სარგებელი (თანამშრომლებისთვის ანაზღაურებული კვების, ტელეფონის, და სხვა ხარჯები) N 1808

1808 სარგებელი (თანამშრომლებისთვის ანაზღაურებული კვების, ტელეფონის, და სხვა ხარჯები) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1808
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სარგებელი N 1808

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს დაქირავებულ პირებისათვის ანაზღაურებული აქვს საქონლის/მომსახურების ღირებულება (მობილური ტელეფონით სარგებლობის ხარჯი, კომუნალური ხარჯები, მგზავრობის ხარჯი, კვება, პროდუქტები, საწვავი), ასევე ჯარიმის, პირგასამტეხლოს, საურავის თანხები

•საწარმომ არ მიაკუთვნა აღნიშნული თანხები დაქირავებული პირების სარგებელს და შესაბამისად, არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადითა და სოციალური გადასახადით

შეფასება

•საწარმოს მიერ დაქირავებულებისათვის ანაზღაურებული თანხები უნდა ჩაეთვალა ხელფასად (სარგებლად) და დაებეგრა საშემოსავლო და სოციალური (2008 წლამდე) გადასახადით

ღონისძიებები

•საწარმოს დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი და შესაბამის პერიოდში სოციალური გადასახადი

•შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

•საწარმო დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისთვის (სსკ 134-ე მუხლი)