სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის პერიოდი N 1704
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის პერიოდი N 1704
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელ საწარმოში 2010 წლის 21 იანვარს დაიწყო და 2010 წლის 10 მარტს დასრულდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია
•ინვენტარიზაციის შედეგად საწარმოში გამოვლინდა დანაკლისი
• ვარიანტი I: გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელმა აღიარა მიწოდებად იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში და დაბეგრა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
•ვარიანტი II: გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელმა აღიარა მიწოდებად მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში და დაბეგრა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
•ვარიანტი III: გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელმა აღიარა მიწოდებად აპრილის თვის (ინვენტარიზაციის დასრულებიდან მომდევნო თვეს) დღგ-ის დეკლარაციაში და დაბეგრა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
შეფასება
•პირი ვალდებული იყო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ეღიარებინა მიწოდებად აღმოჩენის საანგარიშო პერიოდში, მაგრამ არა უგვიანეს ინვენტარიზაციის შედეგების ამსახველი ოქმის შედგენის მომენტისა (არა უგვიანეს 2010 წლის მარტის თვისა)
•პირველ და მე-2 ვარიანტებში, პირის ქმედება არ უნდა ჩაითვალოს საგადასახადო სამართალდარღვევად
•მე-3 ვარიანტში, სახეზეა საწარმოს მიერ მარტის თვის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების ფაქტი
ღონისძიებები
•მე-3 ვარიანტში საწარმოს დაუკორექტირდება მარტისა და აპრილის თვეების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხება კუთვნილი გადასახადი
•მე-3 ვარიანტში საწარმოს დაერიცხება ჯარიმა სსკ-ის 132-ე მუხლის შესაბამისად, მარტის თვის საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში