N 1475-Vმს-XIმპ - 01/04/2026 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) 2030 წლის 1 აპრილამდე ფიზიკური პირის (დონორის) მიერ სისხლის ან სისხლის კომპონენტის გაღებისთვის გაცემული ფულადი ანაზღაურება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,1 აპრილი 2026 წ.
N1475-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე