ბრძანება N 11689
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11689
29.05.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 21 და 24 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17264/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 21 იანვრის №10139/21-14 და 24 იანვრის №67043/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №094-206 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „----------“ მიერ შპს „----------“ ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი საქონლის დანაკლისის რეალიზებულად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 9 თებერვლის №2567 ბრძანების და 12 მარტის №7124 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე, 2021 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 31 დეკემბრის №42675 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №094-206 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 2 604 897 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 191 455 ლარი, ჯარიმა 938 116 ლარი, საურავი 475 326 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ივლისის №17226 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ივლისის №17226 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2022 წლის 27 ოქტომბრის №17264/2/2022 გადაწყვეტილებით და საჩივარი შპს „----------“ მიერ მომჩივნის ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის საყურადღებოა ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით სრულყოფილად შესწავლას, რისთვისაც ამ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიღებული აქვს საბაჟო საწყობის ნებართვა. საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს ნავთობის და ნავთობპროდუქტების დასაწყობებას ცისტერნებში, შენახვას ავზებში, საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებებიდან, ვაგონებიდან, გემებიდან საქონლის გადატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურებას როგორც, რეზიდენტ ასევე, არარეზიდენტ კომპანიებზე. შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე, საწარმოს მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (შეთანხმება, ინვოისები, ექსპერტიზის დასკვნა) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შპს „----------“ თავისი საქმიანობის ფარგლებში ახდენს შპს „----------“ (ს/ნ ----------) ნავთობის და ნავთობპროდუქტების დასაწყობებას ცისტერნებში, შენახვას ავზებში, ასევე უწევს ტვირთების გადატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურებას. საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ შპს „----------“ ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „----------“ სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქონლის ღირებულების მიღების მოთხოვნით, რის შემდეგაც ჩატარდა ექსპერტიზა, დადგინდა ზენორმატიული დანაკარგი და განისაზღვრა მისი სარეალიზაციო ღირებულება. მხარეებს შორის 2021 წელს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შპს „----------“ აიღო ვალდებულება გადაეხადა თანხის ნაწილი და ასევე, მიეწოდებინა საქონელი ან/და მომსახურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაითვალა, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებული იქნა შპს „----------“ მიერ და სარეალიზაციო ფასის დასადგენად გამოყენებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნით შეფასებული სარეალიზაციო ღირებულება. შედეგად, შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით დაიბეგრა დღგ-ით 2 287 232 ლარი (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
ამასთან, შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ „დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ მიერ შპს „----------“ ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. ჩატარდა ექსპერტიზა, დადგინდა ზენორმატიული დანაკარგი და განისაზღვრა მისი სარეალიზაციო ღირებულება. მხარეებს შორის 2021 წელს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც შპს „----------“ აიღო ვალდებულება გადაეხადა თანხის ნაწილი და ასევე, მიეწოდებინა საქონელი და მომსახურება. ამასთან, შემოწმებით ჩაითვალა, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებულ იქნა შპს „----------“ მიერ, სარეალიზაციო ფასის დასადგენად გამოყენებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნით შეფასებული სარეალიზაციო ღირებულება. მითითებულის შესაბამისად განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. გამოვლინდა დამატებით მიღებული შემოსავალი 2 698 934 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც არ ჰქონდა აღრიცხული, ხოლო შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, შესაბამისად, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
ზემოაღნიშნულთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ:
გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და აცხადებს, რომ გადამხდელმა ყველა სააღრიცხვო დოკუმენტაცია მიაწოდა შემოწმებას. გადამხდელის განმარტებით, ერთადერთი დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც კომპანიასა და შპს „----------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოიშობა, არის ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების გაწევა. შპს „----------“ კუთვნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი (თუნდაც ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამოვლენილი მის მიერვე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ვერ წარმოშობს რაიმე საგადასახადო ვალდებულებას კომპანიისთვის. იმ პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი და 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი) მკაფიოდ განსაზღვრავს ასეთი შემთხვევისთვის ვალდებულ პირს, რომელსაც კომპანია არ წარმოადგენს. ამასთან, შპს „----------“ მიერ ზემოაღნიშნული საწვავის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებში და დაბეგრილი აქვს შესაბამისი გადასახადებით. მოცემულ შემთხვევაში კომპანიას არ მიუღია რაიმე შემოსავალი, შესაბამისად არარსებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებაც ვერ იარსებებს. აცხადებს, რომ თანხების კონკრეტული პირის ინტერესებისთვის გამოყენების ირიბი მტკიცებულებაც კი წარმოდგენილი ვერ იქნა და ბუნებრივია, ვერც იქნებოდა ვინაიდან შემოსავლის მიღებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ კომპანიას სამეურნეო ოპერაცია არ განუხორციელებია, რაც საერთოდ გამორიცხავს მითითებული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას. კომპანიასა და შპს „----------“ შორის გაფორმებული მორიგების შეთანხმება გამოწვეული იყო სასამართლო დავით, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ მორიგების აქტის გაფორმება ან/და შპს „----------“ მიერ მისი კუთვნილი საქონლის ინვენტარიზაციის ჩატარება კავშირშია კომპანიის დირექტორის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ საზღაურთან ან/და სარგებელთან მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. შპს „----------“ მიერ მის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სასამართლო დავის წარმოება არ არის განპირობებული კომპანიის გადაწყვეტილებით. აგრეთვე, შპს „----------“ მიერ მისი კუთვნილი საწვავის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ასახული აქვს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში და დაბეგრილი აქვს შესაბამისი გადასახადებით. მაშინ როცა, მხარეებს შეეძლოთ არ შეეწყვიტათ სასამართლო დავა, რაც გამოიწვევდა ზემოაღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების გადავადებას ან საერთოდ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის ზემოაღნიშნული არგუმენტაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის საყურადღებოა ოპერაციის მხარეების მიერ ოპერაციის აღრიცხვის, შედგენილი დოკუმენტაციის და დაბეგვრის შეფასების საკითხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17264/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს შპს „----------“ მიერ შპს „----------“ ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17264/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს შპს „----------“ მიერ შპს „----------“ ტერიტორიაზე არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი საქონლის დანაკლისის რეალიზებულად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიღებული აქვს საბაჟო საწყობის ნებართვა. საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს ნავთობის და ნავთობპროდუქტების დასაწყობებას ცისტერნებში, შენახვას ავზებში, საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებებიდან, ვაგონებიდან, გემებიდან საქონლის გადატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურებას როგორც, რეზიდენტ ასევე, არარეზიდენტ კომპანიებზე. შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე, საწარმოს მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (შეთანხმება, ინვოისები, ექსპერტიზის დასკვნა) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, მომჩივანი თავისი საქმიანობის ფარგლებში ახდენს ნავთობის და ნავთობპროდუქტების დასაწყობებას ცისტერნებში, შენახვას ავზებში, ასევე უწევს ტვირთების გადატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურებას. საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიითა, დადგინდა ზენორმატიული დანაკარგი და განისაზღვრა მისი სარეალიზაციო ღირებულება. მხარეებს შორის 2021 წელს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომჩივანმა აიღო ვალდებულება გადაეხადა თანხის ნაწილი და ასევე, მიეწოდებინა საქონელი ან/და მომსახურება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17264/2/2022 გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებით შეისწავლოს არსებული საქონლის ნაშთების გადამოწმების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვის და დამატებით დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101(1); 154(1„ა“); 286(9); 275;
(2021 წლამდე მოქმედი): 161(1„ა“)