N 186 - 24/05/2012 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 24.05.2012
№ დოკუმენტი 186
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №186

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში

ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1827) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მე-6 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 გრაფა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685959913155 {width: 483.75pt; margin: 0 auto !important; }

„5

ავტომობილების ტექნიკურიმომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია,აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩებისრეცხვა)

მომსახურების გასაწევადგამოყენებული სამუშაო ადგილი

კალენდარული თვე

1 ავტომობილის მომსახურებისათვისგანკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი;

იმ შემთხვევაში,თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილისამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი.“.

მუხლი 2. პირებს, რომლებსაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვთ მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსი ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნარჩუნდებათ მინიჭებული სტატუსი.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე