რემონტის ხარჯი (რომელიც ჩაუტარდა ძირითად საშუალებას, რომელთა ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულია, მაგრამ ძირითადი საშუალება გამოიყენება) N 0801
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
რემონტის ხარჯი N 0801
ფაქტობრივი გარემოებები
•ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განულებულია, მაგრამ მასში ფიზიკურად ირიცხება ძირითადი საშუალებები
•ჯგუფში რიცხულ ძირითად საშუალებას ჩაუტარდა რემონტი
•რემონტის ხარჯი სრულად გამოიქვითა საანგარიშო წელს
შეფასება
•მოცემულ შემთხვევაში, რემონტის ხარჯი ითვლება ზღვრული ოდენობის ზევით გაწეულად და აღნიშნული უნდა ასახულიყო შესაბამის ჯგუფში
•საანგარიშო წელს რემონტის ხარჯი უნდა განსაზღვრულიყო ამორტიზაციის ნორმის მიხედვით
ღონისძიებები
•უნდა დაზუსტდეს გამოსაქვითი ხარჯი და დასაბეგრი მოგება
•პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)