2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2403 99 900 01, 2403 99 900 02 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება № 457
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 457
2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის
გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და
2403 99 900 01, 2403 99 900 02 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებულ საქონელზე
საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან სიგარეტებზე, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, უფილტრო სიგარეტებზე თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, 2403 99 900 01 კოდში ასახულ კაფსულებზე და მსგავსი სახის პროდუქტებზე, თამბაქოს შემცველობით, 20 ცალზე და 2403 99 900 02 კოდში მითითებულ თამბაქოს ნაწარმზე, წვის პროცესის გარეშე, ორთქლის მისაღებად გამოსაყენებელი, 20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
2. 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი დანართი №2-ის შესაბამისად.
3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისთვის ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).
ლაშა ხუციშვილი
მინისტრი