ბრძანება N 9823

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 9823
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9823

29 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 16 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ------- (ს/ნ -------) №89121/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის N059-1182 საგადასახადო მოთხოვნას (საანგარიშო პერიოდი 2023 წელი). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 აპრილის სხდომაზე (ოქმი 45).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2022 წელს მისი პირადი შემოსავალი არ ცდებოდა 40000 ლარს და ითხოვს მიწის გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ფ/პ ------- (ს/ნ -------) გპაბ-ზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 16.04.2024 წლის სავადო თარიღით საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დარიცხულია 2023 წლის ქონების გადასახადი 13 ლარის ოდენობით ------- მუნიციპალიტეტის სოფელ ------- მდებარე 0.17 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (საკადასტრო კოდი -------). აღნიშნულზე 2024 წლის 16 აპრილს გამოიცა N059-1182 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი თავის ელექტრონულ გვერდზე გაეცნო 16.04.2024 წელს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის მონაცემების მიხედვით, ------- მუნიციპალიტეტის სოფელ ------- მდებარე 0.17 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (საკადასტრო კოდი -------) ------ (ს/ნ -------) საკუთრებაშია 18.01.2023 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნული 2023 წლის (და არა 2022 წლის) ქონების გადასახადი დარიცხულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N406 დადგენილების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 (ხანდაზმულობის ვადა), 61-ე (გადასახადის დარიცხვა) და 203-ე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი) მუხლების შესაბამისად და არ არის დამოკიდებული პირის მიერ მიღებული შემოსავლების რაოდენობაზე, შესაბამისად მისი შემცირება ვერ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2022 წელს მისი პირადი შემოსავალი არ ცდებოდა 40000 ლარს და ითხოვს მიწის გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ფიზიკურ პირს, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დარიცხული აქვს 2023 წლის მიწაზე ქონების გადასახადი 13 ლარის ოდენობით. აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, მომჩივანს საკუთრებაში აქვს 18.01.2023 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

2023 წლის ქონების გადასახადი დარიცხულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N406 დადგენილების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 (ხანდაზმულობის ვადა), 61-ე (გადასახადის დარიცხვა) და 203-ე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი) მუხლების შესაბამისად და არ არის დამოკიდებული პირის მიერ მიღებული შემოსავლების რაოდენობაზე, შესაბამისად მისი შემცირება ვერ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(2); 203; 20513