აქციზური მარკები (იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში ექვს თვიანი ვადის გასვლა) N 1202
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
აქციზური მარკები N 1202
ფაქტობრივი გარემოებები
· იმპორტიორმა საგადასახადო ორგანოდან გაიტანა აქციზური მარკები, რომლებიც გადასცა საქონლის მწარმოებელს (უცხოურ საწარმოს). გადამხდელს აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისი საქონლის იმპორტი არ განუხორციელებია და არც აქციზური მარკები დაუბრუნებია საგადასახადო ორგანოსათვის
· ზემოაღნიშნულ პირობებში, გადამხდელმა არ მიიჩნია აქციზური საქონელი მიწოდებულად და არ ასახა შესაბამის საგადასახადო ანგარიშგებაში
შეფასება
· სსკ-ის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად
· გადამხდელის მიერ შემცირებულია 6 თვიანი ვადის გასვლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის აქციზი
ღონისძიებები
· გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი აქციზი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული წესით