დღგ-ის ჩათვლა სსიპ-ს მიერ (დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელ ძირითად საშუალებებზე) N 1163
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის ჩათვლა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ N 1163
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ბიუჯეტიდან, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში შეიძინა საქონელი (მათ შორის საბიუჯეტო დაფინანსების ხარჯზე)
· ვარიანტი 1: საქონელი შეძენილია შემდგომი გადაყიდვის მიზნით ანუ ასევე დასაბეგრ ოპერაციაში გამოსაყენებლად
· ვარიანტი 2: საქონელი შეძენილია როგორც ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენება გათვალისწინებულია მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებში
· პირმა ორივე ვარიანტში განახორციელა დღგ-ის ჩათვლა
შეფასება
· ორივე ვარიანტში, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შეძენილი საქონლის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების იდენტიფიცირება შესაძლებელია და იგი სახეზეა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ საწარმო ნაწილობრივ ფინანსდება ბიუჯეტიდან, არ წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის შეზღუდვის საფუძველს
· პირის ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით