ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 500
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დადგინდეს თანდართული „ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები
ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:
ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი;
ბ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
გ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
დ) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი;
ე) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 40 000 ლარი.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე