N 3900-XIIIმს-Xმპ - 13/12/2023 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 13.12.2023
№ დოკუმენტი 3900-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) 361 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

თბილისი,13 დეკემბერი 2023 წ.

N3900-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე