ბრანება N 16453

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.07.2023
№ დოკუმენტი 16453
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16453

07 .07.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.:-------------------------)

(იურ. მის.: -------------------------)

2023 წლის 22 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) №106759/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №007-18 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 30 მაისის №001991 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69).

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანია დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 30 დეკემბერს. 2022 წელს ორგანიზაციას არ ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები.

2023 წლის იანვრის თვეში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 32077.33 ლარი, რომელიც დაბეგრილ იქნა და შესაბამისად გადაგზავნილ იქნა დღგ-ის დეკლარაცია.

2023 წლის 13 იანვარს კომპანიამ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც მყისიერად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ორგანიზაციას მოეხსნა დღგ-ის დეკლარაციის გადაგზავნის ვალდებულება.

საწარმო არ იყო ვალდებული გადაეგზავნა 2023 წლის თებერვლის დღგ-ის დეკლარაცია.

2023 წლის 14 მარტიდან კომპანია განცხადების საფუძველზე ისევ გახდა დღგ-ის გადამხდელი. ამ შუალედში კომპანიას არ ჰქონდა ვალდებულება წარედგინა დღგ-ის დეკლარაცია.

2023 წლის მარტში კომპანიის მიერ შეცდომით იქნა დაბეგრილი და დადეკლარირებული 27222 ლარი, ნაცვლად 32123.62 ლარისა. დასაბეგრი სხვაობა შეადგენს 4901.62 ლარს. შესაბამისად, დღგ 882.29 ლარს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეცდომით იქნა დაბეგრილი 2023 წლის 12 მარტს მიღებული შემოსავალი 62138.74 ლარი. აღნიშნული თანხა არ მოექცა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ვინაიდან მანამდე არსებულ შემოსავალთან ერთად მისი ჯამური თანხა არ აღემატებოდა 100000 ლარს და თან იმ მომენტისათვის კომპანია არ იყო დღგ-ის გადამხდელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხიდან მონიტორინგის სამსახურის მიერ დამატებით დარიცხულ დღგ-ს თანხასა და მათ მიერ დამატებით დასარიცხ დღგ-ის თანხას შორის სხვაობა, რომელიც შეადგენს 8596.51 (9478.80-882.29) ლარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დეკლარირების კანონშესაბამისობის სამმართველოს 2023 წლის პირველ მაისს პროგრამულ მოდულში დაეწერა შპს „----------“-ი (ს/ნ ------------) 2023 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის დაუბეგრავი დოკუმენტების რისკი.

შესწავლილ იქნა შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) 2023 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასარიცხი თანხა შეადგენდა 10361 ლარს.

2023 წლის 8 მაისს შპს „----------“-ს (ს/ნ ------------) გაეგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, ასევე რამდენიმეჯერ იყო მცდელობა სატელეფონი კავშირის დამყარებისა, თუმცა სატელეფონო კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის არაერთი მცდელობისა, გადამხდელმა არ დააზუსტა დეკლარაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 30 მაისის №011991 ბრძანების მიხედვით, შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) მიმართ განხორციელდა 10361 ლარის დარიცხვა და გამოიცა №007-18 საგადასახადო მოთხოვნა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ– ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული გადასახადის გადამხდელის გარემოებებისა და არგუმენტების გათვალისწინებით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული გადასახადის გადამხდელის გარემოებებისა და არგუმენტების გათვალისწინებით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

3.დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხიდან მონიტორინგის სამსახურის მიერ დამატებით დარიცხულ დღგ-ს თანხასა და მათ მიერ დამატებით დასარიცხ დღგ-ის თანხას შორის სხვაობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დეკლარირების კანონშესაბამისობის სამმართველოს პროგრამულ მოდულში დაეწერა მომჩივანის მარტის საანგარიშო პერიოდის დაუბეგრავი დოკუმენტების რისკი.

შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მარტის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის არაერთი მცდელობისა, გადამხდელმა არ დააზუსტა დეკლარაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე №011991 ბრძანების მიხედვით, მომჩივანის მიმართ განხორციელდა გადასახადის დარიცხვა და გამოიცა №007-18 საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული გადასახადის გადამხდელის გარემოებებისა და არგუმენტების გათვალისწინებით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1 „ა“„გ“„ე“); 61(3 ); 158(1); 159(1);302(6);

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96 და 97 მუხლები.