18 - 20/06/2023 - „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქონების გადასახადი 20.06.2023
№ დოკუმენტი 18
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 18

2023 წლის 20 ივნისი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016442, 21/03/2022) დამტკიცებულ დანართ №1-ში შემდეგი რედაქციით:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალურ ინსპექციას აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი დმანისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის სახელწოდების აღნიშვნით“.

 

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; პაატა ყულიაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე