N 3797-XIIIმს-Xმპ - 30/11/2023 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა − 500 ლარი.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა − 500 ლარი.
12. საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა – 1 500 ლარი.“.
2. 111 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. 2025 წლის 1 მაისამდე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთია 100 ლარი.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,30 ნოემბერი 2023 წ.
N3797-XIIIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე