გადაწყვეტილება №22336/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22336/2/2024
11 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 21.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22336/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №227-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1029 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 179 072 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 576 228
საშემოსავლო გადასახადი - 576 212
ქონების გადასახადი - 16
ჯარიმა - 288 209
საურავი - 314 635
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 3.07.2020 წლის №"------" წერილით საგადასახადო ორგანოს ეცნობა, რომ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა მომჩივნის მიერ ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების (შესყიდვის აქტები) გაყალბების ფაქტი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგამოძიებო სამსახურის აღნიშნული წერილის და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 31.01.2017 წლიდან 2.07.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 22 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მხოლოდ დოკუმენტური რეალიზაციები. წარდგენილი საბუღალტრო მონაცემების, დოკუმენტაციის ანალიზით და მომჩივნის ახსნა-განმარტებებიდან გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ფულადი საშუალებები, სასაქონლომატერიალური ფასეულობები და დებიტორ-კრედიტორული დავალიანებები.
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შედგა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანგარიში, რის შედეგადაც მიღებული დადებითი სხვაობა, რომლის გასვლა ან/და არსებობა რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდებოდა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, განხილული იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად იმ თვეებზე გადანაწილებით, როცა კომპანიას უფიქსირდებოდა ფულის დადებითი ნაშთი, საშუალო წლიური საკასო ხარჯის 10%-იანი ოდენობის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, განაცემთა შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენისათვის, თვეების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2020 წლის №29481 ბრძანება და №227-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.12.2020 წლის №35601 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად განისაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2020 წლის №35601 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 იანვრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა სულ 2 000 ლარი, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2021 წლის №227-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.04.2021 წლის №12748 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 15.10.2021 წლის №13067/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №13067/2/2021 გადაწყვეტილების საფუძველზე, საჩივარი ხელახლა იქნა განხილული და შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულება, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად (ამ მუხლის ამოქმედების შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან მიმართებით), განახორციელოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 1 032 979 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №227-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15709 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელის 17.11.2023 წლის №20423/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და 24.01.2024 წლის №1029 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნის შინაარსზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრა. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ იყო გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონით დადგენილ ვადებში არ გაუსაჩივრებია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანება, შემოწმებამ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელოთი, რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები მოიცავდა მხოლოდ 2017 წელს, ხოლო დანარჩენ 2018, 2019, 2020 წლებში მინიმალური ფასის დადგენა წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვერ განხორციელდებოდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 დეკემბრის №20423/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის №------ განაჩენი, რომლის მიხედვით შპს "-------"-ს დირექტორი ("--------") სასამართლომ ცნო დამნაშავედ, კომპანიის სახელით ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება (განჩინება) არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შედეგად განხორციელებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების, ცვლილების საფუძველს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეუმცირდა სულ 1 032 979 ლარით, მათ შორის, გადასახადი 688 652 ლარით, ხოლო ჯარიმა 344 327 ლარით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, უნდა მომხდარიყო დადგენა ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულების, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად (ამ მუხლის ამოქმედების შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან მიმართებით), განხორციელებულიყო გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა განხორციელებულიყო დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აშკარაა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით, შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ზემდგომი ორგანოს სავალდებულო მითითება.
მოცემულ შემთხვევაში მომჩივანის არგუმენტები შემდეგია:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დადგენილია ყალბი პირველადი დოკუმენტების ოდენობა. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული იყო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად გაფორმებული შესყიდვების აქტების სახით. იმ აქტებზე, რომელიც ყალბად ჩაითვალა, გამოყენებულ უნდა იქნეს 25-75%, ვინაიდან აღნიშნული საქონლის რეალიზაციის ფაქტი არის დადასტურებული, ხოლო შესყიდვის აქტები რომლებზეც სიყალბე არ დადგენილა უნდა დარჩეს უცვლელად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტად, შესაბამისი პერიოდის მიხედვით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს აუდიტორებს მიეცეს მითითება, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განაჩენის გათვალიწინებით (როგორც ახალი გარემოება), ხარჯებში 75-25%-ის მიდგომით დაიბეგროს მხოლოდ განაჩენით დადასტურებული ყალბი შეძენები, ხოლო დანარჩენი შესყიდვის აქტები ჩაითვალოს უტყუარ გამოსაქვით დოკუმენტად, შესაბამისი პერიოდის მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და მიღებულია გადაწყვეტილებები 1.12.2020 წლის №35601, 27.04.2021 წლის №12748 და 18.03.2022 წლის №6824 ბრძანებებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულება, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად (ამ მუხლის ამოქმედების შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან მიმართებით), განახორციელოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 1 032 979 ლარით. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანების შესაბამისად:
- დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, კერძოდ, დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციის 75%-ის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, განხორციელდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება. აღნიშნულის შესაბამისად დაკორექტირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №6824 ბრძანების აღსრულების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15709 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭომ, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტზე დაყრდნობით, რომ სიყალბესთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის მიერ დადებულია კონკრეტული დასკვნა, რომელიც ცვლის შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და აღნიშნული შემმოწმებლისათვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რადგან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ გახდა ცნობილი, 17.11.2023 წლის №20423/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებით, შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ზემდგომი ორგანოს სავალდებულო მითითება. მოცემულ შემთხვევაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე 2023 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დადგენილია ყალბი პირველადი დოკუმენტების ოდენობა. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული იყო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად, გაფორმებული შესყიდვების აქტების სახით. იმ აქტებზე, რომელიც ყალბად ჩაითვალა გამოყენებულ უნდა იქნეს 25-75%, ვინაიდან აღნიშნული საქონლის რეალიზაციის ფაქტი არის დადასტურებული. ხოლო, შესყიდვის აქტები, რომლებზეც სიყალბე არ დადგენილა, უნდა დარჩეს უცვლელად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტად, შესაბამისი პერიოდის მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტი 11.03.2024 წლის №------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტზე, კერძოდ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის, ზუგდიდი რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინების საფუძველზე (როგორც ახალ გარემოებაზე) დაყრდნობით გამოყენებაზე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო დავების წინა ეტაპებზეც მიუთითებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოზე და ითხოვდა 75%-ის ხარჯებში გათვალისწინებას. 18.03.2022 წ №6824 ბრძანებით გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოწმებამ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, კერძოდ კი 25% რენტაბელობის საფუძვლით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები მოიცავდა მხოლოდ 2017 წელს, ხოლო დანარჩენ 2018, 2019, 2020 წლებში მინიმალური ფასის დადგენა წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ვერ განხორციელდებოდა.
საყურადღებოა, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული, შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის №------- განაჩენი, რომლითაც კომპანიის დირექტორი ცნობილი იქნა დამნაშავედ, კომპანიის სახელით ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენებისთვის არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შედეგად განხორციელებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს აუდიტორებს მიეცეს მითითება, სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განაჩენის გათვალიწინებით,ხარჯებში 75-25%-ის მიდგომით დაიბეგროს მხოლოდ განაჩენით დადასტურებული ყალბი შეძენები, ხოლო დანარჩენი შესყიდვის აქტები ჩაითვალოს უტყუარ გამოსაქვით დოკუმენტად, შესაბამისი პერიოდის მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შედგა ფულადი საშუალებების მოძრაობის ანგარიში, რის შედეგადაც მიღებული დადებითი სხვაობა, რომლის გასვლა ან/და არსებობა რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდებოდა, სსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად, განხილული იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად იმ თვეებზე გადანაწილებით, როცა კომპანიას უფიქსირდებოდა ფულის დადებითი ნაშთი, საშუალო წლიური საკასო ხარჯის 10%-იანი ოდენობის გათვალისწინებით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. ამასთან, განაცემთა შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენისათვის, თვეების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში დადგენილი არ არის გადამხდელის მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაყალბების ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, ამასთან სსკ-ის 1333 მუხლის შესაბამისად,განახორციელოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 1 032 979 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №227-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15709 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელის 17.11.2023 წლის №20423/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და 24.01.2024 წლის №1029 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.03.2022 წლის №6824 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),1333,