ბრძანება N 2586
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2586
14 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 31 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2024 წლის 31 დეკემბრის №93583/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის №006-503 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ------- წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდის გაცემად, ხოლო შპს „-----“ და შპს „------“ დამფუძნებლების ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვას. განმარტავს, რომ არასწორადაა ინტერპრეტირებული ოპერაციების შინაარსი, ხოლო ოპერაციის მიზანი სრულიად უგულებელყოფილია. აუდიტის დეპარტამენტი უბრალოდ ცდილობს არ ისარგებლოს წილის მიმწოდებელმა ფიზიკურმა პირმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით. შპს „-----“ მიერ შპს „------“ წილების შესყიდვის მიზანია ბაზრის გაფართოვება. როგორც შპს „------“, ასევე, შპს „------“ საქმიანობა კავშირშია სამშენებლო/სარემონტო სექტორთან. შპს „-----“ წილების საკონტროლო პაკეტის შეძენამ შპს „------“ მისცა შესაძლებლობა უფრო მოქნილად ემოქმედა ბაზარზე და ერთობლივი სტრატეგიით მოეზიდათ მეტი კლიენტი. შედეგებიც სახეზეა, შპს „------“ 2022-2023 წლებში შპს „-----“ დივიდენდის სახით მიიღო 900 000 ლარამდე შემოსავალი, რაც სრულყოფილად ცხადყოფს წილების შესყიდვის მიზანს. შპს „-----“ მიერ ჯამში შესყიდულია შპს „------“ წილის 66%. აქედან 26%-ის შესყიდვა მოხდა კომპანიის დამფუძნებლისგან, ------, ხოლო 40% შესყიდვა ფ/პ ------. შემოწმებით, მოგების განაწილებად ჩაითვალა მხოლოდ წილის 26%-ის შესყიდვის სანაცვლოდ გადახდილი თანხა და მხოლოდ ამ ოპერაციაში ვერ იქნა დანახული ეკონომიკური შინაარსი. თვალნათლივ ჩანს, რომ ორივე ტრანზაქცია - როგორც წილის 40%-ის შეძენა დამოუკიდებელი ფიზიკური პირისგან, ასევე 26%-ის შეძენა დამფუძნებლისგან - მიმართულია ერთი და იგივე სტრატეგიული მიზნის, ანუ კომპანიის კონტროლის დასამყარებლად. ორივე ოპერაცია ხელს უწყობს შპს „------“ მიერ შპს „------“ მართვისა და გადაწყვეტილებების კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ ორივე ოპერაცია თანაბრად ემსახურება ერთ მიზანს და ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება 26%-იანი წილის შესყიდვის ოპერაციის განსხვავებულად ინტერპრეტირება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ოპერაციის შინაარსის ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვავში უნდა მოხდეს თუ ოპერაციის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, არამედ ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სახეზეა კანონიერი ოპერაცია და აღნიშნულ ოპერაციაში არ იკვეთება არანაირი თვალთმაქცობა. შესაბამისად ოპერაციის შინაარსის შეცვლა არ ემყარება არანაირ სამართლებრივ საფუძველს.
გარდა ამისა, შემოწმების მიერ, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ“. კერძოდ აღნიშნული მეთოდური მითითების მე-8 მუხლის პირველი მაგალითი. თუმცა უგულებელყოფლია მაგალითში მითითებული უმნიშვნელოვანესი გარემოება. კერძოდ, მაგალითის დასაწყისში მითითებულია: „საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „-------“-ს დამფუძნებლებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, რომლებიც ამავდროულად შპს „--------“-ს დამფუძნებლებიც არიან.“ „მოცემულ პირობებში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები ირიბად კვლავ სრულად ფლობენ შპს „-------“-ს 100%-იან წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მიჩნეულ უნდა იქნას საეჭვო სამეურნეო ოპერაციად“. მოცემულ შემთხვევაში შპს „------“ და შპს „--------“ დამფუძნებლები არ არიან ერთი და იგივე პირები. მამა და შვილი სამართლებრივად დამოუკიდებელი პირები არიან. შპს „------“ მიერ შპს „------“ წილების შესყიდვა წარმოადგენს რეალურ ცვლილებას შპს „-------“ მმართველობაში. ზოგადად გაუგებარია მამა და შვილი რა სამართლებრივი ნორმებით იქნა მიჩნეული ერთი და იგივე პირად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ------- არ გახლავთ ------- ერთადერთი შვილი, შესაბამისად მამის აქტივის მფლობელად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ------. მსგავსი მსჯელობა, უბრალოდ არასწორია და არ ეფუძნება არც სამართლებრივ ნორმას. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული მეთოდური მითითების გამოყენება ვერ იქნება მართლზომიერი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თავად მეთოდური მითითება, იმ შემთხვევასაც კი, როცა 2 კომპანიას ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებლები, არ მიიჩნევს უპირობოდ დასაბეგრ ოპერაციად და მიანიშნებს, რომ ოპერაცია აღქმული იქნას როგორც საეჭვო და არა ცალსახად დასაბერგი. შპს „-------“ შემთხვევაში ერთის მხრივ სრულიად დასაბუთებულია ოპერაციის მიზანი, ხოლო მეორეს მხრივ არასწორია მსჯელობა, რომ წილების ნასყიდობის შედეგად არაფერი შეცვლილა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ნოემბრის №28571 და 21 დეკემბრის №32264 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 13 დეკემბრის №26272 ბრძანება და ამავე თარიღის №006-503 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 428 785 ლარი, მათ შორის, გადასახადი 232 428 ლარი, ჯარიმა 116 214 ლარი, საურავი 80 143 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეტალო-პლასტმასის და ალუმინის ნაკეთობების წარმოება და რეალიზაცია. საწარმოს დამფუძნებლები რეგისტრაციის თარიღიდან არიან თეიმურაზ გიორგაძე - 50 % და --------- - 50% (მამა).
შპს „-------“ დირექტორს და დამფუძნებელს ------- -------- და ------- ერთად 2018 წლის 30 იანვარს დაფუძნებული აქვს შპს „-------“. წილების თანაფარდობაა 40/40/20 პროცენტი. კომპანიის საქმიანობის სფეროა ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს, სასტუმროების, სპორტული და დასასვენებელი ობიექტების, საოფისე ფართების ელექტრო გაყვანილობების, ვენტილაცია, გათბობა-გაგრილების სისტემების დაპროექტებას და მონტაჟს.
კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ფინანსური ანგარიშგების და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2022 წლის 3 თებერვალს შპს „--------“ -------- შეიძინა შპს „--------“ მისი კუთვნილი 40% წილი. შპს „-------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება 2022 წლის თებერვალში შეფასებულია შპს „---------“ მიერ 3 860 000 ლარად. 40%-იანი წილის ღირებულების თანხა 1 500 000 ლარი ------- შპს „--------“ მიერ გადახდილია სალაროდან.
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის გასხვისების ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ------ შპს „------“ საკუთარი 40% წილიდან ------ გაასხვისა 14%, რომლის ღირებულებამ შეადგინა 525 000 ლარი. ამავე წლის 31 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, -------- მის საკუთრებაში დარჩენილი შპს „--------“ 26% წილიდან 16% გაასხვისა შპს „-------“, საიდანაც ანაზღაურების სახით მიიღო 600 000 ლარი, რომელიც გადახდილია 2022 წლის 30 აგვისტოს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის ბოლოსთვის შპს „----------“ წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „---------“ - 56%, -------- - 10% და ----------- - 34%.
2023 წლის 10 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ------- შპს „-------“ დარჩენილ 10% წილს ასხვისებს შპს „-------“ 375 000 ლარად. თანხა ასევე გადახდილია 2022 წლის 22 და 28 დეკემბერს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით, წინასწარ, წინარე შეთანხმების საფუძველზე.
2024 წლის საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერიდან დგინდება, რომ შპს „-------“ 66% წილის მფლობელია შპს „------“ და 34%-ს ფლობს ----------.
საბოლოოდ, შპს „-------“ საკუთარი დამფუძნებლისგან ------- ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა შპს „-------“ წილი, რომლის საფასურმაც ჯამში შეადგინა
975 000 ლარი. თანხის გაცემა კომპანიის სალაროდან დასტურდება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან, საიდანაც ასევე დგინდება, რომ თანხა გატანილია თავად ---------- მიერ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-19, 97-ე, 981 , მე-8, 130-ე და 154-ე მუხლებისა და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შპს „-------“ მიერ ------- შპს „-------“ წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, გააჩნდათ საერთო დამფუძნებელი. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს, შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „---------“ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. ფ/პ ---------- წილის შეძენისთვის სალაროდან გადახდილი თანხა 975 000 ლარი „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, ჩაითვალა დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს -------“ დამფუძნებლები რეგისტრაციის თარიღიდან არიან თეიმურაზ გიორგაძე - 50 % და ------- - 50% (მამა), ხოლო დირექტორი არის -------. შპს „-------“ დირექტორს და დამფუძნებელს ------- -------- და ------- ერთად 2018 წლის 30 იანვარს დაფუძნებული აქვს შპს „-------“. წილების თანაფარდობაა 40/40/20 პროცენტი. 2022 წლის 3 თებერვალს შპს „--------“ ---------- შეიძინა შპს „----------“ მისი კუთვნილი 40% წილი. შპს „---------“ 100% წილის საბაზრო ღირებულება 2022 წლის თებერვალში შეფასებულია შპს „-------------" მიერ 3 860 000 ლარად. 40%-იანი წილის ღირებულების თანხა 1 500 000 ლარი ------ შპს „-------“ მიერ გადახდილია სალაროდან. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის გასხვისების ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ------- შპს „------“ საკუთარი 40% წილიდან ------- გაასხვისა 14%, რომლის ღირებულებამ შეადგინა 525 000 ლარი. ამავე წლის 31 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ------- მის საკუთრებაში დარჩენილი შპს „------“ 26% წილიდან 16% გაასხვისა შპს „-------“, საიდანაც ანაზღაურების სახით მიიღო 600 000 ლარი, რომელიც გადახდილია 2022 წლის 30 აგვისტოს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლოსთვის შპს „-------“ წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „-------“ - 56%, ------- - 10% და ------- 34%. 2023 წლის 10 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით --------- შპს „---------“ დარჩენილ 10% წილს ასხვისებს შპს „--------“ 375 000 ლარად. თანხა ასევე გადახდილია 2022 წლის 22 და 28 დეკემბერს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით, წინასწარ, წინარე შეთანხმების საფუძველზე. 2024 წლის საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერიდან დგინდება, რომ შპს „---------“ 66% წილის მფლობელია შპს „---------“ და 34%-ს ფლობს ---------. საბოლოოდ, შპს „----------“ საკუთარი დამფუძნებლისგან --------- ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა შპს „---------“ წილი, რომლის საფასურმაც ჯამში შეადგინა 975 000 ლარი. თანხის გაცემა კომპანიის სალაროდან დასტურდება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან, საიდანაც ასევე დგინდება, რომ თანხა გატანილია თავად --------- მიერ.
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ შპს „-------“ მიერ ფ/პ ------- შპს „--------“ წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, ჰყავთ საერთო დამფუძნებელი. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს და აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „---------“ ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ-ის წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდის გაცემად, ხოლო შპსA-ს და შპსB-ს დამფუძნებლების ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეტალო-პლასტმასის და ალუმინის ნაკეთობების წარმოება და რეალიზაცია.
კომპანიის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ფინანსური ანგარიშგების და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ შპს-ს დამფუძნებლები არიან 2 პირი,თითოეული 50%-იანი წილის მფლობელია, ხოლო დირექტორი არის სხვა პირი, რომიც არის სხვა შპს-ეს დაფუძნებული ამ 2 პირთან ერთად. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილის გასხვისების ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ საკუთარი 40% წილიდან პირმა გაასხვისა 14%. ამავე წლის 31 აგვისტოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მის საკუთრებაში დარჩენილი შპს-ს 26% წილიდან 16% გაასხვისა სხვა შპს-ზე რომელიც გადახდილია 2022 წლის 30 აგვისტოს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლოსთვის შპს წილები გადანაწილდა შემდეგნაირად - 56%;10% და34% 3 პირზე. 2023 წლის 10 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დარჩენილ 10% წილს ასხვისებს სხვა შპს-ზე. თანხა ასევე გადახდილია 2022 წლის 22 და 28 დეკემბერს კომპანიის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით.
წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, ჰყავთ საერთო დამფუძნებელი. შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს და აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. აღნიშნული ჩაითვალა დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, წილის ნასყიდობის ვალდებულების დასაფარად, გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9); 19(1); 8(12);96;97(1);130(1);154(1);