N 781-IIმს-XIმპ - 26/06/2025 - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტები
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის ან ამ დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევასა და ფარგლებში. აღნიშნულ ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,26 ივნისი 2025 წ.
N781-IIმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე