ბრძანება N 19521
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19521
08 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 25 იანვრის და 20 ივლისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) და 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 25 იანვრის №78507/1/2023 და 20 ივლისის №82466/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №007-403 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და აღნიშნავს, რომ საწარმოს გააჩნია სრული საქმიანობის პერიოდში გამართული და მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა, რომლის ანალიზიც იძლევა შესაძლებლობას განისაზღვროს ოპერაციის შინაარსი, მისი დაწყების, დასრულებისა და მიმდინარეობის კონტროლი. ასევე, არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიუთითებს, რომ კომპანიას ყველა ოპერაცია დაბეგრილი აქვს, რაც ედრება ბუღალტრულ გატარებებს.
2. მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ კომპანიას ყველა ოპერაცია დაბეგრილი აქვს და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, და განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე, საქონლის შეძენის მიზნით კომპანიამ გადარიცხა ავანსები, თუმცა საქონლის მიწოდება პანდემიის გამო ვერ განხორციელდა. აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში სრულად დაბრუნდა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ გადარიცხული ავანსები. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიას მოგების ნაწილში მისაღები აქვს ჩათვლები. აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის ერთ-ერთ დებიტორს შემოწმებამ ხარჯის ნაწილში არ გაუთვალისწინა შპს „-------“ (ს/ნ -------) აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტები სრულად და ნაცვლად 10%-სა გაუთვალისწინეს საბაზრო 7%. ითხოვს, რომ კომპანიას შეუმცირდეს აღნიშნულ ნაწილში მიღებული შემოსავლის ოდენობა.
4. მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ ქონების ღირებულება განისაზღვრა არარეალური საბაზრო ფასით. მიუთითებს, რომ კომპანია სრულად წარადგენს ალტერნატიული, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ დასკვნას.
5. მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9684 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33738 ბრძანება და ამავე თარიღის №007-403 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 458 014 ლარი, მათ შორის, გადასახადი 193 196 ლარი, ჯარიმა 182 040 ლარი, საურავი 82 778 ლარი. ასევე, 2023 წლის 27 იანვრის სავადო თარიღით განესაზღვრა ქონების გადასახადი 509222 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული გადასახდელი დღგ-ის თანხები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და პირველადი დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა რიგ შემთხვევებში აღემატებოდა დეკლარირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლები იყო დეკლარირებულ დღგ-ის 18%-იან დასაბეგრ ბრუნვაზე. შემოწმების შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების, 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა და გადასახდელი დღგის თანხები. პირს სალდირებულად დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილისაგან. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაკორექტირდა დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა უცხოელ მომწოდებელზე, ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსების საწყისი ნაშთი 919 439 აშშ დოლარი. 2019 წლის თებერვალში ასევე ავანსის სახით გადარიცხული იყო 330 000 აშშ დოლარი და 2019 წლის დეკემბერში უკან დაბრუნებული - 300 000 აშშ დოლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, უცხოელ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საბოლოო ნაშთი შეადგენდა 949 438 აშშ დოლარს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული მომწოდებლისგან საქონელი გადასახადის გადამხდელს არ მიუღია. ამასთან, პირს შესამოწმებელ პერიოდში, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე უფიქსირდებოდა ფულადი სახსრსების სესხის სახით გაცემა, რაზედაც დარიცხული და მიღებული ჰქონდა საპროცენტო განაკვეთით (წლიური 10%) საპროცენტო შემოსავალი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, განხორციელდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის ანალიზი და შეფასება/კვალიფიცირება მისი შინაარსის (ნამდვილი მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად. შედეგად, ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები მიჩნეული იქნა გაცემულ სესხად და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. შემოწმებით, ზემოაღნიშნულ გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებულ ფულად სახსრებზე, წლიური 10%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით, გაანგარიშებული იქნა საპროცენტო შემოსავალი. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებულ გარიგებად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაერიცხა მოგების გადასახადი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2019 წლის თებერვალში გადარიცხული თანხა 330 000 აშშ დოლარი, დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადით, ხოლო 2019 წლის დეკემბერში დაბრუნებულ თანხაზე (300 000 აშშ დოლარი) შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით განხორციელდა, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით ადრე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.
4. გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებული ჰქონდა ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებით, რომელთა მიმართაც არ ახდენდა ბასს-ით გათვალისწინებულ გადაფასებას. ამასთან, საწარმოს არ გააჩნდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული შენობა-ნაგებობის რეალური (საბაზრო) ღირებულების შეფასების დასკვნა, შესაბამისად შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ ჩატარდა ქონების შეფასების ექსპერტიზა და შედგა 2022 წლის 23 დეკემბრის დასკვნა N56635/12/22. აღნიშნულ დასკვნაში ასახული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბალანსო ღირებულებისაგან. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე, 204-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგის თანხები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და პირველადი დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის მიხედვით გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა რიგ შემთხვევებში აღემატებოდა დეკლარირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას, ხოლო რიგ შემთხვევაში ნაკლები იყო დეკლარირებულ დღგ-ის 18%-იან დასაბეგრ ბრუნვაზე. შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულისაგან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება, საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა უცხოელ ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირზე გადახდილი ავანსების საწყისი ნაშთი, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული მომწოდებლისგან საქონელი გადასახადის გადამხდელს არ მიუღია. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ავანსის სახით თანხების გადარიცხვა და ნაწილი თანხების უკან დაბრუნება. ამასთან, პირს შესამოწმებელ პერიოდში, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე უფიქსირდებოდა ფულადი სახსრების სესხის სახით გაცემა, რაზედაც დარიცხული და მიღებული ჰქონდა საპროცენტო შემოსავალი. შემოწმების შედეგად, ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გადახდილი ფულადი სახსრები ჩაითვალა სესხის გაცემად და განისაზღვრა მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი. ზემოაღნიშნულ გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებულ ფულად სახსრებზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი შემოწმების მიერ ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში, პირის მიერ გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დაბრუნებული თანხაზე გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით განხორციელდა ადრე დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ნაწილში. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასები არსებითად აღემატება ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას. გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების პროცესში წარმოადგინა შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული ნაწილი ქონების (შენობა-ნაგებობების) საბაზრო ღირებულებების განსაზღვრის შესახებ კომპეტენტური პირის მიერ გაცემული დასკვნები, რომლითც დადგენილი ქონების საბაზრო ღირებულებები მკვეთრად განსხვავდება შემოწმების მიერ დადგენილისაგან. ასევე მომჩივანი, დამატებით აღნიშნავს, რომ წარადგენს დარჩენილი ქონების შეფასებებსაც სრულად და ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას მის მიერ წარმოდგენილი დასკვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას; საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული გადასახდელი დღგ-ის თანხები განსხვავდებოდა შემოწმებით დადგენილისგან. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა და გადასახდელი დღგის თანხები. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი განაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილისაგან. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაკორექტირდა დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
3. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა 2019 წლის თებერვალში აავანსის სახით გადარიცხული თანხა 330 000 აშშ დოლარი და 2019 წლის დეკემბერში უკან დაბრუნებული - 300 000 აშშ დოლარი. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული მომწოდებლისგან საქონელი გადასახადის გადამხდელს არ მიუღია. 2019 წლის თებერვალში გადარიცხული თანხა 330 000 აშშ დოლარი, დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადით, ხოლო 2019 წლის დეკემბერში დაბრუნებულ თანხაზე შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით განხორციელდა, დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა.
ამასთან, პირს შესამოწმებელ პერიოდში, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე უფიქსირდებოდა ფულადი სახსრსების სესხის სახით გაცემა, რომელიც ჩაითვალა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებულ გარიგებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
4. გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებული ჰქონდა ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებით, რომელთა მიმართაც არ ახდენდა ბასს-ით გათვალისწინებულ გადაფასებას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე, 204-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 160; 1601; 101; 154; 73(9); 981(4); 982(3); 202(1); 269(7); 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახაო კოდექსი 160; 161