ქონებაზე საბაზრო ფასის გამოყენება N 1416
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ქონებაზე საბაზრო ფასის გამოყენება N 1416
ფაქტობრივი გარემოებები
· 2011 წელს საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს 2007 წელს პრივატიზების წესით 10 000 ლარად შეძენილი აქვს უძრავი ქონება. აღნიშნულ ქონებაზე საკუთრება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში
· აღნიშნულ ქონებას საწარმო იყენებდა ეკონომიკური საქმიანობისათვის, მაგრამ არ ჰქონდა აღრიცხული ბალანსზე და შესაბამისად არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას ქონების გადასახადის კუთხით
შეფასება
· შეძენის წლიდან ქონება უნდა ასახულიყო ბალანსზე 10 000 ლარად და გადახდილიყო კუთვნილი ქონების გადასახადი
· სსკ-ის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის (ძვ.273-ე მუხლის 12 ნაწილის - 2009 წლიდან) შესაბამისად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით
ღონისძიებები
· საწარმოს დაუკორექტირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი წლების მიხედვით
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
2009-2010 წლებში საბაზრო ფასი ვრცელდება სხვა დასაბეგრ ქონებაზეც.
იგულისხმება, რომ საწარმო იყენებს ქონების თავდაპირველი ღირებულებით აღრიცხვის მეთოდს და არ ახორციელებდა გადაფასებას.
საწარმოს ქონება აღურიცხველად ვერ ჩაეთვლება თუ არსებობს ინფორმაცია ქონების შესყიდვის შესახებ.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც