N 336 - 09/10/2024 - „სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №336
2024 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №172 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017090) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.
3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმა, თანდართული რედაქციით (დანართი №1).
2. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტის ფორმა, თანდართული რედაქციით (დანართი №2).“.
4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. დაემატოს დანართი №2 (სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტის ფორმა) თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე