N 347 - 13/07/2021 - „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 13.07.2021
№ დოკუმენტი 347
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №347

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

,,სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე'' საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2012, 210070000.10.003.016922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.

5. ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.“.

 

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 

პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე