N 424 - 02/09/2019 - „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 02.09.2019
№ დოკუმენტი 424
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №424

2019 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2019, 200000000.10.003.021200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირება

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებს (მათ შორის, საგადასახადო აგენტის ფუნქციას) ასრულებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე