N 341 - 09/11/2010 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 09.11.2010
№ დოკუმენტი 341
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №341

2010 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1678773742558 {width: 513pt; margin: 0 auto !important; }„13.

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება საბაჟო საწყობში დროებითიდასაწყობების გარეშე

არა უმეტეს 5 კალენდარულიდღის ვადით – ყოველ კალენდა- რულ დღეზე 20 ლარი

5 კალენდარულ დღეზემეტი ვადით – 100 ლარს + ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური