დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (აღრიცხა და არ დაადეკლარირა) N 1114
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი N 1114
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა საწარმომ გაწეული მომსახურება ასახა საბუღალტრო დოკუმენტაციაში, თუმცა არ ასახა ერთობლივ შემოსავალში და არ დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით
· ვარიანტი 1: მომსახურება განხორციელებულია სახელმწიფო ორგანოსათვის უსასყიდლოდ
· ვარიანტი 2: მომსახურება გაწეულია სხვა პირისთვის
შეფასება
· პირველ ვარიანტში, პირის ქმედება მართლზომიერია სსკ-ის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსათვის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა არ ითვლება მიწოდებად
· პირველ ვარიანტში, საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს უსასყიდლო მომსახურების მიწოდების მიხედვით როგორც ჩათვლა, ასევე გამოქვითვა
· მე-2 ვარიანტში, საწარმოს გაწეული მომსახურება უნდა დაებეგრა დღგ-ით და აესახა ერთობლივ შემოსავალში
ღონისძიებები
· მე-2 ვარიანტში, საწარმოს გაეზრდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში განხორციელდება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა
· საწარმოს, შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით