემოტანილია დამფუძნებლის მიერ და არ წარმოადგენს საქონლის/მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს.
2. არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ გაურკვეველია შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის გაუთვალისწინებლობის მიზეზი, გადაანგარიშების დასკვნიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ წარდგენილი ცხრილიდან არ დასტურდებოდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თუმცა გაურკვეველია რომელი პროდუქციის დაკავშირება ვერ მოხერხდა (ეხება რამდენიმე თუ სრულ პროდუქციას) და რამდენად სწორად ჩატარდა წარმოება, მოხდა თუ არა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა. წარმოდგენილი აქვს გაანგარიშების ცხრილი და ითხოვს დავის განხილვის ეტაპზე მოხდეს კონკრეტულ გარემოებებზე მითითება, თუ რომელი პროდუქციის დაკავშირება ვერ მოხერხდა.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №024-77 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 21 იანვრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1.შპს ,,---------ის” (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია შესყიდული და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტით რეალიზებულ საქონელზე და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგებისა და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება;
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალთან დაკავშირებით;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც არ შემცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 15 ივლისის №024-48 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ე. ცხრილის სახით) ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ინფორმაციით შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, ფასნამატის ოდენობის დადგენა ვერ განხორციელდა. ამასთან, გადამხდელის წარმოდგენილი მონაცემები არარელევანტურია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო ორგანოს მიერ აუდირებული მონაცემებით დადგენილ მარჟასთან.
საწარმოს მიერ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხების ირგვლივ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება 1 353 309 აშშ დოლარის გადარიცხვა ---ში „შეძენილი საქონლის ღირებულების“ დანიშნულებით, ხოლო პირს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტით შეძენილი აქვს მხოლოდ 465 943 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. შემოწმების მიერ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხასა და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც ფულადი სახსრების გადაცემა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ,მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრების ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებასა და მათ შორის საჩივრებში მითითებულ პოზიციაზე, რომ ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემად დაკვალიფიცირებული თანხა არ წარმოადგენს საქონლის/მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს, გადარიცხული თანხები კომპანიაში შემოტანილია დამფუძნებლის მიერ და შესაბამისად, შემოწმების კვალიფიკაცია და დარიცხვა უსაფუძვლოა. ითხოვს შემოწმების მიერ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხასა და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნას კაპიტალის შემცირებად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საჩივრების ზეპირ განხილვაზე წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწესდებო კაპიტალის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხასა და იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობის თანხაზე კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალთან დაკავშირებით. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება კაპიტალის არსებობის ფაქტი, გადარიცხულ და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფულადი სახსრების გადაცემად დაკვალიფიცირებისას გაითვალისწინოს საწარმოში არსებული კაპიტალის ოდენობა და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება შემცირება.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ე.წ. ცხრილის სახით) ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. წარდგენილი ინფორმაციით შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, ფასნამატის ოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. გადამხდელის წარდგენილი მონაცემები არარელევანტურია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო ორგანოს მიერ აუდირებული მონაცემებით დადგენილ მარჟასთან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტებზე, კერძოდ:
. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ძირითადად შემოტანილი იყო მამაკაცის ფეხსაცმელი, რომლის სახეობრივად იდენტიფიცირება და შესაბამისად, ჯგუფებად დაყოფა ვერ მოხდა ვერც შემოწმების და ვერც გადაანგარიშების ეტაპზე. შემმოწმებლის განმარტებით, მამაკაცის ფეხსაცმლის რპთ-ზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 66%.
. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, მის მიერ ,,ლოგიკურად“ იქნა დაკავშირებული შეძენილი და რეალიზებული საქონლის ღირებულებები, კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულებები ფასების შესაბამისად დაკავშირებულ იქნა საქონლის რეალიზაციის ფასთან, რის საფუძველზეც დადგენილ იქნა ფასნამატები.
შემოსავლების სამსახური განსახილველ შემთხვევაში იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ მიზანშეწონილად და რელევანტურად არ მიაჩნიათ ფასნამატის დადგენა და მისი შემოწმების შედეგებში ასახვა გადამხდელის ,,ლოგიკის“ გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,---------ის” (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალთან და გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება კაპიტალის არსებობის ფაქტი, გადარიცხულ და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფულადი სახსრების გადაცემად დაკვალიფიცირებისას გაითვალისწინოს საწარმოში არსებული კაპიტალის ოდენობა და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება შემცირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის არ ეთანხმება :
1.საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხასაგადარიცხული და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფულადი სახსრების გადაცემად დაკვალიფიცირებას.
2.შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს.
3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №5201 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №024-77 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №5201 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც არ შემცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №024-48 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალთან დაკავშირებით. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება კაპიტალის არსებობის ფაქტი, გადარიცხულ და იმპორტით შეძენილ საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფულადი სახსრების გადაცემად დაკვალიფიცირებისას გაითვალისწინოს საწარმოში არსებული კაპიტალის ოდენობა და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება შემცირება.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნული სადავო საკითხების ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 97(1 „გ“); 983 (1); 269(7);