ფასდაკლების თანხის გამოქვითვა N 0232
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფასდაკლების თანხის გამოქვითვა N 0232
ფაქტობრივი გარემოებები
•იმპორტირებული საქონლის მიხედვით გადამხდელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს "ინვოისში" დაფიქსირებული საქონლის ღირებულება 10 000 ლარი
•ინვოისით გათვალისწინებული იყო ფასდაკლების თანხა 2000 ლარის ოდენობით, შესაბამისად მომწოდებელს პირმა ფაქტობრივად გადაუხადა 8000 ლარი
•I ვარიანტი: იმპორტის გადასახდელები გადახდილია "ინვოისში" დაფიქსირებული თანხიდან ფასდაკლების გათვალისწინებით 8 000 ლარის ოდენობით
•II ვარიანტი: იმპორტის გადასახდელები გადახდილია "ინვოისში" დაფიქსირებული თანხიდან (10 000 ლარი)
შეფასება
•ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება მხოლოდ შეძენის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი
•ორივე ვარიანტში ხარჯი გაზრდილია ფასდაკლების თანხის 2000 ლარის ოდენობით
ღონისძიებები
•უნდა დაკორექტირდეს შესაბამისი წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია
•დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში გადამხდელი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
სახელმძღვანელოში მოცემული თანხები აღებულია პირობითად და მათ არსებითი მნიშვნელობა არ აქვთ
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით