ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

ქონების გადასახადი 07.06.2013
№ დოკუმენტი 16
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 7 ივნისი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის, „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულების გათვალისწინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 24.09.2015წ.

მუხლი 1

1. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი და დადგინდეს შემდეგი განაკვეთები:

ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის:

ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებისთვის – 3 ლარი;

ა.ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის (მათ შორის სასტუმრო, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო, გასართობი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და ა.შ) – 6 ლარი;

ა.გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისთვის – 6 ლარი.

ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი;

გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისათვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარით.

2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი:

ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობები – 500 (ხუთასი) ლარი;

ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობები – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობები – 3000 (სამი ათასი) ლარი;

დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობები – 4000 (ოთხი ათასი) ლარი.

3. 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშდეს ფორმულით:

L

X= — (K21 – K2)S

K2

სადაც:

ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა;

ბ) L არის 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;

გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 27.09.2018წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ივლისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 31.07.2023წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №35 - ვებგვერდი, 24.08.2023წ.

 

მუხლი 11. ძალადაკარგულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება № 4 5 - ვებგვერდი, 22.10.2014წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 21.09.2017წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 26.09.2017წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 05.01.2018წ.

 

მუხლი 2

მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.

 

მუხლი 3

მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.

 

მუხლი 31

ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება: თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან ის საწარმო რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.

 

მუხლი 4

ქ. ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა წაღვერში, სოფლებში – ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერი – შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის და დადგინდეს მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:

1. მოსახლეობისათვის ერთ სულზე 0,6 ლარი თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, სულადობის მაქსიმუმის ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით;

2. დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის განაკვეთები განისაზღვროს ქ. ბორჯომში დანართი №1-ის, დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა ახალდაბაში და სოფლებში – ყვიბისი, ტბა, ცემი, სადგერი, დანართი №2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 5

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში − ქ. ბორჯომში 20 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 25 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში − ქ. ბორჯომში 2 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 2500 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე − საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინეს თამაშობებზე კვარტალში − 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებულ ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში − ქ. ბორჯომში 5000 ლარი, დაბა ბაკურიანში 7500 ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში − ქ. ბორჯომში 5 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 7 500 ლარი (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება მეპატრონე უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №25 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 25.01.2017წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 25.06.2024წ.

 

მუხლი 6

ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის – მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრელების შემოღების შესახებ“

 

მუხლი 7

დადგენილება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ბესიკ ქურდაძე

 

გასაწევი მომსახურების გადასახადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე

ობიექტების მიხედვით

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1719392537729 {width: 652pt; margin: 0 auto !important; }Nსამეწარმეო საქმიანობაზომის ერთეულინარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3ტარიფი განაკვეთი თვეში (1მ3 – 13. 821 ლარი).

1მუზეუმები, ბიბლიოთეკებისაერთო ფართის1 მ20,040,05

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებისაერთო ფართის1 მ20,080,09

3კინოთეატრები და თეატრებიმაყურებლის ერთი სავარძელი0,3310,38

4მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლებიმომსახურების ერთეულიადგილი0,1280,16

5სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)ერთ მოსწავლეზე0,1980,23

6სასტუმროებიმომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)1,721.98

7საავადმყოფოებიერთი საწოლი1,1571,33

8პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტებისაერთო ფართის 1 მ20,160,18

9სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟებიღია ფართის 1 მ20,020,023

 

დახურული ფართის1 მ20,080,1

10სასურსათო საქონლის მაღაზიებისამუშაო ფართის 1 მ20,760,88

11სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქებისამუშაო ფართის 1 მ20,250,29

12აგრარული ბაზრებისაერთო ფართის 1 მ20,30,35

13შერეული საქონლის ბაზრობებისაერთო ფართის 1 მ20,210,24

14ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშეღია ფართის 1 მ20,020,08

დახურული ფართის1 მ20,080,09

15ბენზინგასამართი სადგურებისაერთო ფართის 1 მ20,080,09

16მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობებიღია საერთო ფართის 1 მ20,040,05

დახურული საერთო ფართის 1 მ20,080,09

17ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილებიღია საერთო ფართის 1 მ20,020,023

დახურული საერთო ფართის 1 მ20,140,16

18აბანოები, საუნებისაერთო ფართის 1 მ20,180,21

19სადალაქოები და სილამაზის სალონებისაერთო ფართის 1 მ20,350,40

20სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებისაერთო ფართის 1 მ20,250,29

21რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარებიერთ დასაჯდო მადგილზე2,42.76

22საცხობებისამუშაო ფართის 1 მ20,260,30

23დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბებისაერთო ფართის 1 მ20,360,41

24ვაგზლები, რკინიგზის და საავტომობილო სადგურებიღია ფართის1 მ2 0,0080,01

დახურული ფართის1 მ20,080,09

25ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონებისაერთო ფართის 1 მ20,0080,01

26სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემებიერთი ადგილი0,60,70

27საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიებისაერთო ფართის 1 მ20,0080,01

28მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)საერთო ფართის 1 მ20,040,05

29ქუჩის ანახვეტი:1 კვმ-ზე წელიწადში

 

ა.ასფალტის საფარით0,02880,03

 

ბ.რიყის ქვის საფარით0,04320,05

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:

 

მ = წ.დ.ნ :12 x t

მ – ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი),წ.დ.ნ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი),ტ – 1 კუბ. მ ნარჩენის გატანის ტარიფი.,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 29.05.2018წ.

 

გასაწევი მომსახურების გადასახადი დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურანში, დაბა წაღვერში და სოფლებში: ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზეობიექტების მიხედვით

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1719393092874 {width: 650pt; margin: 0 auto !important; }Nსამეწარმეო საქმიანობაზომის ერთეულინარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3ტარიფი განაკვეთი თვეში (1მ3 – 15. 50 ლარი).

1მუზეუმები, ბიბლიოთეკებისაერთო ფართის 1მ20,040,05

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებისაერთო ფართის 1მ20,080,1

3კინოთეატრები და თეატრებიმაყურებლის ერთი სავარძელი0,3310,42

4მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლებიმომსახურების ერთეული ადგილი0,1280,16

5სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)ერთ მოსწავლეზე0,1980,25

6სასტუმროებიმომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)1,722.22

7საავადმყოფოებიერთი საწოლი1,1571,49

8პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტებისაერთო ფართის 1 მ20,160,2

9სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟებიღია ფართის 1 მ20,020,02

დახურული ფართის 1მ20,080,1

10სასურსათო საქონლის მაღაზიებისამუშაო ფართის 1 მ20,760,98

11სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქებისამუშაო ფართის 1 მ20,250,32

12აგრარული ბაზრებისაერთო ფართის 1 მ20,30,38

13შერეული საქონლის ბაზრობებისაერთო ფართის 1 მ20,210,27

14ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშეღია ფართის 1 მ20,020.03

დახურული ფართის 1მ20,080,1

15ბენზინგასამართი სადგურებისაერთო ფართის 1 მ20,080,1

16მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობებიღია საერთო ფართის 1 მ20,040,05

დახურული საერთო ფართის 1 მ20,080,1

17ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილებიღია საერთო ფართის 1 მ20,020,03

დახურული საერთო ფართის 1 მ20,140,18

18აბანოები, საუნებისაერთო ფართის 1 მ20,180,23

19სადალაქოები და სილამაზის სალონებისაერთო ფართის 1 მ20,350,45

20სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებისაერთო ფართის 1 მ20,250,32

21რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარებიერთ დასაჯდომადგილზე2,43,1

22საცხობებისამუშაო ფართის 1 მ20,260,33

23დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბებისაერთო ფართის 1 მ20,360,46

24ვაგზლები, რკინიგზის და საავტომობილო სადგურებიღია ფართის 1 მ20,0080,01

დახურული ფართის 1მ20,080,1

25ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონებისაერთო ფართის 1 მ20,0080,01

26სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემებიერთი ადგილი0,60,8

27საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიებისაერთო ფართის 1 მ20,0080,01

28მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)საერთო ფართის 1 მ20,040,05

29ქუჩის ანახვეტი:1 კვ/-ზე წელიწადში

ა. ასფალტის საფარით0,02880,04

ბ. რიყის ქვის საფარით0,0432 0,06

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:

 

მ = წ.დ.ნ. :12 x t

მ – ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის. (ლარი)

წ.დ.ნ. – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

ტ – 1 კუბ. მ ნარჩენის გატანის ტარიფი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მაისის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 29.05.2018წ.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე