N 9390 - 23/04/2024 - დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება N 9390
23 აპრილი 2024
დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის N7536 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების №4 დანართის დაემატოს მაგალითი №4:
2. 2021 წლის 17 მარტის № 7536 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დანართი №1- „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“;
ნაწილი №1 - სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების შემთხვევა;
მაგალითი №1 -,,სავალდებულო რეგისტრაცია’’
მაგალითი №2 - ,,დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება ვაუჩერების შემთხვევაში’’;
მაგალითი №3 - ,,დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება ვაუჩერების შემთხვევაში“;
მაგალითი №4 - ,,ავანსად ჩარიცხული თანხები“;
მაგალითი №5 - ,,ავანსად ჩარიცხული თანხები“; მაგალითი №6 - ,,სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარის განსაზღვრა“;
მაგალითი №7 -,,სავალდებულო რეგისტრაციის 100’000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების შემთხვევა“;
მაგალითი №8 - ,,100,000 ლარიანი ბრუნვის განსაზღვრა“;
მაგალითი №9 - ,,უცხოელი დასაბეგრი პირის რეგისტრაციის ვალდებულება“;
მაგალითი №10 -,,პირთა ჯგუფისათვის მომსახურების გაწევისას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია“.
ნაწილი №2 – ,,აქციზური საქონლის წარმოების შემთხვევა’’.
მაგალითი №10 - ,,აქციზური საქონლის წარმოება“;
მაგალითი №11- ,,აქციზური საქონლის წარმოება“;
ნაწილი №3- ,,რეორგანიზაციის შემთხვევა’’.
მაგალითი №12 - „რეორგანიზაცია“;
მაგალითი №13 - ,,რეორგანიზაცია“;
მაგალითი №14 - ,,რეორგანიზაცია’’;
მაგალითი №15 - ,,რეორგანიზაცია”.
ნაწილი №4 – „საქონლის/მომსახურების კაპიტალში შეტანის შემთხვევა“;
მაგალითი №16- ,,აქტივების კაპიტალში შეტანა”.
ნაწილი №5 - ,,ფიქსირებული დაწესებულების შემთხვევა“;
მაგალითი №17 - ,,ფიქსირებული დაწესებულება”.
ნაწილი №6 - ,,გარდაცვლილი პირის საქმიანობის გაგრძელების შემთხვევა“;
მაგალითი №18 - ,,გარდაცვლილი პირის საქმიანობის გაგრძელება”.
ნაწილი №7 - ,,დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია
მაგალითი №19 – ,,ნებაყოფლობითი რეგისტრაცია’’.
ნაწილი №8 - ,,დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება“.
მაგალითი №20 - ,,ნებაყოფლობითი რეგისტრაცია”.
ბ) დანართი №2-„ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად“;
ნაწილი №1 - ,,ყველა აქტივის ან დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება“.
მაგალითი №1 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №2 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №3 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №4 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №5 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №6 - ,,ბიზნესის მიწოდება“;
მაგალითი №7 - ,,ბიზნესის მიწოდება“.
ნაწილი №2 - ,,კაპიტალში აქტივების შეტანა’’.
მაგალითი №8 - ,,უფლებამონაცვლე“;
მაგალითი №9 - ,,უფლებამონაცვლე
გ) დანართი №3 -„ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები“;
ნაწილი №1 -,,ერთჯერადი ვაუჩერები“.
მაგალითი№1 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;
მაგალითი №2 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;
მაგალითი №3 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;
მაგალითი №4 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;
მაგალითი №5 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“.
მაგალითი №6 - "საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ერთჯერადი ვაუჩერი“.
ნაწილი №2 -,,მრავალჯერადი ვაუჩერი“.
მაგალითი №1- ,,საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ვაუჩერი“.
დ) დანართი №4- „დასაბეგრი პირები“;
მაგალითი№1 -,,დასაბეგრი პირი“.
მაგალითი№2 - ,,ოპეთეკარები“;
მაგალითი №3 -,,ფიქსირებული დაწესებულება“.
მაგალითი №4 -,, ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა’’
ე) დანართი N5 -დღგ-ის ჩათვლა“;
მაგალითი №1- ,,საერთო ბრუნვის განსაზღვრა“;
მაგალითი №2- ,,პროპორციული ჩათვლა“;
მაგალითი№ 3 - ,,პროპორციული ჩათვლა“;
მაგალითი№ 4 - ,,ძირითადი საშუალების პროპორციული ჩათვლა“;
მაგალითი №5 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";
მაგალითი №6 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";
მაგალითი №7 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";
მაგალითი № 8 - ,,ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში ჩათვლის მიღების წესი“;
მაგალითი №9 - ,,ჩათვლა ნაშთად არსებულ მარაგებზე“;
მაგალითი №10 - ,,ჩათვლის შეზღუდვა ნაშთად არსებულ მარაგებზე“.
მაგალითი №11 - ,,დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა“.
მაგალითი №12 -,,ავანსის ჩათვლა ძირითადი საშუალების შეძენისას’’;
ვ) დანართი №6 -„მომსახურების გაწევის ადგილი“;
ნაწილი №1 – ,,ზოგადი ნაწილი“.
მაგალითი №1 - "მომსახურების გაწევის ადგილი - საშუამავლო მომსახურება / მომსახურების გადაყიდვა B2B";
ნაწილი №2 - ,,საშუამავლო მომსახურების გაწევა არადასაბეგრ პირზე“.
მაგალითი №1 - ,,შუამავლები B2C”;
ნაწილი №3 - ,,უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა“.
მაგალითი №1 - ,,დასაწყობების და შენახვის მომსახურება”;
ნაწილი №4 - ,,ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა“.
მაგალითი №1 - ,,სემინარის ჩატარება’’.
ზ) დანართი №7 - ,,სპეციალური სქემები“;
მაგალითი № 1- ,, მეორადი ნივთები - არადასაბეგრი პირისგან შეძენა”;
მაგალითი №2 - "მეორადი ნივთები - დასაბეგრი პირისგან გათავისუფლებული ოპერაციის ფარგლებში შეძენა".
თ) დანართი №8 -,,მომსახურების გაწევა“;
მაგალითი № 1 - ,,მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით”.
მაგალითი № 2 - ,, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით ფინანსური აქტივის (წილის) რეალიზაცია აუქციონის წესით’’
ი) დანართი №9 -,,საქონლის მიწოდება“.
ნაწილი №1 – ,,ზოგადი ნაწილი“.
მაგალითი № 1 - ,,ბონუსის დაბეგვრა”.
მაგალითი № 2 - ,, ,,მშენებარე საცხოვრებელი ფართის გადაყიდვისას დღგ-ს ნაწილში შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებები’’.
მაგალითი № 3 -,,საგარანტიო ვალდებულება’’.
ნაწილი №2– ,,საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით’’.
მაგალითი № 1 - ,,უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ლიზინგის სარგებლის და დასაბეგრი თანხის განსაზღვრა’’;
მაგალითი № 2 -,,უცხოურ ვალუტაში გადახდილი ავანსის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის განსაზღვრა’’;
მაგალითი № 3 -,,ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო’’
მაგალითი № 4 -,,გამოსყიდვის პირობა’’;
მაგალითი № 5 -,,სადაზღვევო შემთხვევა’’;
მაგალითი № 6 - ,,ლიზინგის საგნის მიმღები მხარის ჩანაცვლება’’
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა
სამსახურის უფროსი
დანართი №4.
დასაბეგრი პირები
შესავალი:
1. დასაბეგრი პირის განსაზღვრასთან დაკავშირებული დებულებები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე და 158-ე მუხლებით.
2. წინამდებარე მაგალითებში გამოყენებულ, ტერმინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დასაბეგრი პირი - ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა;
ბ) ეკონომიკური საქმიანობა -
ბ.ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ.ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
ბ.გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.
გ) ფიქსირებული დაწესებულება - ნებისმიერი ადგილი, რომელიც არ არის დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი, მაგრამ ხასიათდება მუდმივობის საკმარისი ხარისხით, აგრეთვე სათანადო სტრუქტურით ადამიანური და ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით, რაც აძლევს მას შესაძლებლობას გასწიოს ან მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს საკუთარი საჭიროებისთვის;
1. მაგალითი 1. (დასაბეგრი პირი)
პირობა:
ფიზიკურმა პირმა, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად, ამ ნაწილში წარმოადგენს დასაბეგრ პირს, 2021 წლის განმავლობაში თავისი პირადი მიზნიდან გამომდინარე (ვინაიდან იგი აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას საქართველოს ფარგლებს გარეთ), გაჰყიდა მის საკუთრებაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლი/ბინა, კერძოდ:
· აგარაკი ქალაქგარეთ - 350’000 ლარად;
· სოფელ ვარდისუბანში და სოფელ შრომაში (შესაბამისად დედის და მამის მხრიდან) მემკვიდრეობით მიღებული საკარმიდამო სახლები - 120’000 ლარად;
· ორი საცხოვრებელი ბინა - 500’000 ლარად (მათ შორის ერთი ბინა რეალიზაციამდე გაქირავებული ჰქონდა იურიდიულ პირზე).
შენიშვნა: ფიზიკურ პირს აღნიშნული ქონების შეძენისას არ უსარგებლია დღგ-ის ჩათვლის უფლებით.
შეფასება:
· სსკ-ის 158-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, გარდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდებისა;
· მოცემული მუხლის მიზნისათვის არაერთჯერადი/რეგულარული ხასიათის საქმიანობად განიხილება საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და ორგანიზებულად;
· საქმიანობის არაერთჯერად/რეგულარულ საქმიანობად დაკვალიფიცირების მიზნით მნიშვნელობა ენიჭება პირის განზრახვას და არა ფაქტობრივად განხორციელებული ქმედების ოდენობას ან/და პერიოდს მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლების/ბინების) რეალიზაცია, განხორციელებულია პირადი მიზნიდან გამომდინარე, და არ ატარებს სისტემატიურ და ორგანიზებულ ხასიათს (პირი არ არის დაკავებული უძრავი ქონებით ვაჭრობით) მიუხედავად იმისა, რომ რეალიზებულია 5 სახლი/ბინა, ვერ ჩაითვლება არაერთჯერად/რეგულარულ მიწოდებად.
აღნიშნულის გათვალისწინებით ხსენებულ ნაწილში ფიზიკური პირის საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება (მის საკუთრებაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლის/ბინის მიწოდება) არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
2. მაგალითი 2. (იპოთეკარები)
პირობა: დასაბეგრი
ფიზიკური პირის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა. იმის გამო რომ სესხის მიმღებმა ვერ შეძლო დავალიანების დაფარვა, სესხის უზრუნველსაყოფად სესხის გამცემის მიერ რეალიზებულ იქნა იპოთეკით დატვირთული კომერციული ფართი 2021 წლის 20 იანვარს 250’000 ლარად, საცხოვრებელი ბინა 2021 წლის 1 თებერვალს 150’000 ლარად და საცხოვრებელი სახლი 2021 წლის 5 ოქტომბერს 120’000 ლარად.
შეფასება:
განსახილველ შემთხვევაში სესხის გამცემი დასაბეგრი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაკუთრებული აქტივების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების) მიწოდება ხორციელდება მისი ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე (საქონლის მიწოდება ხორციელდება რეგულარული/არაერთჯერადი საქმიანობის ფარგლებში). შესაბამისად, აღნიშნული მიწოდებები (როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების მიწოდება) განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
3. მაგალითი 3. (ფიქსირებული დაწესებულება)
პირობა:
გერმანიაში დაფუძნებული კომპანია საქართველოში ყიდის მანქანა-დანადგარებს, ამ მიზნით მას:
· საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში აქვს სასაწყობე ფართი, სადაც ინახავს სარეალიზაციო პროდუქციას;
· თბილისში გახსნილი აქვს ოფისი (იჯარით ან საკუთრებაში) სადაც ფორმდება ყიდვა/გაყიდვის ხელშეკრულებები;
· დაქირავებული ყავს პერსონალი ან პირდაპირ აკონტროლებს (მოქმედებენ მისი მითითებების შესაბამისად) სხვა კომპანიის პერსონალს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის რეალიზაციისათვის მომზადებას, რეკლამირებას, პროდუქციის შესახებ კონსულტაციას და ა.შ.
შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში გერმანულ კომპანიას საქართველოში გააჩნია საკმარისი მუდმივობით დამახასიათებელი სტრუქტურა ადამიანური და ტექნიკური რესურსის თვალსაზრისით, რაც საშუალებას აძლევს მას საქართველოში დამოუკიდებლად განახორციელოს საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, ასევე მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს საკუთარი საჭიროებებისათვის, შესაბამისად მას წარმოეშვება ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში.
4. მაგალითი 4. (ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა)
ფიზიკურმა პირმა 2021 წელს თავისი პირადი/არაეკონომიკური მიზნიდან გამომდინარე გაყიდა უძრავი ნივთი, რომელიც მის მიერ:
ვარიანტი I: გამოიყენებოდა საცხოვრებელი დანიშნულებით ან/და
ვარიანტი II: გამიზნული იყო საცხოვრებელი დანიშნულებით გამოსაყენებლად,შესაბამისად მისი შეძენისას მიმწოდებელს არ განუხორციელებია დღგ-ის ჩათვლა.
აღნიშნულ ფართს მიწოდების მომენტში საჯარო რეესტრის მონაცემებით არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართის სტატუსი.
შეფასება:
· სსკ-ის 158-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, გარდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდებისა;
· მოცემული მუხლის მიზნისათვის არაერთჯერადი/რეგულარული ხასიათის საქმიანობად განიხილება საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და ორგანიზებულად;
· საქმიანობის არაერთჯერად/რეგულარულ საქმიანობად დაკვალიფიცირების მიზნით მნიშვნელობა ენიჭება პირის განზრახვას და არა ფაქტობრივად განხორციელებული ქმედების ოდენობას ან/და პერიოდს
მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად საჯარო რეესტრის მონაცემებისა, ვინაიდან ფაქტობრივად ფართი გამოიყენებოდა ან გამიზნული იყო საცხოვრებელი დანიშნულებით გამოსაყენებლად და მისი მიწოდება განხორციელებულია პირადი მიზნიდან გამომდინარე, მიწოდების ოპერაცია არ ჩაითვლება ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.