ბრძანება N 6263

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.03.2023
№ დოკუმენტი 6263
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

საჩივრის განხილვასაქართველოს საბაჟო ორგანო, მისი მიზნები და უფლება-მოვალეობანიტერმინთა განმარტებასაბაჟო ზედამხედველობასაბაჟო საწყობის მფლობელისა და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის ვალდებულებებისაბაჟო სამართალდარღვევა. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებისაბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევასაქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურებასანებართვო პირობების შეუსრულებლობა

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 6263

29.03.2023

შპს „-------- ----------------ის“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის: ------------------------------------------

იურ. მის.:--------------------------------------------)

2023 წლის 7 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „-------- ---------------ის“ (ს/ნ ---------------) №-------/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის - თებერვლის №-------, №------- და -- თებერვლის №-------, №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2022 წლის -- და -- ნოემბერს „-----------------”-ის (ყირგიზეთის რესპუბლიკა -----), მიერ ქ. -------ში შპს „----- ---------” - ის, შპს „--- ------”-ის და ი/მ-------- --------ის კუთვნილ ------- სატრანსპორტო საშუალებებში ჩაიტვირთა, პირველ ავტომანქანაში ორი ---- ფუტიანი ცარიელი ავზი კონტეინერი (ჯამური წონით ------ კგ.), მეორე ავტომანქანაში ორი -- ფუტიანი ცარიელი ავზი კონტეინერი (ჯამური წონით ---- კგ.). მე-3 ავტომანქანაში ორი --- ფუტიანი ცარიელი ავზი კონტეინერი (ჯამური წონით ---- კგ).

სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთული ცარიელი ავზი კონტეინერები ექვემდებარებოდა ევროპაში, კერძოდ, ------ში გაგზავნას. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიწერა საერთაშორისო გადაზიდვის სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულები (CMR). ცარიელი კონტეინერების გაგზავნასთან დაკავშირებული საბაჟო და გადატვირთვის პროცედურები უნდა განხორციელებულიყო ქ. ------ში. საბაჟო რისკის არ არსებობის გამო, ცარიელი ავზი კონტეინერებით დატვირთული ტენტიანი სატრანსპორტო საშუალებები არც ყირგიზეთში, არც უზბეკეთისა და არც აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნტებში არ დაულუქავთ. საქართველოში კი, სგპ-ებში „-----ი“ და „--------ი“ შემოსვლის შემდეგ უფლებამოსილმა საბაჟო რისკის არ არსებობის მიუხედავად, ცარიელი ავზი კონტეინერებით დატვირთული ტენტიანი სატრანპორტო საშუალებები სრულიად უსაფუძვლოდ დალუქეს და გააფორმეს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობები. მომჩივნის მოსაზრებით, სგპ-ების წარმომადგენლების მხრიდან, ფაქტიურად აღირიცხა საქონლის საქართველოში შემოტანა. საქონლის არსებობას არ ადასტურებს საზღვაო ხაზის, ხმელთაშუა ზღვის გადამზიდავი კომპანიის --- მიერ გამოწერილი საზღვაო კონოსამენტი, რომლის თანახმადაც ------ის ნავსადგურში, გემზე დაიტვირთა ცარიელი ავზი კონტეინერები საქონლის კატეგორიაში ჩათვლისა და საერთოდ კონტეინერების წონის ჩვენების გარეშე. შედეგად, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი არამარტო საბაჟო დეპარტამენტი, არამედ გადამზიდავებიც, რომლებმაც ცარიელი კონტეინერების საქონლის კატეგორიაზე მიკუთვნების შედეგად, 2022 წლის -- და -- ნოემბერს და არარსებულ ტვირთზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე ჩარიცხეს გზათსარგებლობის საფასური --- ლარი. უფრო მეტიც, შეცდომაში შეიყვანეს შპს „-----------ის“ საბაჟო საწყობიც, რომლის მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ, ცარიელი ავზი კონტეინერების საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე მიღება და დროებით დასაწყობება ------დან გადაზიდვის დავალების მიღებამდე.

მომჩივანს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ორმაგი სტანდარტით მოქმედებით, ერთ შემთხვევაში ცარიელი ავზი მიკუთვნებულია საქონლის კატეგორიას, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე მახასიათებლების მქონე ცარიელი ავზი კონტეინერები საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული არაა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის -- ნოემბერსა და -- დეკემბერს შპს „----- --------“ საბაჟო საწყობში განთავსდა №------/D------ (--.11.2022), №-----/D----- (--.11.2022) და №-----/D------ (--.12.2022) აღრიცხვის მოწმობებით ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი (ცარიელი კონტეინერები: №----------, №---------, №----------, №--------, №-------- და №-------- ).

საბაჟო დეპარატმენტის№-------- (--/01/2023) და №-------- (--/02/2023) წერილობითი შეტყობინებებით, შპს „შპს „-------- ----------------ის“ (ს/ნ --------------- ეთხოვა, საბაჟო ორგანოსთვის ეცნობებინა №------/D------ (--.11.2022), №------/D------ (--.11.2022) და №-----/D----- (--.12.2022) აღრიცხვის მოწმობებით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რა რაოდენობა ინახებოდა შპს „----- --------“ საბაჟო საწყობში.

„შპს „-------- ----------------ის“ №----/----- (--.01.2023) და №-----/----- (--.02.2023) განცხადებებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მითითებული აღრიცხვის მოწმობებით შემოტანილი №--------, №-------, №-------, №------, №----- და №----- კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან 2022 წლის -- დეკემბერსა და 2023 წლის -- იანვარს.

დადგინდა, რომ №-----/D---- (--/11/2022), №-----/D---- (--/11/2022) და №-----/D---- (--/12/2022) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და შპს „-------- ----------------ის“ (ს/ნ ---------------) საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსებული კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების რეგისტრაციის გარეშე. ამასთან, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაცია (კონტროლზე აყვანა და მოხსნა) განხორციელდა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №------, №-----, №------,№------, №------, №------, №------ და №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-------- ----------------ის“ (ს/ნ ---------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს;

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.

მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია;

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

დ) მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის მიხედვით კი, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ №----/D---- (--/11/2022), №-----/D---- (--/11/2022) და №----/D----- (--/12/2022) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და მომჩივნის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსებული კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების რეგისტრაციის გარეშე. ამასთან, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაცია (კონტროლზე აყვანა და მოხსნა) განხორციელდა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე და 176-ე მუხლები) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მეორე ნაწილების შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------- ----------------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას. რადგან საბაჟო ორგანოს ორმაგი სტანდარტით მოქმედებით, ერთ შემთხვევაში ცარიელი ავზი მიკუთვნებულია საქონლის კატეგორიას, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე მახასიათებლების მქონე ცარიელი ავზი კონტეინერები საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული არაა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის -- ნოემბერსა და -- დეკემბერს მომჩივანის საბაჟო საწყობში განთავსდა აღრიცხვის მოწმობებით ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი (ცარიელი კონტეინერები).

საბაჟო დეპარატმენტის წერილობითი შეტყობინებებით, შპს გადასახადის გადამხდელს ეთხოვა, საბაჟო ორგანოსთვის ეცნობებინა აღრიცხვის მოწმობებით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რა რაოდენობა ინახებოდა კომპანიის საბაჟო საწყობში.

ამასთან,გადამხდელის განცხადებებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მითითებული აღრიცხვის მოწმობებით შემოტანილი კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან 2022 წლის -- დეკემბერსა და 2023 წლის -- იანვარს.

დადგინდა, რომ მოწმობებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და მომჩივანის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით განთავსებული კონტეინერები, გემზე შემდგომი დატვირთვის მიზნით, საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნა სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალების რეგისტრაციის გარეშე.

ამასთან, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერების რეგისტრაცია (კონტროლზე აყვანა და მოხსნა) განხორციელდა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 302(6);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის:5(2) ;6; 70: 127(3); 163(1,7); 170(1,2); 176(1,2);

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) 1(1); 5(„დ“);

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი 8(„ა“, „გ“, „დ“); 17(1)