ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე

მთავრობის დადგენილება 15.02.2019
№ დოკუმენტი 89
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 89

2019 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი“.

მუხლი 2

ამ დადგენილების მოქმედება 2019 წლის პირველ სექტემბრამდე არ ვრცელდება ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართულ სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა ნარჩენების ან/და საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებისა.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრი

მამუკა ბახტაძე

ტექნიკური რეგლამენტი

სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტექნიკური რეგლამენტი – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი “ (შემდგომში – რეგლამენტი ) შემუშავებულია „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმების (ჟენევა 1957 წლის 30 სექტემბერი ) „საგზაო მოძრაობის შესახებ ” საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

2. რეგლამენტი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პირობებს , გამონაკლის შემთხვევებს , როდესაც „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმების (შემდგომში – ADR) და წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება , სახიფათო ტვირთის გადამზიდავ სატრანპორტო საშუალებების კონსტრუქციასთან და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს , განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვებასთან და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს , განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობის გაცემის პირობებს , აგრეთვე , სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მონაწილეთა უფლებებს , ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას .

 

მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი

რეგლამენტის მიზანია :

ა ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული გაერო -ს წესებისა და ADR-ის დებულებების მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა ;

ბ ) ADR-ს დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა ;

გ ) სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებისას მძღოლის , მგზავრისა და ქვეითის უსაფრთხოების უზრუნველყოფა , აგრეთვე , საავტომობილო გზების , საგზაო ნაგებობებისა და ტვირთის დაცულობის გაუმჯობესება ;

დ ) სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებისას საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევების , საგანგებო სიტუაციების , ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენცია .

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა :

ა) ავტოცისტერნა – სატრანსპორტო საშუალება , რომელიც გათვალისწინებულია სითხეების , აირების , ფხვიერი ან გრანულირებული ნივთიერებების გადასაზიდად და შედგება ერთი ან რამდენიმე დამონტაჟებული ცისტერნისგან ;

ბ) გადასატანი ცისტერნა – 450 ლიტრზე მეტი ტევადობის , კომბინირებული გადაზიდვისათვის განკუთვნილი ცისტერნა , რომელიც გამოიყენება აირების გადასაზიდად . შესაძლებელი უნდა იყი მისი დატვირთვა და გადმოტვირთვა ავსებულ მდგომარეობაში , კონსტრუქციული მოწყობილობების მოხსნის გარეშე ;

გ) გამონაკლისი – ამ რეგლამენტით განსაზღვრული ნორმა , რომელიც ათავისუფლებს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთს იმ მოთხოვნებისაგან , რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სახიფათო ტვირთის მიმართ ;

დ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთები – სახიფათო ტვირთები , რომლებსაც მიკუთვნებული აქვთ პირველი ან მეშვიდე კლასი , ამ რეგლამენტის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ;

ე) დამონტაჟებული ცისტერნა – 1000 ლიტრზე მეტი მოცულობის ცისტერნა , რომელიც სტაციონარულად არის დამაგრებული სატრანსპორტო საშუალებაზე (რომელიც მოცემულ შემთხვევაში ხდება ავტოცისტერნა ) ან წარმოადგენს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს შემადგენელ ნაწილს ;

ვ) მასიური ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერი (შემდგომში – მტსტკ ) – მყარი ან დრეკადი გადასატანი ტარა :

ვ.ა) რომელსაც გააჩნია შემდეგი მოცულობა :

ვ.ა.ა) არაუმეტეს 3მ 3 ამ რეგლამენტის დანართი №1-ით გათვალისწინებული II და III შეფუთვის ჯგუფებით განსაზღვრული მყარი და თხევადი ნივთიერებების შემთხვევაში ;

ვ.ა.ბ) არაუმეტეს 1.5მ 3 ამ რეგლამენტის დანართი №1-ით გათვალისწინებული I შეფუთვის ჯგუფის მყარ ნივთიერებებთან დაკავშირებით , როდესაც გამოყენებულია დრეკადი , მყარი პლასტმასის , შედგენილი , ბოჭკოვანი მუყაოსა თუ ხის მტსტკ-ები;

ვ.ა.გ) არაუმეტეს 3მ 3 ამ რეგლამენტის დანართი №1-ით გათვალისწინებული I შეფუთვის ჯგუფის მყარ ნივთიერებებთან დაკავშირებით , როდესაც გამოყენებულია ლითონის მტსტკ-ები;

ვ.ა.დ) არაუმეტეს 3მ 3 მე -7 კლასით გათვალისწინებულ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ;

ვ.ბ) რომელიც გათვალისწინებულია მექანიკური დამუშავებისთვის ;

ვ.გ) რომელიც მედეგია დატვირთვა -გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების ოპერაციების დროს წარმოდგენილი დატვირთვების მიმართ ;

ზ) მომატებული საფრთხის ტვირთები – ტვირთები , რომლებიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული ტერორისტულ აქტებში და შესაბამისად , გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგები , როგორიცაა მრავალრიცხოვანი ადამიანური დანაკარგი , მასობრივი ნგრევა ან , მე -7 კლასის ტვირთების შემთხვევაში , მასობრივი სოციალურ -ეკონომიკური რყევები ;

თ) მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი – იმ ელემენტების შემცველი კონტეინერი , რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კოლექტორით და აწყობილია ჩარჩო კონსტრუქციაზე . მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის შემადგენელ ელემენტებად განიხილება : ბალონები , მილები , ბალონების შეკვრა , წნევის დოლურები , ასევე აირების გადასატანი 450 ლიტრზე მეტი ტევადობის ცისტერნები ;

ი) მსხვილგაბარიტიანი ტარა – ტარა , რომელიც შედგება ნაკეთობებისა თუ შიდა ტარის შემცველი გარე ტარისგან და რომელიც :

ი.ა) გათვალისწინებულია მექანიკური დამუშავებისთვის ;

ი.ბ) აღემატება 400 კგ სუფთა მასას ან 450 ლიტრ ტევადობას , თუმცა მისი მოცულობა არ აჭარბებს 3მ 3-ს ;

კ) ნარინჯისფერი ტაბლო – საინფორმაციო ტაბლო , რომელზეც გამოსახულია ზედა ნახევარში ნივთიერებებისა და ნაკეთობების საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი , ხოლო ქვედა ნახევარში გაეროს ნომერი და გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალებებზე ამ ინფორმაციის ვიზუალური მინიშნების მიზნით ;

ლ) სატრანსპორტო ერთეული – ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელის (ნახევარმისაბმელის ) გარეშე ან ავტოსატრანსპორტო საშუალების და მასზე მიმაგრებული მისაბმელის (ნახევარმისაბმელის ) კომბინაცია ;

მ) სატრანსპორტო საშუალება -ბატარეა – იმ ელემენტების შემცველი სატრანსპორტო საშუალება , რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კოლექტორით და სტაციონარულად მაგრდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე . სატრანსპორტო საშუალება -ბატარეის შემადგენელ ელემენტებად განიხილება : ბალონები , მილები , ბალონების შეკვრა , წნევის დოლურები , ასევე აირების გადასატანი 450 ლიტრზე მეტი ტევადობის ცისტერნები ;

ნ) სახიფათო ტვირთი – ნივთიერებები ან /და ნაკეთობები , რომლებიც საერთაშორისო ნორმებით , საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით ;

ო) ტვირთგამგზავნი – პირი , რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გაგზავნას როგორც საკუთარი , ასევე მესამე პირის სახელით . თუ ტრანსპორტირება ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე , ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთგამგზავნი წარმოადგენს იმ პირს, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გაგზავნას ;

პ) ტვირთმიმღები – ტვირთმიმღები გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, თუ ტრანსპორტირების ოპერაცია ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე , ტვირთმიმღებად ჩაითვლება ის პირი , რომელიც სახიფათო ტვირთის ჩამოსვლისას იღებს მასზე პასუხისმგებლობას ;

ჟ) ADR (European Agreement on Transport of Dangerous Goods on Road) – „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმება , რომელიც დაიდო 1957 წლის 30 სექტემბერს ქ . ჟენავაში , აღნიშნულ შეთანხმებაში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად ;

რ) ADR-ის მოწმობა მძღოლის მომზადების შესახებ – ADR-ის მოწმობა მძღოლის მომზადების შესახებ – დოკუმენტი , რომელიც ადასტურებს , რომ მძღოლმა გაიარა სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი პროგრამით მოსამზადებელი კურსი და ჩააბარა სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სპეციალური მოთხოვნების ცოდნის შესახებ გამოცდა ;

ს) AT ტიპის სატრანსპორტო საშუალება :

ს.ა) სატრანსპორტო საშუალება , EX/III ან FL ამ MEMU ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა , განკუთვნილი სახიფათო ტვირთების გადასაზიდად 1 მ 3-ზე მეტი ტევადობის მქონე დამონტაჟებული ცისტერნებით ან სახსნელი ცისტერნებით , ან 3 მ 3-ზე მეტი ინდივიდუალური ტევადობის მქონე კონტეინერ -ცისტერნებით , გადასატანი ცისტერნებითა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებით ; ან

ს.ბ) სატრანსპორტო საშუალება -ბატარეა 1მ 3-ზე მეტი საერთო ტევადობით , FL ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გარდა ;

ტ) EX/II ან EX/III ტიპის სატრანსპორტო საშუალება – სატრანსპორტო საშუალება , განკუთვნილი ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების (1 კლასი ) გადასაზიდად ;

უ) FL ტიპის სატრანსპორტო საშუალება :

უ.ა) სატრანსპორტო საშუალება , განკუთვნილი იმ სითხეების გადასაზიდად , რომელთა აფეთქების ტემპერატურა არ აღემატება 60ο-ს (გარდა დიზელის საწვავისა , რომელიც შეესაბამება სტანდარტს EN 590:2013 + AС:2014, გაზოილისა და მსუბუქი საღუმელე საწვავისა – გაეროს №1202 – სტანდარტში EN 590:2013 + AС:2014 მითითებული აფეთქების ტემპერატურით ) 1 მ 3-ზე მეტი ტევადობის მქონე დამონტაჟებული ცისტერნებით ან სახსნელი ცისტერნებით , ან 3 მ 3-ზე მეტი ინდივიდუალური ტევადობის მქონე კონტეინერ -ცისტერნებით ან გადასატანი ცისტერნებით ; ან

უ.ბ) სატრანსპორტო საშუალება , განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად 1 მ 3-ზე მეტი ტევადობის მქონე დამონტაჟებული ცისტერნებით ან სახსნელი ცისტერნებით , ან 3 მ 3-ზე მეტი ინდივიდუალური ტევადობის მქონე კონტეინერ -ცისტერნებით , ან გადასატანი ცისტერნებით , ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებით ; ან

უ.გ) სატრანსპორტო საშუალება -ბატარეა 1 მ 3-ზე მეტი საერთო ტევადობით , განკუთვნილი ადვილაალებადი აირების გადასაზიდად ; ან

უ.დ) სატრანსპორტო საშუალება , განკუთვნილი სტაბილიზებული წყალბადის პეროქსიდის ან 60%-ზე მეტი წყალბადის პეროქსიდის შემცველი სტაბილიზებული წყალბადის პეროქსიდის წყლის ხსნარის (კლასი 5.1, გაეროს №2015) გადასაზიდად 1 მ 3-ზე მეტი ტევადობის მქონე დამონტაჟებული ცისტერნებით ან სახსნელი ცისტერნებით ან 3 მ 3-ზე მეტი ინდივიდუალური ტევადობის მქონე კონტეინერ -ცისტერნებით ან გადასატანი ცისტერნებით ;

ფ) MEMU (Mobile Explosives Manufacturing Unit – ფეთქებადი ნივთიერებების მობილური დანადგარი ) – დანადგარი ან სატრანსპორტო საშუალება , რომელზეც დამონტაჟებულია აღნიშნული დანადგარი , იმ სახიფათო ტვირთებისგან ფეთქებადი ნივთიერებების დასამზადებლად და დასამუხტად , რომლებიც არ წარმოადგენს ფეთქებადს . დანადგარი შედგება სხვადასხვა ცისტერნისგან , მასიური ტვირთების კონტეინერებისა და ტექნოლოგიური მოწყობილობებისგან , ასევე ტუმბოებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი მოწყობილობებისგან . MEMU შეიძლება აღჭურვილი იყოს სპეციალური განყოფილებებით შეფუთული ფეთქებადი ნივთიერებებისათვის (მიუხედავად იმისა , რომ MEMU-ს განმარტება ითვალისწინებს გამონათქვამს „ფეთქებადი ნივთიერებების დამზადება და დამუხტვა “, MEMU-სთან დაკავშირებული მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ გადაზიდვისას და არა ფეთქებადი ნივთიერებების დამზადებისა და დამუხტვის პროცესში );

ქ) N.O.S პოზიცია (პოზიცია , რომელიც კონკრეტულად არ არის მითითებული ) – შეჯამებული პოზიცია , რომელსაც შეიძლება მიეკუთვნოს ნივთიერებები , ნარევები , ხსნარები ან ნაკეთობები იმ შემთხვევაში , თუ ისინი არ არის მითითებული დასახელებით ADR-ის 3.2. თავის A ცხრილში და ავლენს N.O.S. პოზიციის კლასის , კლასიფიკაციის კოდის , შეფუთვის ჯგუფის , დასახელებისა და აღწერილობის ქიმიურ , ფიზიკურ და /ან სახიფათო თვისებებს .

 

მუხლი 4. გამონაკლისი შემთხვევები , როდესაც ADR-ის და წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება

ADR-ის და წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში :

ა ) სატრანსპორტო ოპერაციის მახასიათებლებთან დაკავშირებული გამონაკლისები :

ა.ა) ფიზიკური პირის მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას , როდესაც აღნიშნული ტვირთი შეფუთულია საცალო გაყიდვების მიზნით და გათვალისწინებულია პირადი ან საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის , დასასვენებელი ან სპორტული ღონისძიებებისთვის , იმ პირობით , თუ მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენცის მიზნით . თუ აღნიშნული ტვირთი წარმოადგენს ადვილაალებად სითხეს , რომლის გადაზიდვაც ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლით , შევსებული ფიზიკური პირების მიერ ან მათთვის , აღნიშნული სითხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ლიტრს თითოეულ ჭურჭელზე და 240 ლიტრს ერთ სატრანსპორტო ერთეულზე . მტსტკ -ში , მსხვილგაბარიტიან ტარასა თუ ცისტერნებში მოთავსებული სახიფათო ტვირთი არ ჩაითვლება შეფუთულად საცალო გაყიდვების მიზნით ;

ა.ბ) იმ მექანიზმებისა თუ მოწყობილობების გადაზიდვისას , რომლებიც არ არის გათვალისწინებული ADR-ის A დანართში და სავარაუდოდ შეიცავენ სახიფათო ტვირთებს მათ შიდა ან საექსპლუატაციო მოწყობილობებში , იმ პირობით , თუ მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენცის მიზნით ;

ა.გ) საწარმოების მიერ განხორციელებული გადაზიდვისას , რომელიც ხორციელდება მათ ძირითად საქმიანობაზე დამატების სახით , როგორიცაა ტვირთების მიწოდება სამშენებლო ან საინჟინრო -ტექნიკურ ობიექტებზე ან მათი დაბრუნება აღნიშნული ობიექტებიდან , ან აზომვით , სარემონტო და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სამუშაოებთან მიმართებაში , არაუმეტს 450 ლიტრის ოდენობით თითოეულ ტარაზე (მტსტკ -სა და მსხვილგაბარიტიანი ტარის ჩათვლით ) და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში . ამასთანავე , უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით . აღნიშნული გამონაკლისი არ გამოიყენება მე -7 კლასის სახიფათო ტვირთების შემთხვევაში . ასევე , ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ეხება იმ გადაზიდვებს , რომლებიც სრულდება ამ საწარმოების მიერ საკუთარი მიწოდების ან გარე თუ შიდა განაწილების მიზნით ;

ა.დ) კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული გადაზიდვა საავარიო -სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ან მათი ზედამხედველობის ქვეშ , რამდენადაც აღნიშნული გადაზიდვები აუცილებელია საავარიო -სამაშველო სამუშაოების განსახორციელებლად , კერძოდ , გადაზიდვები , რომლებიც ხორციელდება :

ა.დ.ა) ტექნიკური დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით , რომლებიც გამოიყენება ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლილი , გაუმართავი და სახიფათო ტვირთების შემცველი სატრანსპორტო საშუალებების გადასაზიდად ;

ა.დ.ბ) უბედურ ან ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლილი სახიფათო ტვირთის ლოკალიზებისა და შეგროვების და მათი უახლოეს სათანადო უსაფრთხო ადგილზე გადატანის მიზნით ;

ა ე ) ადამიანების გადასარჩენად და გარემოს დასაცავად გათვალისწინებული ავარიული გადაზიდვა , იმ პირობით , რომ მიღებულია შესაბამისი ზომები აღნიშნული გადაზიდვების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ;

ა.ვ ) გაუწმენდავი , ცარიელი , სტაციონარული სასაწყობო რეზერვუარების გადაზიდვა , რომლებიც შეიცავდა ADR-ის 2.2.2.1.3 პუნქტით განსაზღვრული მე -2 კლასის A, O ან F ჯგუფის აირებს , II ან III შეფუთვის ჯგუფში შემავალი მე -3 ან მე -9 კლასის ნივთიერებებს , ან ამ რეგლამენტის დანართი №1-ით გათვალისწინებული II ან III შეფუთვის ჯგუფში შემავალი 6.1 კლასის პესტიციდებს , შემდეგი პირობების დაცვით :

ა.ვ ა) ყველა ნახვრეტი , წნევის შემზღუდველი მოწყობილობის გარდა (მისი არსებობის შემთხვევაში ), ჰერმეტულად არის დახურული ;

ა.ვ.ბ) მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენცის მიზნით ;

ა ვ.გ) ტვირთი დამაგრებულია ჩარჩოებზე , გისოსებსა თუ სხვა სატრანსპორტო -ჩასატვირთ მოწყობილობებში , ან სატრანსპორტო საშუალებებსა თუ კონტეინერებზე იმ სახით , რომ შეუძლებელი იყოს მისი მორყევა ან გადაადგილება გადაზიდვის ნორმალურ პირობებში;

ა.ზ) ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ეხება იმ სტაციონარულ , შესანახ რეზერვუარებს , რომლებიც შეიცავს დესენსიბილიზებულ ფეთქებად ნივთიერებებს ან ისეთ ნივთიერებებს , რომელთა გადაზიდვაც იკრძალება ADR-ის მიერ .

ბ ) აირების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები :

ბ.ა) სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში ან ბალონებში მოთავსებული აირების გადაზიდვა , რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ან მათი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის (მაგალითად , სამაცივრო აღჭურვილობის ). აირები შეიძლება გადაიზიდოს ჩამაგრებულ საწვავის ავზებში ან ბალონებში , რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სატრანსპორტო საშუალების ძრავას ან /და დამხმარე მოწყობილობას ან წნევის ქვეშ არსებულ გადასატან რეზერვუარებში , რომლებიც პასუხობენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ;

ბ.ბ) სატრანსპორტო ერთეულისათვის განკუთვნილი საწვავის ავზებისა და ბალონების მოცულობა , მათ შორის ამ პუნქტის „გ “ ქვეპუნქტის შესაბამისად დაშვებულთა ჩათვლით , არ უნდა აღემატებოდეს ენერგიის (მჯ ) ან მასის (კგ ) 54 000 მჯ ენერგიის ეკვივალენტ ოდენობას .

შენიშვნა 1: 54 000 მჯ ენერგიის ეკვივალენტი შეესაბამება ამ პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საწვავის ლიმიტს (1500 ლიტრი ). საწვავის ენერგიის შემცველობა წარმოდგენილია შემდეგი ცხრილით :

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690886247950 {width:487.5pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }საწვავი

ენერგიის შემცველობა

 

დიზელი

36 მჯ /ლიტრი

 

ბენზინი

32 მჯ /ლიტრი

 

ბუნებრივი აირი /ბიოგაზი

35 მჯ /ნმ 3

 

გათხევადებული ნავთობის აირი (LPG)

24 მჯ /ლიტრი

 

ეთანოლი

21 მჯ /ლიტრი

 

ბიოდიზელი

33 მჯ /ლიტრი

 

ემულსიური საწვავი

32 მჯ /ლიტრი

 

წყალბადი

11 მჯ /ნმ 3

 

საერთო მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს :

-1 080 კგ -ს , შეკუმშული ბუნებრივი აირის (შემდგომში ასევე „CNG“) და გათხევადებული ბუნებრივი აირის (შემდგომში ასევე „LNG“) შემთხვევაში .

-2 250 ლიტრს , გათხევადებული ნავთობის აირი (შემდგომში ასევე „LPG“)-ის შემთხვევაში .

შენიშვნა 2: გადაზიდვისას გამოყენებულ აღჭურვილობაზე მორგებული კონტეინერი , რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეა მიმაგრებული , მიიჩნევა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილად და სარგებლობს იმავე გამონაკლისებით , რომლებიც დაკავშირებულია აღჭურვილობის ოპერირებისთვის აუცილებელ საწვავთან ;

ბ.გ) ADR-ის 2.2.2.1.3. პუნქტით გათვალისწინებულ მხუთავ (А) და მჟანგავ (О) ჯგუფებს მიკუთვნებული აირების გადაზიდვა , თუ აირის წნევა , რეზერვუარსა თუ ცისტერნაში , 200C ტემპერატურაზე არ აღემატება 200 კპა -ს (2 ბარს ) და თუ აირი არ წარმოადგენს გათხევადებულ ან გაყინულ გათხევადებულ აირს . აქ იგულისხმება ნებისმიერი სახის რეზერვუარი ან ცისტერნა , მაგალითად : ის რეზერვუარი ან ცისტერნა , რომლიც წარმოადგენს მანქანებისა და აპარატურის ნაწილებს (აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება ნათურებზე );

ბ.დ) სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის გამოსაყენებელ მოწყობილობებში (მაგალითად : ცეცხლმაქრები ) შემავალი აირების გადაზიდვა , სათადარიგო ნაწილების (მაგალითად , დაბერილი პნევმატური სალტეების ) ჩათვლით ; ზემოაღნიშნული გამონაკლისი ასევე გამოიყენება ტვირთების სახით დაბერილი პნევმატური სალტეების გადაზიდვის შემთხვევაშიც ;

ბ.ე) სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ მოწყობილობაში შემავალი აირების გადაზიდვისას , რომლებიც აუცილებელია ამ სპეციალური მოწყობილობის ფუნქციონირებისთვის გადაზიდვების დროს (მაგალითად , მაცივებელი სისტემები , თევზების მოსათავსებელი რეზერვუარები , გამათბობლები და ა .შ .) ასევე , სათადარიგო სათავსები აღნიშნული მოწყობილობებისთვის ან გაუწმენდავი ცარიელი შემცვლელი სათავსები , რომელთა გადაზიდვაც ხდება იმავე სატრანსპორტო ერთეულში ;

ბ.ვ) საკვებ პროდუქტებში შემავალი აირების გადაზიდვისას (გარდა გაეროს №1950-ისა ), გაზირებული სასმელების ჩათვლით ;

ბ.ზ) სპორტული მოხმარების ბურთებში შემავალი აირების გადაზიდვისას .

გ ) თხევადი საწვავის გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები :

გ.ა) სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში მოთავსებული თხევადი საწვავის გადაზიდვისას , რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის ან მათი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის გადაზიდვის პროცესში და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს :

გ.ა.ა) თხევადი საწვავის გადაზიდვა შესაძლებელია ჩამაგრებულ საწვავის ავზ (ებ )ში , რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალების ძრავსა და /ან დამხმარე მოწყობილობებთან და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს , ან გადასატან საწვავის სატევ (ებ )ში (მაგალითად : კანისტრებში ).

გ.ა.ბ) ჩამაგრებული საწვავის ავზის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლიტრს ერთ სატრანსპორტო ერთეულზე , ხოლო მისაბმელზე დამონტაჟებული ავზის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლიტრს . გადასატანი საწვავის სატევეებით შესაძლებელია მაქსიმუმ 60 ლიტრი თხევადი საწვავის გადატანა ერთ სატრანსპორტო ერთეულზე . აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ მუხლის „ა .დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე .

შენიშვნა 1: გადაზიდვისას გამოყენებული აღჭურვილობაზე მორგებული კონტეინერი , რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეა მიმაგრებული , მიიჩნევა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილად და სარგებლობს იმავე გამონაკლისებით , რაც დაკავშირებულია აღჭურვილობის ოპერირებისთვის აუცილებელ საწვავთან .

შენიშვნა 2: სატრანსპორტო ერთეულისათვის განკუთვნილი საწვავის ავზებისა და ბალონების ჯამური მოცულობა , მათ შორის აირის საწვავების შემცველთა ჩათვლით , ამ პუნქტის „ბ .ბ “ ქვეპუნქტის პირველი შენიშვნის გათვალისწინებით , არ უნდა აღემატებოდეს ენერგიის (მჯ ) ან მასის (კგ ) 54 000 მჯ ენერგიის ეკვივალენტ ოდენობას .

დ ) სპეციალური დებულებები :

კონკრეტული სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას , რომლებიც ADR-ის 3.3 თავის ზოგიერთი სპეციალური დებულებებით ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდებიან ADR-ის მოთხოვნებისგან , აღნიშნული გამონაკლისი მოქმედებს იმ შემთხვევაში , თუ ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის მე -6 სვეტში , შესაბამისი სახიფათო ტვირთების გრაფაში მითითებულია სპეციალური დებულება .

ე ) ერთი სატრანსპორტო ერთეულით გადატანილ ოდენობებთან დაკავშირებული გამონაკლისები :

ე.ა) თუ ერთი სატრანსპორტო ერთეულით გადასაზიდი სახიფათო ტვირთის ოდენობა , რომელიც განისაზღვრება ერთი კონკრეტული ნივთიერებისათვის ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის მე -15 სვეტის მრიცხველში მითითებული შესაბამისი ციფრით , რომელიც ამ რეგლამენტის №1 დანართის შესაბამისად ადგენს კონკრეტული ნივთიერების მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას , არ აღემატება ამ ოდენობას , მისი გადაზიდვა გათავისუფლებულია ADR-ის 1.1.3.6.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან ;

ე.ბ) იმ შემთხვევაში , თუ ამ რეგლამენტის №1 დანართის შესაბამისად , სხვადასხვა სატრანსპორტო კატეგორიებში შემავალი სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება იმავე სატრანსპორტო ერთეულით , შემდეგი მნიშვნელობების ჯამმა : პირველ სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული „50“-ზე ; და მე -2 სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული „3“-ზე ; და მე -3 სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობამ ჯამში არ უნდა გადააჭარბოს „1 000“-ს .

მაგალითი :

გადასაზიდია შემდეგი სახიფათო ნივთერებები : UN 2334, UN 2333 და UN 2332. ამ ნივთიერებებისათვის , ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის მე -15 სვეტის მრიცხველში მოცემულია შემდეგი ციფრები : UN 2334-სთვის „1“; UN 2333-სთვის „2“ და UN 2332-სთვის „3“. დაგეგმილია გადაზიდვა შემდეგი ოდენობების გათვალისწინებით : UN 2332-სთვის 400 ლიტრი , UN 2333-სთვის 100 ლიტრი და UN 2334-სთვის 5 ლიტრი .

ზემოაღნიშნული პირობის მიხედვით : 400 + 300 (100x3)+250(5x50)=950.

ვინაიდან საერთო ჯამი წარმოადგენს 950-ს , რომელიც ნაკლებია 1000-ზე , შესაძლებელია წარმოდგენილი პროპორციით მათი გადაზიდვა ამ რეგლამენტისა და ADR-ის წესების გათვალისწინების გარეშე .

ვ ) შეზღუდულ ოდენობებად შეფუთულ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული გამონაკლისები :

ვ.ა) შეზღუდული ოდენობებით შეფუთული , გარკვეულ კლასებს მიკუთვნებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელია დაექვემდებაროს გამონაკლისს იმ პირობით , თუ დაკმაყოფილდება ADR-ის 3.4 თავში გათვალისწინებული მოთხოვნები და ამ პირობით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დაექვემდებარება მხოლოდ ADR-ის 3.4.1. პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ;

ვ.ბ) შეზღუდული ოდენობებით შეფუთულ , გარკვეულ კლასებს მიკუთვნებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარეგულირებელი დებულებები , შიდა ტარასა თუ ნაკეთობასთან დაკავშირებით მოქმედი რაოდენობრივი შეზღუდვა მითითებულია ყოველ ნივთიერებასთან დაკავშირებით ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (7ა ) სვეტში . ამგვარი შეზღუდული ოდენობებით შეფუთული სახიფათო ტვირთების შეზღუდული რაოდენობა , რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს , ექვემდებარება მხოლოდ ADR-ის 3.4.1. პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნეს ADR-ის 3.2. თავის A ცხრილის (7ა ) სვეტის მონაცემები და ამ რეგლამენტის დანართი №1-ით გათვალისწინებული ცხრილი .

მაგალითი : ნაფტალინი სუფთა (UN 1334) A ცხრილის (7ა ) სვეტში ამ ნივთიერებისთვის არის მითითებული 5 კგ , რომელსაც არ უნდა აღემატებოდეს შიდა შეფუთვაში არსებული რაოდენობა და , როგორც წესი , უნდა იყოს გამოყენებული გარე შეფუთვაც . საერთო მასა არ უნდა აღემატებოდეს 30 კგ -ს (მტვრევადი ან ადვილად რღვევადი შიდა ტარის , როგორიცაა მინისგან , ფაიფურისგან , კერამიკისა თუ გარკვეული პლასტმასის მასალისგან დამზადებული ტარა , შემთხვევაში ეს ნივთიერება უნდა განთავსდეს შესაბამის შუალედურ შეფუთვაში არაუმეტეს 20 კგ ).

ამ შემთხვევაში 30-კილოგრამიან ყუთში მოთავსდება 6 ცალი 5-კილოგრამიანი შეფუთვა . რაც შეეხება ერთი სატრანსპორტო საშუალებით ამ ნივთიერების გადასაზიდ მაქსიმალურ ოდენობას , იგი განისაზღვრება ADR-ის 1.1.3.6. ცხრილის თანახმად , სადაც, ასევე , გათვალისწინებული უნდა იქნეს ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (15) სვეტში აღნიშნული მრიცხველის მაჩვენებელი , რაც ამ კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში წარმოადგენს 3-ს . აღნიშნული ნიშნავს , რომ ADR-ის 1.1.3.6. ცხრილის მიხედვით მე -3 სატრანსპორტო კატეგორიით გადასაზიდი მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 1000 კილოგრამს . შესაბამისად , გადასაზიდი 1000 / 30 = 33 ყუთს . იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ნივთიერებისათვის ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (7ა ) სვეტში მითითებული იქნება „0“, ეს მიანიშნებს , რომ აღნიშნული ნივთიერების გადატანა შეზღუდული ოდენობით შეფუთვით არ დაიშვება .

ე.გ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობებით განხორციელებულ შეფუთვაზე უნდა იქნეს დატანილი ამ რეგლამენტის დანართი №12-ით და ADR-ის 3.4.7.1.-ით გათვალისწინებული ნიშანი .

ვ ) გამოთავისუფლებულ ოდენობებად შეფუთულ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული გამონაკლისები :

ვ.ა) გამოთავისუფლებული ოდენობებით შეფუთული , გარკვეულ კლასებს მიკუთვნებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელია დაექვემდებაროს გამონაკლისს იმ პირობით , თუ დაკმაყოფილდება ADR-ის 3.5 თავში გათვალისწინებული მოთხოვნები და ამ პირობით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დაექვემდებარება მხოლოდ ADR-ის 3.5.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ;

ვ.ბ) სახიფათო ტვირთები , რომელთა გადაზიდვაც შესაძლებელია გამოთავისუფლებული ოდენობებით წინამდებარე თავის დებულებების შესაბამისად , წარმოდგენილია ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (7ბ ) სვეტში ასოებით და ციფრებით წარმოდგენილი კოდების ჩამონათვალის სახით . ამასთან , ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (7ბ ) სვეტში კონკრეტული ნივთიერებებისათვის აღნიშნული კოდები განისაზღვრება შემდეგი ცხრილის გათვალისწინებით :

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690886367044 {width:487.5pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }კოდი

 

მაქსიმალური სუფთა რაოდენობა ყოველ შიდა ტარაზე (გრამებში მყარი ნივთიერებების შემთხვევაში და მილილიტრებში თხევადი ნივთიერებებისა და აირების შემთხვევაში )

 

მაქსიმალური სუფთა რაოდენობა ყოველ გარე ტარაზე (გრამებში მყარი ნივთიერებების შემთხვევაში და მილილიტრებში თხევადი ნივთიერებებისა და აირების შემთხვევაში , ან გრამებისა და მილილიტრების ჯამში შერეული შეფუთვის შემთხვევაში )

 

E0

არ დაიშვება გამოთავისუფლებული რაოდენობის სახით

 

E1

30

1000

 

E2

30

500

 

E3

30

300

 

E4

1

500

 

E5

1

300

 

ამ ცხრილის გამოყენების შედეგად მიიღება გარე ტარაში გამოთავისუფლებული ოდენობით შეფუთული სახიფათო ტვირთის ოდენობა გრამებში (მყარი ნივთიერებებში ) ან მილილიტრებში (თხევადი ნივთიერებებისათვის ). ამგვარი ყუთების მაქსიმალური ოდენობა , რომელიც უნდა გადაიზიდოს ერთი სატრანსპორტო ერთეულით , შეადგენს 1000 ცალს .

მაგალითი : ნაფტალინი სუფთა (UN 1334) ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (7ბ ) სვეტში ამ ნივთიერებისთვის არის მითითებულია E1 კოდი , რაც ამ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ცხრილის მიხედვით ნიშნავს , რომ ნაფტალინის პირველადი შეფუთვა არ უნდა აჭარბებდეს 30 გრამს და მეორადი შეფუთვის (გარე ტარა ) საერთო მასა არ უნდა აჭარბებდეს 1000 გრამს . ამ შემთხვევაში , ისევე როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევებში , არ უნდა აღემატებოდეს ერთ სატრანსპორტო ერთეულზე 1000 ცალს . იმ შემთხვევაში , თუ ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის (7ბ ) სვეტში მითითებული იქნება „E0” ეს მიანიშნებს , რომ აღნიშნული ნივთიერების გადატანა გამონთავისუფლებული ოდენობით შეფუთვით არ დაიშვება .

ვ.გ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობებით განხორციელებულ შეფუთვაზე უნდა იქნეს დატანილი ამ რეგლამენტის დანართი №12-ით და ADR-ის 3.5.4.2-ით გათვალისწინებული ნიშანი .

ზ ) ცარიელ , გაუწმენდავ ტარასთან დაკავშირებული გამონაკლისები :

ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ცარიელ გაუწმენდავ ტარაზე (მტსტკ -სა და მსხვილგაბარიტიანი ტარის ჩათვლით ), რომელიც შეიცავდა მე -2, მე -3, 4.1, 5.1, 6.1, მე -8 და მე -9 კლასების ნივთიერებებს , თუ მიღებული იქნება შესაბამისი ზომები 1-ლი-მე-9 კლასების ტვირთებისათვის დამახასიათებელი საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით .

თ ) ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები :

თა) წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემებზე (მაგალითად : ლითიუმის ბატარეები , ელექტროკონდენსატორები , ასიმეტრიული კონდენსატორები , ლითონის ჰიდრიდის შენახვის სისტემები და საწვავის უჯრედები ):

თ.ა ა) რომლებიც დამონტაჟებულია სატრანსპორტო საშუალებაში და გათვალისწინებულია მისი მოძრაობის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ;

თ.ა.ბ) რომლებიც დამონტაჟებულია მოწყობილობაში აღნიშნული მოწყობილობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და გამოიყენება ან გათვალისწინებულია გამოსაყენებლად გადაზიდვების დროს (მაგალითად, პორტატული პერსონალური კომპიუტერი ).

ი ) გამონაკლისი იმ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე , რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებში ან კონტეინერებში გაგრილებისა ან კონდიცირების მიზნით :

სახიფათო ტვირთებზე , რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებში ან კონტეინერებში გაგრილებისა ან კონდიცირების მიზნით ვრცელდება მხოლოდ ADR-ის 5.5.3. კარის მოთხოვნები .

კ ) სახიფათო ტვირთების შემცველი ნათურების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები :

კ ა ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება შემდეგი ნათურების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ისინი არ შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს და ვერცხლისწყალს ADR-ის 3.3 თავის 366-ე სპეციალური დებულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობით :

კ ა.ა ) ნათურები , რომელთა შეგროვებაც ხდება უშუალოდ კერძო პირებისგან თუ საყოფაცხოვრებო მეურნეობიდან , მათი შეგროვების ან უტილიზაციის პუნქტში გადაზიდვისას ;

შენიშვნა : აღნიშნული ასევე მოქმედებს იმ ნათურებთან დაკავშირებით , რომელთა მოწოდებასაც უზრუნველყოფენ კერძო პირები შეგროვების პირველად პუნქტში , და შემდგომ ამისა , რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება სხვა შეგროვების , შუალედური დამუშავების ან უტილიზაციის პუნქტებში .

კ ა.ბ) ნათურები , რომლებიც შეიცავენ 1 გრამზე მეტ სახიფათო ტვირთს და შეფუთულია იმ სახით , რომ ყოველ შეფუთვაში არ იყოს წარმოდგენილი 30 გრამზე მეტი სახიფათო ტვირთი იმ პირობით , თუ :

კ ა.ბ ა) ნათურები დამზადებულია ხარისხის მართვის სერტიფიცირებული სისტემის შესაბამისად ;

შენიშვნა : აღნიშნული მიზნისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტანდარტი ISO 9001

და

კ.ა ბ ბ) ყოველი ნათურა , იმის მიუხედავად იქნება თუ არა შეფუთული შიდა ტარაში , ერთმანეთისგან გამოყოფილი ტიხრებით , ან წარმოდგენილი სადებ მასალაში ნათურების დაცვის მიზნით და განთავსებული მყარ გარე ტარაში , რომელიც აკმაყოფილებს ADR-ის 4.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ ზოგად დებულებებს და ასევე შეუძლია გაიაროს 1,2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამოცდა ;

კ.ა.გ) გამოყენებული , დაზიანებული ან წუნდებული ნათურები, რომლებიც შეიცავენ არაუმეტეს 1 გრამ სახიფათო ტვირთს , ყოველ შეფუთვაში არაუმეტეს 30 გრამ სახიფათო ტვირთის შემცველობასთან ერთად, როდესაც მათი გადაზიდვა ხდება შეგროვების ან უტილიზაციის პუნქტიდან . ნათურები უნდა შეიფუთოს საკმარისად გამძლე გარე ტარაში , რათა თავიდან იქნეს აცილებული გადაზიდვის ნორმალურ პირობებში შიგთავსის გამოთავისუფლება , იგი უნდა აკმაყოფილებდეს ADR-ის 4.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ ზოგად დებულებებს და გაიაროს არანაკლებ 1,2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამოცდა ;

კ ა დ) ნათურები , რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ADR-ის 2.2.2.1 პუნქტით გათვალისწინებულ A და O ჯგუფის აირებს იმ პირობით , თუ მათი შეფუთვა მოხდება ისე , რომ ნათურის წყვეტის შედეგად გამოწვეული ფეთქებადი ეფექტი შეკავებული იქნეს შეფუთვის ფარგლებში ;

კ ა ე) რადიოაქტიური მასალის შემცველი ნათურების გადაზიდვა რეგულირდება ADR-ის 2.2.7.2.2.2 პუნქტით .

 

მუხლი 5. სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია

1. ADR-ის მე -2 ნაწილში მოყვანილი კლასიფიკაციის შესაბამისად , სახიფათო ტვირთები საშიშროების ტიპის , ასევე მათი ფიზიკური , ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით , იყოფა შემდეგ კლასებად და ქვეკლასებად :

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690886412186 {width:487.5pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }კლასი1

-

ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობები;

 

ქვეკლასი 1.1

-

ნივთიერებები და ნაკეთობები, რომელთაც ახასიათებთ მასიური აფეთქების საშიშროება (მასიური აფეთქებ ანიშნავს აფეთქებას, რომელიც პრაქტიკულად მყისიერად ვრცელდება თითქმის მთელტვირთზე );

 

ქვეკლასი 1.2

-

 

ნივთიერებები და ნაკეთობები, რომელთაც ახასიათებთ გაფანტვის საშიშროება, მაგრამ არამასიური აფეთქების საშიშროება ;

 

ქვეკლასი 1.3

-

ნივთიერებები და ნაკეთობები, რომელთაც ახასიათებთ ხანძრის გაჩენის, აგრეთვე უმნიშვნელო აფეთქების ანუმნიშვნელო გაფანტვის საშიშროება, და /ანორივე ერთად, თუმცა არამასიური აფეთქების საშიშროება :

ა ) რომლებიც წვის დროს გამოყოფენ სხივისებური სითბოს მნიშვნელოვან რაოდენობას , ან ;

ბ ) რომლებსაც, თანმიმდევრულად წვისას , ახასიათებთ უმნიშვნელო აფეთქების ანგაფანტვის ეფექტებიან ორივე მათგანი ;

 

ქვეკლასი 1.4

-

ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც წარმოადგენენ აფეთქების მხოლოდუმნიშვნელო საფრთხეს გადაზიდვების დროს აალების ან ინიცირების შემთხვევაში . აღნიშნული ეფექტები ძირითადად თავსიჩენს შეფუთვის შიგნით და ამ შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზომისა თუმოცულობის ნატეხების გავრცელება . გარეგანმა ხანძარმა არ უნდა გამოიწვიოს შეფუთვის თითქმის მთლიანი შიგთავსის პრაქტიკულად მყისიერი აფეთქება;

 

ქვეკლასი 1.5

-

ძალიან დაბალი მგრძნობელობის ნივთიერებები , რომელთაც ახასიათებთ მასიური აფეთქების საშიშროება , თუმცა აღენიშნებათ იმდენად დაბალი მგრძნობელობა , რომ არსებობს მათი ინიცირების ან წვიდან დეტონაციის მდგომარეობაში გადასვლის ძალიან მცირე ალბათობა გადაზიდვების ნორმალურ პირობებში. მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად , ისინი არუნდა აფეთქდნენ მათი გამოცდისას ხანძრის მიმართ მედეგობაზე ;

 

ქვეკლასი 1.6

-

უკიდურესად დაბალი მგრძნობელობის ნაკეთობები , რომელთაც არ აღენიშნებათ მასიური აფეთქების საშიშროება . აღნიშნული ნაკეთობები შეიცავს ძირითადად უკიდურესად არამგრძნობიარე ნივთიერებებს და ავლენსა ფეთქების ინიცირებისა თუ გავრცელების უმნიშვნელო ალბათობას .

 

კლასი 2

-

აირები ;

 

კლასი 3

-

ადვილაალებადი სითხეები ;

 

კლასი 4.1

-

ადვილაალებადი მყარი ნივთიერებები, თვითრეაქტიული ნივთიერებები და მყარიდესენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებები;

 

კლასი 4.2

-

თვითაალების გამომწვევი ნივთიერებები ;

 

კლასი 4.3

-

ნივთიერებები , რომლებიც წყალთანშეხებისას გამოყოფენადვილაალებად აირებს ;

 

კლასი 5.1

-

მჟანგავი ნივთიერებები;

 

კლასი 5.2

-

ორგანული პეროქსიდები;

 

კლასი 6.1

-

ტოქსიკური ნივთიერებები;

 

კლასი 6.2

-

ინფექციური ნივთიერებები ;

 

კლასი 7

-

რადიოაქტიური მასალები ;

 

კლასი 8

-

კოროზიული ნივთიერებები;

 

კლასი 9

-

სხვა სახიფათონივთიერებები და ნაკეთობები.

 

2. სახიფათო ტვირთი აღინიშნება გაეროს მიერ მინიჭებული ოთხციფრა კოდით , „სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev.18 (vol.1)).

 

მუხლი 6. სახიფათო ტვირთების დამუშავება , დატვირთვა (გადმოტვირთვა ) და განთავსება

1. სახიფათო ტვირთების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა (გადმოტვირთვა ), განთავსება და დამაგრება ხორციელდება ტვირთგამგზავნის /ტვირთმიმღების მიერ (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული გადაზიდვის ხელშეკრულებით ). ხოლო გარკვეულ კლასებსა თუ განსაზღვრულ ტვირთებთან დაკავშირებით დამატებითი დებულებები განისაზღვრება ADR-ის 7.5.11. პუნქტით .

2. დატვირთვის ან გადმოტვირთვის ადგილზე , მათ შორის კონტეინერის ტერმინალში მისვლისას , სატრანსპორტო საშუალება და მისი მძღოლი , ასევე კონტეინერი , მტსტკ , მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი , კონტეინერ -ცისტერნა ან გადასატანი ცისტერნა , ასეთების არსებობისას , უნდა აკმაყოფილებდეს ამ რეგლამენტით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (განსაკუთრებით საექსპლუატაციო უსაფრთხოების , საერთო უსაფრთხოების , სისუფთავის და დატვირთვის და გადმოტვირთვის დროს გამოყენებული აღჭურვილობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ).

3. დატვირთვა არ უნდა განხორციელდეს , თუ დოკუმენტების შემოწმების შედეგად სატრანსპორტო საშუალების ან კონტეინერის , მასიური ტვირთის კონტეინერის , მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის , კონტეინერ -ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის , ასევე , დატვირთვის და გადმოტვირთვის დროს გამოყენებული აღჭურვილობის დათვალიერების შედეგებით დასტურდება მათი შეუსაბამობა ამ რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან .

4. ერთსა და იმავე გარე ტარაში თუ მსხვილგაბარიტიან ტარაში დაუშვებელია სახიფათო ტვირთების მოთავსება სახიფათო ან სხვა ტვირთთან ერთად იმ შემთხვევაში , თუ მათ შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან სახიფათო რეაქციაში და გამოიწვიონ :

ა) წვა ან სითბოს მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა ;

ბ) ადვილაალებადი , მხუთავი , მჟანგავი ან ტოქსიკური აირების გამოყოფა ;

გ) კოროზიული ნივთიერებების წარმოქმნა ;

დ) არამედეგი ნივთიერებების წარმოქმნა .

5. დატვირთვის დაწყებამდე ტვირთგამგზავნის მიერ სახიფათო ტვირთი უნდა იყოს კლასიფიცირებული და მიკუთვნებული საშიშროების ერთ -ერთ კლასს (ქვეკლასს), ხოლო ფეთქებადი ნივთიერებებისათვის დამატებით უნდა განისაზღვროს შეთავსებადობის ჯგუფები (დანართი №2). ასევე უნდა განხორციელდეს როგორც სატრანსპორტო საშუალების, ისე ტვირთის მარკირება .

6. დატვირთვაზე არ დაიშვება :

ა) ის ფეთქებადი ნივთიერებები , რომელთაც ახასიათებთ განსაკუთრებული მგრძნობელობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცემული „ცდებისა და კრიტერიუმების სახელმძღვანელოს “ I ნაწილის თანახმად ან იწვევენ თვითნებურ რეაქციებს , ასევე , ის ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობები , რომლებიც არ მიეკუთვნებიან ADR-ის 3.2 თავის A ცხრილში გათვალისწინებულ რომელიმე დასახელებას ან რომელიმე N.O.S. პოზიციას ;

ბ) ამ რეგლამენტის დანართი №2-ით გათვალისწინებული „K“ შეთავსებადობის ჯგუფს მიკუთვნებული ნაკეთობები (1.2K, გაეროს №0200 და 1.3K, გაეროს №0021).

7. საშიშროების სხვადასხვა ნიშნების მქონე შეფუთვების დატვირთვა არ უნდა განხორციელდეს ერთად ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტეინერში , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც ერთობლივი დატვირთვა დასაშვებია ამ რეგლამენტის №3 დანართში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად შეფუთვაზე მითითებული საშიშროების ნიშნების მიხედვით .

8. პირველი კლასის ნივთიერებების ან ნაკეთობების შემცველი შეფუთვები რეგლამენტის დანართი №8-ით გათვალისწინებული №1, 1.4, 1.5 ან 1.6 ნიმუშის საშიშროების ნიშნით , რომლებიც მიეკუთვნება შეთავსებადობის სხვადასხვა ჯგუფებს , შეიძლება დაიტვირთოს ერთად ერთ სატრანსპორტო საშუალებაში ან ერთ კონტეინერში მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ერთობლივი დატვირთვა დასაშვებია ამ რეგლამენტის №4 დანართში მოყვანილი ცხრილის თანახმად შეთავსებადობის შესაბამისი ჯგუფებისთვის .

9. შეფუთვა , ასევე გაუსუფთავებელი ცარიელი ტარა , მათ შორის მსხვილგაბარიტიანი ტარა და მტსტკ , №6.1 ან №6.2 ნიმუშების საშიშროების ნიშნებით ,და მათგან ისინი , რომლებსაც აქვთ ამ რეგლამენტის დანართი №8-ით გათვალისწინებული №9 ნიმუშის საშიშროების ნიშანი და შეიცავს ტვირთებს გაეროს №2212, №2315, №2590, №3151, №3152 ან №3245, არ უნდა იყოს განთავსებული სატრანსპორტო საშუალებებში , კონტეინერებში და დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილებში იმ შეფუთვებთან ახლოს , რომელთა შესახებ ცნობილია , რომ მათში მოთავსებულია კვების პროდუქტები ,სხვა მოხმარების საგნები და ცხოველების საკვები .

10. აუცილებლობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი მოწყობილობებით , რათა გაადვილდეს სახიფათო ტვირთების დამაგრება და დამუშავება . სახიფათო ნივთიერებების შემცველი შეფუთვები და დაუფასოებელი სახიფათო ნაკეთობები უნდა იყოს დამაგრებული შესაბამისი საშუალებებით , რომლებსაც შეუძლია ტვირთის შეკავება (როგორიცაა სამაგრი ღვედები , გადასატანი კადონები , გამოსაღები კრონშტეინები ) სატრანსპორტო საშუალებებში ან კონტეინერში ისე , რომ გადაზიდვის დროს არ მოხდეს რაიმე გადაადგილება , რაც შეცვლის შეფუთვების მდგომარეობას ან გამოიწვევს მათ დაზიანებას . თუ გამოიყენება ისეთი სამაგრი ხელსაწყოები , როგორიცაა საბანდაჟე ლენტი ან ღვედი , არ შეიძლება მათი მჭიდროდ მოჭერა იმისათვის , რომ არ მოხდეს შეფუთვის დაზიანება ან დეფორმირება .

11. თუ სახიფათო ტვირთის შემცველი სატრანსპორტო საშუალების ან კონტეინერის გადმოტვირთვის შემდეგ აღმოჩენილია შიგთავსის ნაწილის გაჟონვა , დაღვრა ან დაყრა , აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში ახალ დატვირთვამდე , განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების ან კონტეინერის დასუფთავება .

12. თუ ადგილზე დასუფთავების განხორციელება შეუძლებელია , სატრანსპორტო საშუალება , ან კონტეინერი , ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების პირობების დაცვით გადატანილ უნდა იქნეს უახლოეს ადგილას , სადაც შეიძლება გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება .

13. სატრანსპორტო საშუალებები ან კონტეინერები , რითიც განხორციელდა სახიფათო ტვირთების დაყრით გადაზიდვა , ახალი დატვირთვის წინ სათანადოდ უნდა დასუფთავდეს თუ ახალი ტვირთი არ წარმოადგენს იგივე სახიფათო ტვირთს , რასაც წინა ტვირთი .

14. სახიფათო ტვირთის დატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციები უნდა წარმოებდეს სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე , ავტოსატრანსპორტო საშუალების გამორთული ძრავით , უსაფრთხოების წესების დაცვით . გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა , როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის მოძრაობაში მოყვანა ხორციელდება ძრავის მუშაობით .

15. კასრებით სახიფათო ტვირთის გადაადგილება , დატვირთვა-გადმოტვირთვა და დასაწყობება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით .

16. სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა დასაშვებია მისი ტვირთამწეობის სრულ გამოყენებამდე , ხოლო განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის კი , იმ მოცულობით და წესით , რომელიც მოცემულია მისი დამამზადებლის სპეციალურ ინსტრუქციაში .

17. სახიფათო ნივთიერებებით ცისტერნის შევსებისას და დაცლის დროს , მიღებული უნდა იქნეს ზომები სატრანსპორტო საშუალების ელექტრული დამიწების უზრუნველყოფისათვის .

18. ლიპყინულის შემთხვევაში სახიფათო ტვირთის დატვირთვა -გადმოტვირთვის ტერიტორია დაფარული უნდა იქნეს ქვიშით .

19. როდესაც გათვალისწინებულია კლასის ნივთიერებების და ნაკეთობების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება დატვირთვის -გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელების მიზნით , სადგომზე დაყენებულ სატრანსპორტო ერთეულებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მ -ს .

20. თუ დატვირთვის -გადმოტვირთვის ოპერაციები უნდა განხორციელდეს სანახაობითი , კულტურულ -საგანმანათლებლო , სასწავლო , სკოლამდელი და სამკურნალო დაწესებულებების ახლოს , სხვადასხვაგვარი ნივთიერებები და ნაკეთობები უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან საშიშროების ნიშნების გათვალისწინებით .

21. მასიური ტვირთის დრეკადი კონტეინერის დატვირთვა (გადმოტვირთვა ), განთავსება და დამაგრება ხორციელდება ADR-ის 7.5.7.6. პუნქტით გათვალისწინებული წესით .

22. აკრძალულია :

ა) უცხო პირთა ყოფნა სახიფათო ტვირთის დატვირთვა -გადმოტვირთვის ადგილზე ;

ბ) ფეთქებადი და ცეცხლსაშიში სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება ჭექა -ქუხილის დროს ;

გ) დატვირთვა -გადმოტვირთვის მექანიზმის გამოყენება , რომელმაც შეიძლება შექმნას ტარის დაზიანებისა და ტვირთის ჩამოვარდნის საფრთხე (ამწე სატრანსპორტო მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს „ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტით განსაზღვრულ უსაფრთხოების მოთხოვნებს );

დ) დაზიანებული შეფუთვით სახიფათო ტვირთის დატვირთვა და მისი გადაზიდვა .

 

მუხლი 7. მარშრუტის შერჩევა და შეთანხმება

1. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შემუშავება ხორციელდება გადამზიდველის მიერ .

2. ტრანსპორტირების მარშრუტი ისე უნდა იქნეს შერჩეული , რომ

ა) მაქსიმალურად გამორიცხავდეს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას :

ა ა) მნიშვნელოვანი მსხვილი სამრეწველო ობიექტის ახლოს , დასვენების ზონაში , კულტურული მემკვიდრეობის , ბუნებრივი ნაკრძალების და სხვა განსაკუთრებით დასაცავ ტერიტორიებზე ;

ა.ბ) მსხვილ დასახლებულ პუნქტში გადაზიდვის აუცილებლობის შემთხვევაში სანახაობითი , კულტურულ -საგანმანათლებლო , სასწავლო , სკოლამდელი და სამკურნალო დაწესებულებების ახლოს;

ბ) ითვალისწინებდეს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისა და საწვავით გასამართ ადგილებს .

3. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტი უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შემდეგ შემთხვევებში :

ა) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას ;

ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას , რომელიც სრულდება რთულ საექსპლუატაციო პირობებში (მთიანი რელიეფი ), რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში (ლიპყინულიანობა , თოვა და სხვა ), არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (ნისლი და ა .შ .);

გ ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას , რომელიც სრულდება სამზე მეტი სატრანსპორტო საშუალებით კოლონაში .

4. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შეთახმებისათვის გადამზიდველი ვალდებულია, გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შემდეგი საბუთები :

ა) განცხადება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის შეთანხმების შესახებ ;

ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის შემუშავებული მარშრუტი ოთხ ეგზემპლარად (დანართი № 5);

გ) განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის ასლი ;

დ) სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;

ე) სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის (ინსპექტირების ანგარიშის ) ასლი ;

ვ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთისათვის , ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების ) მიერ დამატებით წარმოდგენილი მწარმოებლის სპეციალური ინსტრუქცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე ;

ზ) სახიფათო ნივთიერებებისა ან ნაკეთობების გადაზიდვის შემთხვევაში , რომლის ტრანსპორტირება მოითხოვს დამატებით შეთანხმებას ან ნებართვას სხვა კომპეტენტური ორგანოებისგან , ამ შეთანხმებისა ან ნებართვის ასლი .

თ) მე-7 კლასის სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულება.

5. შეთანხმებული მარშრუტის ერთი ეგზემპლარი ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში , მეორე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში , მესამე – გადამზიდველთან , ხოლო მეოთხე – მძღოლთან .

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის დადგენილება №307 - ვებგვერდი, 10.06.2022 წ.

 

მუხლი 8. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა

1. სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ტვირთგამგზავნსა და გადამზიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე .

2. ტვირთგამგზავნი უზრუნველყოფს გადამზიდველს ამ რეგლამენტის №6 დანართით გათვალისწინებული წერილობითი ფორმის ინსტრუქციებით საგანგებო სიტუაციის შემთხვევისათვის , რომელიც შეიძლება შეიქმნას სახიფათო ტვირთების გადაზიდვების დროს ავარიის შედეგად . ტვირთგამგზავნი პასუხისმგებელია წერილობითი ინსტრუქციების შინაარსზე და სახიფათო ტვირთების მახასიათებლებთან მათ შესაბამისობაზე .

3. რეისის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრებმა გადამზიდველისაგან უნდა მიიღონ ინფორმაცია დატვირთული სახიფათო ტვირთის შესახებ და გაეცნონ ამ რეგლამენტის დანართი №6-ით გათვალისწინებულ წერილობით ინსტუქციებს , რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას საჭირო ღონისძიებების შესახებ ავარიისა და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში .

4. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება სახიფათო ნივთიერების მწარმოებლის სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად .

5. წერილობითი ინსტრუქციები გადამზიდველმა რეისის დაწყებამდე უნდა გადასცეს სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟს იმ ენაზე (ებზე ), რომელზეც (ებზეც) ეკიპაჟის თითოეულ წევრს შეუძლია წაიკითხოს და აღიქვას წარმოდგენილი ინფორმაცია . გადამზიდავმა უნდა უზრუნველყოს ეკიპაჟის თითოეული წევრის მიერ წერილობითი ინსტრუქციების მართებულად გაგება და მათი შესრულება .

6. ტვირთგამგზავნმა სატრანსპორტო დოკუმენტებში უნდა მიუთითოს ის ქმედებები (საჭიროების შემთხვევაში ), რომლებიც გადამზიდავმა უნდა შეასრულოს . აღნიშნული მითითებები უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას :

ა) დამატებით მოთხოვნებს შეფუთვის , სატრანსპორტო პაკეტის ან კონტეინერის დატვირთვის , შენახვის , ჩაწყობის , გადაზიდვის , დამუშავებისა და გადმოტვირთვასთან , მათ შორის სითბოს უსაფრთხოდ არინების უზრუნველყოფის სპეციალურ მიწერილობებთან დაკავშირებით , ან შეტყობინებას იმის შესახებ , რომ მსგავსი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული ;

ბ) სატრანსპორტო საშუალების სახეობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და მარშრუტთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საჭირო ინსტრუქციებს ;

გ) ავარიის შემთხვევაში მოცემულ ტვირთთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს .

7. ნებისმიერმა საწარმომ , რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვებს ან აღნიშნულთან დაკავშირებულ შეფუთვის , დატვირთვის , შევსების თუ გადმოტვირთვის ოპერაციებს , უნდა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე გადაზიდვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი -კონსულტანტი სახიფათო ტვირთების გადაზიდვების უსაფრთხოების საკითხებში , რომელთა ერთ -ერთი ფუნქცია იქნება სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით , პირების , ქონებისა თუ გარემოს მიმართ ზიანის მიყენების პრევენცია .

8. ამ მუხლის მე -7 პუნქტის მოთხოვნები არ გამოიყენება იმ საწარმოებზე :

ა) რომელთა საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას უფრო მცირე რაოდენობებით ყოველ სატრანსპორტო ერთეულში , ვიდრე ეს მითითებულია ამ რეგლამენტის მე -4 მუხლის „დ “ და „ვ “ პუნქტებში ; ან

ბ) რომელთა ძირითადი ან დამატებითი საქმიანობა არ ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას ან აღნიშნულთან დაკავშირებულ დატვირთვა -გადმოტვირთვის ოპერაციებს , თუმცა რომელიც პერიოდულად ახორციელებს სახიფათო ტვირთების შიდა გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებული დატვირთვა -გადმოტვირთვის ოპერაციებს , რასაც თან ახლავს დაბინძურების უმნიშვნელო საშიშროება ან რისკი .

9.სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა (კონკრეტული საგზაო პირობების გათვალისწინებით ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან გადაზიდვის მარშრუტის შეთანხმების დროს .

10. მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვის შემთხვევაში , სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დამონტაჟდეს შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშანი .

11. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია :

ა) აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება ;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა .

12. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ :

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტით ;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტვირთის გადაზიდვის თარიღის (თვე და რიცხვი ) შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე) ჯგუფის, სპეციალური აღჭურვილობისა (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი სიგნალები) და სპეციალური შეფერილობის ავტოსატრანსპორტო საშუალების თანხლებით, ხოლო მე-7 კლასის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში − ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლების თანხლებით.

13. სახიფათო ტვირთის კოლონით გადაზიდვისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები :

ა) 1-ლი კლასის ნივთიერებების და ნაკეთობების გადამზიდველ სატრანსპორტო საშუალებების ავტოკოლონის შემადგენლობაში მოძრაობისას ერთმანეთის შემდეგ მიმავალი სატრანსპორტო ერთეულებს შორის უნდა იყოს შენარჩუნებული მანძილი არანაკლებ 50 მ , ხოლო გზის მნიშვნელოვანი ქანობის (აღმართი , დაღმართი ) შემთხვევაში არანაკლებ 300 მეტრს ;

ბ) 300 მეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში (ნისლი , თოვლი , წვიმა და ა .შ .) შეიძლება აიკრძალოს ზოგიერთი სახიფათო ტვირთის გადაზიდვა , რომლის შესახებ მითითებული უნდა იქნეს გადაზიდვის შესაბამის ინსტრუქციაში ;

გ) ამ მუხლის მე -7 პუნქტის საფუძველზე დანიშნული გადაზიდვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იმყოფებოდეს პირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინაში , ხოლო კოლონის ბოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა იმყოფებოდეს დაცვის ერთ –ერთი წარმომადგენელი (დაცვის საჭიროების შემთხვევაში );

დ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს , ხუთი და მეტი სატრანსპორტო საშუალებისაგან შედგენილი კოლონის შემადგენლობაში უნდა იყოს ტვირთის გარეშე სარეზერვო სატრანსპორტო საშუალება , რომელიც უნდა მოძრაობდეს კოლონის ბოლოს .

14. დასახლებულ პუნქტებში განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დგომა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილში , რომელიც დაშორებული უნდა იქნეს არანაკლებ 200 მეტრით საცხოვრებელი ან /და ხალხის თავშეყრის ადგილებიდან .

15. სადგომზე მყოფი ყოველი სატრანსპორტო საშუალება დატვირთული სახიფათო ტვირთით უნდა იდგეს სადგომ მუხრუჭებზე . ასევე , მათი მისაბმელები , რომლებიც არ არის აღჭურვილი სამუხრუჭო სისტემით , უნდა იყოს შეკავებული არამოძრავ მდგომარეობაში სულ მცირე ერთი დაგორების საწინააღმდეგო საბჯენის გამოყენებით .

16. სატრანსპორტო ერთეულის შემთხვევაში , რომელიც შედგება ავტოსატრანსპორტო საშუალებისგან და 3500 კგ -ზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელისგან და აღჭურვილია ანტიბლოკირების სამუხრუჭო სისტემით , მაბუქსირებელი სატრანსპორტო საშუალება და მისაბმელი უნდა იყოს მუდმივად შეერთებული გადაზიდვის დროს ამ რეგლამენტის მე -12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტში აღნიშნული ავტოსტრანსპორტო საშუალებებსა და მისაბმელებს შორის ელექტროშეერთებებით .

17. საერთო სარგებლობის ავტოგასამართ სადგურებში ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავ-საცხები მასალებით გამართვა უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე , რომელიც ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მეტრის მანძილით .

18. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დასრულებისას , ტარის გაწმენდის შემდეგ , სასაქონლო ზედნადებში ტვირთმიმღების მიერ კეთდება აღნიშვნა „ტარა გასუფთავებულია“ და მისი გადაზიდვა ხორციელდება როგორც არასახიფათო ტვირთისა , თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით .

19. რეისის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალებებზე მარკირების ნიშნების დემონტაჟი და სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტების სათანადო წესით ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება .

20. კონკრეტული სახიფათო ტვირთების გვირაბში გადაზიდვის შეზღუდვები ეფუძნება ამ ტვირთებისთვის განსაზღვრული გვირაბში გავლის შეზღუდვის კოდს , რომელიც მითითებულია ADR-ის 3.2 თავის A ცხრილის მე -15 სვეტში .

21. როდესაც ერთი სატრანსპორტო ერთეული შეიცავს სახიფათო ტვირთებს , რომლებსაც მინიჭებული აქვს გვირაბებში გავლის შეზღუდვის სხვადასხვა კოდები , მთელ ტვირთს ენიჭება ამ კოდებიდან ყველაზე შემზღუდველი კოდი .

22. მომატებული საფრთხის ტვირთების ან რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისას გადამზიდველებმა , ტვირთგამგზავნებმა და გადაზიდვის სხვა მონაწილეებმა უნდა მიიღონ , სისრულეში მოიყვანონ და იმოქმედონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესაბამისად , რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს :

ა) უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოვალეობების კონკრეტული განაწილება პირებზე , რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია , კვალიფიკაცია და უფლებამოსილება ;

ბ) შესაბამისი სახიფათო ტვირთებისა თუ სახიფათო ტვირთების ტიპების შესახებ ჩანაწერები ;

გ) მიმდინარე ოპერაციების მიმოხილვა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება , მათ შორის სატრანსპორტო ოპერაციისთვის აუცილებელი ნებისმიერი გაჩერება , სახიფათო ტვირთების შენახვა სატრანპორტო საშუალებაში , ცისტერნასა თუ კონტეინერში რეისამდე , რეისის განმავლობაში და მის შემდეგ და სახიფათო ტვირთების შუალედური , დროებითი დასაწყობება ტრანსპორტის სახეობების შეცვლის პროცესსა თუ სატრანსპორტო ერთეულებს შორის გადატვირთვის პროცესში , კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ;

დ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალი , რომლებიც მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად ;

ე) დროული და ეფექტიანი პროცედურები საფრთხეების , უსაფრთხოების დარღვევებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ ანგარიშგებისა და მათი აღმოხვრის ეფექტური და განახლებული პროცედურები ;

ვ) უსაფრთხოების გეგმების შეფასებასა და გამოცდასთან დაკავშირებული მეთოდები და გეგმების პერიოდული შემოწმებისა და განახლების პროცედურები .

23. მომატებული საფრთხის ტვირთების ან რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისას უნდა მოხდეს იმ მოწყობილობების , დანადგარების ან დაცვის სისტემების გამოყენება , რომლებიც უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალების ან /და მისი ტვირთის მოპარვის პრევენციას და მიღებული უნდა იქნეს სათანადო ზომები , რათა აღნიშნული მოწყობილობები , დანადგარები ან დაცვის სისტემები ყოველთვის იყოს გამართულ მდგომარეობაში . აღნიშნული ზომების მიღებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას საავარიო სიტუაციის შექმნისას გადაუდებელი ღონისძიებების გამხორციელებას .

24. ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიურ ნივთიერებათა (მეშვიდე კლასი ) გადაზიდვა უნდა განხორციელდეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ ’’ საქართველოს კანონის , „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის , ამ რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით .

25. სახიფათო ნარჩენების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის “ დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის , ამ რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით .

26. სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა უნდა ხორციელდებოდეს „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ “ 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით .

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის დადგენილება №307 - ვებგვერდი, 10.06.2022 წ.

 

მუხლი 9. ეკიპაჟის წევრებისა და გადაზიდვის პროცესის სხვა მონაწილეთა უფლება -მოვალეობები

1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია :

ა) გადასცეს გადამზიდველს ტრანსპორტირებისათვის მხოლოდ ის სახიფათო ტვირთი , რომელიც დაშვებულია გადასაზიდად და აკმაყოფილებს ADR-ისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნებს ;

ბ) სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მომზადებისას შეამოწმოს ტარის (შეფუთვის ) მთლიანობა და ვარგისობა , მარკირებისა და ლუქების არსებობა ,აგრეთვე კონკრეტული სახეობის ტვირთის დატვირთვა /გადმოტვირთვისათვის საჭირო მოწყობილობებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესაბამისობა ამ რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ;

გ) გამოიყენოს მხოლოდ კონკრეტული სახეობის გადასაზიდი ტვირთისათვის დაშვებული და განკუთვნილი ტარა , კონტეინერები , ცისტერნები და სატრანსპორტო საშუალებები , რომლებსაც გააჩნიათ ADR-ის დებულებებში მითითებული მარკირება ;

დ) დატვირთვისას მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა , ტვირთზე სხვადასხვა უარყოფითი ზემოქმედების (დარტყმები , ბიძგები , ტარაზე გადამეტებული ზეწოლა და სხვა ) თავიდან აცილების მიზნით , ასევე , გამოიყენოს ისეთი მექანიზმები და ინსტრუმენტები , რომლებიც არ წარმოშობენ ნაპერწკალს მუშაობისას ;

ე) დაიცვას გაგზავნასთან დაკავშირებული მოთხოვნები და გაგზავნის შეზღუდვის პირობები ;

ვ) უზრუნველყოს გადამზიდველი საჭირო ინფორმაციით (სახიფათო ტვირთის გაეროს ნომერი , კლასი (ქვეკლასი ), შეთავსებადობის ჯგუფი , შეფუთვის ჯგუფი , საშიშროების ნიშნის ნომერი და სხვა ), წერილობითი ინსტრუქციებით , სპეციალური ინსტრუქციებით (არსებობის შემთხვევაში ) და სხვა საჭირო სატრანსპორტო დოკუმენტებით ;

ზ) უზრუნველყოს , გაუსუფთავებელი და არადეგაზირებული ცარიელი ცისტერნების (ავტოცისტერნები , სახსნელი ცისტერნები , სატრანსპორტო საშუალება -ბატარეები , მრავალელემენტიანი აირის კონტეინერები , გადასატანი ცისტერნები და კონტეინერ -ცისტერნები ) ან ცარიელი გაუსუფთავებელი სატრანსპორტო საშუალებების და მასიური ტვირთის კონტეინერების სათანადოდ აღჭურვა საინფორმაციო დაფებით , მარკირებითა და საშიშროების ნიშნებით და განახორციელოს ცარიელი გაუსუფთავებელი ცისტერნების დახურვა ჰერმეტულად იმგვარად , როგორც სავსე მდგომარეობის შემთხვევაში .

2. გადამზიდველი ვალდებულია :

ა) დარწმუნდეს , რომ ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დაშვებულია ADR-ის დებულებების შესაბამისად ;

ბ) გადაზიდვის დაწყებამდე დარწმუნდეს , რომ ტვირთგამგზავნის მიერ წარმოდგენილი იქნა გადასაზიდ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებით ADR-ში გათვალისწინებული ყოველგვარი ინფორმაცია , ინსტრუქციები და სხვა საჭირო სატრანსპორტო დოკუმენტები ;

გ) ვიზუალური დათვალიერებით დარწმუნდეს , რომ სატრანსპორტო საშუალებებსა და გადასაზიდ ტვირთებს არ აღენიშნებათ რაიმე ხილული ხარვეზი , გაჟონვა , ბზარი და ისინი სათანადოდ არიან აღჭურვილი ;

დ) დარწმუნდეს , რომ ავტოცისტერნების , სატრანსპორტო საშუალება -ბატარეების , სახსნელი ცისტერნების , გადასატანი ცისტერნების , კონტეინერ -ცისტერნებისა და მრავალელემენტიანი აირის კონტეინერების ინსპექტირების ვადა არ არის გადაცილებული ;

ე) დარწმუნდეს , რომ სახიფათო ტვირთის გადამზიდველი სატრანსპორტო საშუალება არ არის გადატვირთული ;

ვ) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებებზე და სახიფათო ტვირთზე საშიშროების ნიშნების , საინფორმაციო დაფების , ნარინჯისფერი ტაბლოებისა და მარკირების არსებობა და შესაბამისობა ADR-ის და ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან ;

ზ) ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა “–„ვ “ ქვეპუნქტში მოყვანილი პირობების ან /და ამ რეგლამენტის ან /და ADR-ის დებულებების სხვა მოთხოვნების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში , შეაჩეროს სახიფათო ტვირთის გაგზავნა მათ აღმოფხვრამდე ;

თ) გადასცეს სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟს წერილობითი ინსტრუქციები და განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვისათვის განკუთვნილი სპეციალური ინსტრუქციები (არსებობის შემთხვევაში );

ი) იმ შემთხვევაში , თუ გადაზიდვების განმავლობაში თავს იჩენს ისეთი დარღვევა , რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გადაზიდვის უსაფრთხოებას , შეაჩეროს შეძლებისდაგვარად სწრაფად ტვირთის გადაზიდვა მოძრაობის უსაფრთხოებასთან , ტვირთის დაცვის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით . გადაზიდვის ოპერაცია შესაძლებელია გაგრძელდეს მხოლოდ ტვირთის მოქმედ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ ;

3. ტვირთმიმღები ვალდებულია :

ა) არ შეაჩეროს ტვირთების მიღება საპატიო მიზეზების გარეშე და გადმოტვირთვის შემდეგ შემოწმების შედეგად დარწმუნდეს , რომ მის მიერ სრულად იქნა შესრულებული ტვირთთან დაკავშირებული ADR-ის და ამ რეგლამენტის მოთხოვნები ;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგად კონტეინერის მიმართ გამოვლინდება ADR-ის და ამ რეგლამენტის მოთხოვნების რაიმე დარღვევა , დაუბრუნოს კონტეინერი გადამზიდველს მხოლოდ აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ ;

გ) იმ შემთხვევაში , თუ ისარგებლებს გადაზიდვის სხვა მონაწილეების (განმტვირთველის , მწმენდავის , დეზაქტივაციის ობიექტისა და ა .შ .) მომსახურებით , მიიღოს შესაბამისი ზომები ამ პუნქტის „ა “ და „ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისთვის ;

დ) სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვის დასრულების შემდეგ , გაწმინდოს სატრანსპორტო საშუალების ძარა (კონტეინერი ) ამ ტვირთის ნარჩენებისაგან და , საჭიროების შემთხვევაში , განახორციელოს დეგაზაცია , დეაქტივაცია და /ან დეზინფექცია ;

ე) უზრუნველყოს კონტეინერებზე საშიშროების აღმნიშვნელი მარკირების მოშორება , მისი სრული გადმოტვირთვის , დასუფთავების , დეგაზაციის , დეაქტივაციის ან /და დეზინფექციის შემდეგ .

4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და ეკიპაჟის სხვა წევრები ვალდებულნი არიან :

ა) დაიცვან „საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონით , სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით და საერთაშორისო ნორმებით , ADR-ის დებულებებით , აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ექსპლუატაციის , ამ რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები ;

ბ) სახიფათო ტვირთის მიღებისას შეამოწმონ ტვირთსა და /ან ტარაზე მარკირების არსებობა ;

გ) საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევის ან /და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში , აღმოუჩინონ პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს და იმოქმედონ ამ რეგლამენტის დანართი №6-ით გათვალისწინებული წერილობითი ინსტრუქციების და კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული სპეციალური ინსტრუქციების შესაბამისად ;

დ) საჭიროების შემთხვევაში მიიღონ ხანძარსაწინააღმდეგო ზომები ;

ე) თან იქონიონ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ამ რეგლამენტის დანართი №6-ით განსაზღვრული ინსტრუქციით გათვალისწინებული აუცილებელი აღჭურვილობა ;

ვ) მარშრუტზე მოძრაობისას აკონტროლონ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობა , ტვირთების დამაგრება /განთავსება , მარკირებისა და ლუქების დაცულობა .

5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს და ეკიპაჟის სხვა წევრებს ეკრძალებათ :

ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში );

ბ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერება /დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე ;

გ) სატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება ;

დ) დატვირთვისა და გადმოტვირთვის ოპერაციების დროს FL ტიპის სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული გათბობის მოწყობილობების გამოყენება ;

ე) ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების გადამზიდველ სატრანსპორტო საშუალების მახლობლად ცეცხლის ან ღია ალის გამოყენება ;

ვ) სატრანსპორტო საშუალებაში შესვლა ღია ალის მქონე სანათი ხელსაწყოთი . (გამოყენებულ გადასატან სანათ ხელსაწყოებს არ უნდა ჰქონდეთ ლითონის ზედაპირი , რომელსაც შეეძლება ნაპერწკლის წარმოშობა );

ზ) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში და მის სიახლოვეს . (მოწევა დასაშვებია გაჩერების დროს სადგომიდან არანაკლები 50 მეტრის დაშორებით ). მოწევის აკრძალვა ასევე ვრცელდება ელექტრონული სიგარეტისა და მსგავსი მოწყობილობების გამოყენებისას ;

თ) სატრანსპორტო დოკუმენტებით გაუთვალისწინებელი ტვირთების გადაზიდვა ან /და უცხო პირების გადაყვანა , რომლებიც არ არიან სატრანსპორტო ერთეულის ეკიპაჟის წევრები ;

ი) სახიფათო ნივთიერებისა და ნაკეთობების შემცველი შეფუთვების გახსნა .

6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს აგრეთვე ეკრძალება :

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება ;

ბ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება , რომელიც მოძრაობს 30 კმ /სთ -ზე მეტი სიჩქარით ;

გ) გამორთული ძრავით ან /და გადაბმულობით მოძრაობა ;

დ) შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტიდან გადახვევა და მარშრუტზე დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება .

7. სახიფათო ტვირთების გადაზიდვების უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის ვალდებულებები :

ა კონსულტანტს აკისრია შემდეგი მოვალეობები :

ა .ა) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი ;

ა.ბ) საწარმოსათვის კონსულტაციების გაწევა სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით ;

ა.გ) საწარმოს ხელმძღვანელობისათვის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით საწარმოს საქმიანობის შესახებ . (აღნიშნული წლიური ანგარიშები ინახება ხუთი წლის განმავლობაში და წარედგინება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს მოთხოვნისთანავე );

ა დ) საწარმოს სათანადო საქმიანობასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელება შემდეგი ქმედებებსა და პროცედურებზე :

ა დ.ა ) გადასატანი სახიფათო ტვირთების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცედურები ;

ა დ.ბ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან , დატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებით გამოსაყენებელი აღჭურვილობის შემოწმების პროცედურები ;

ა.დ.გ) საწარმოს მუშაკების სათანადო მომზადება და აღნიშნული მომზადების შესახებ ჩანაწერების წარმოება ;

ა.დ.დ) სათანადო , გადაუდებელი ღონისძიებების სისრულეში მოყვანა ნებისმიერი ავარიისა თუ ინციდენტის შემთხვევაში , რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს უსაფრთხოებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის , დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს ;

ა.დ.ე) სახიფათო ტვირთების გადაზიდვების , დატვირთვისა თუ გადმოტვირთვის დროს მძიმე ავარიების , ინციდენტებისა თუ მნიშვნელოვანი დარღვევების გამოძიება და , აუცილებლობის შემთხვევაში , ანგარიშების მომზადება ;

ა.დ.ვ) სათანადო ზომების სისრულეში მოყვანა ავარიების , ინციდენტებისა თუ მნიშვნელოვანი დარღვევების განმეორების თავიდან აცილების მიზნით ;

ა.დ ზ) დოკუმენტაციისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის არსებობის უზრუნველსაყოფად შემოწმების პროცედურების განხორციელება გადასაზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე , რომლებიც თან უნდა ახლდეს სატრანსპორტო საშუალებას , ასევე , აღნიშნული დოკუმენტებისა და აღჭურვილობის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ წესებთან .

ბ) კონსულტანტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი „საავტომობილო , სარკინიგზო და შიდა წყლის ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებისას უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტების დანიშვნისა და პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ “ ევროსაბჭოს 1996 წლის 3 ივნისის №96/35/ EC დირექტივის და „საავტომობილო , სარკინიგზო და შიდა წყლის ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებისას უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტების გამოცდების მინიმალური მოთხოვნების შესახებ “ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 17 აპრილის №2000/18 EC დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით .

 

მუხლი 10. სატრანსპორტო ერთეულებსა და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებული საერთო მოთხოვნები

1. სატრანსპორტო ერთეული , რომლითაც ხორციელდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვა , უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის დოკუმენტებს , ADR-ის დებულებებს , „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის ” დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტს , ამ რეგლამენტს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს .

2.სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას სატრანსპორტო ერთეულზე უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტები :

ა) ADR-ის 5.4.1 კარით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები ყველა გადასაზიდ სახიფათო ტვირთზე , რომელიც უნდა შეიცავდეს გაეროს ნომერს , გასაგზავნ დასახელებას (მათ შორის საბაზროს ), ამ რეგლამენტის №8 დანართით გათვალისწინებულ საშიშროების ნიშნის ნომერს (მათ შორის დამატებითი ნიშნის ჩათვლით ), ამ რეგლამენტის დანართი №1-ით გათვალისწინებული შეფუთვის ჯგუფს და ADR-ით გათვალისწინებული გვირაბში გავლის კოდს .

ბ) ეკიპაჟის წევრებისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქციები ამ რეგლამენტის №6 დანართში მოყვანილი ფორმით და სპეციალური ინსტრუქციები კონკრეტული სახეობის სახიფათო ტვირთებისათვის (არსებობის შემთხვევაში );

გ) სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის ყველა წევრის პირადობის მოწმობა ფოტოსურათით ;

დ) განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას , აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო ) მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე , ამ რეგლამენტის მე -13 მუხლით გათვალისწინებული წესით გაცემული განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დაშვების მოწმობა ყოველ სატრანსპორტო ერთეულზე . მოწმობა მზადდება სტანდარტულ A4 ფორმატის თეთრი ფერის ქაღალდზე , დიაგონალზე ვარდისფერი ზოლით ამ რეგლამენტის №7 დანართში მოყვანილი ნიმუშის მიხედვით.ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას- ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი , რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით ან /და ADR-ით განსაზღვრულ მონაცემებს ;

ე ) ADR-ის მოწმობა მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ , ხოლო ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი , რომელიც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ADR-ის მოწმობისთვის განსაზღვრულ მონაცემებს ;

ვ) შესაბამისი ლიცენზია /ნებართვა , ან ლიცენზიის /ნებართვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული დოკუმენტი , ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული , შესაბამისი ლიცენზია /ნებართვა , რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი , როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას /ნებართვას ;ზ) სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინსპექტირების ანგარიში);

თ) მარშრუტის სქემა ამ რეგლამენტის მე -7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ;

ი ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის წიგნაკი , „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის “ დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის № 12 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ანალოგიური დოკუმენტი ;

კ ) სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას :

კ ა) სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი და სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა , „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის № 145 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის I და II დანართებში მოყვანილი ფორმების მიხედვით ;

კ.ბ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ან სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისას , ნარჩენების იმპორტის , ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები .

3. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისას , საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს ამ მუხლის მე -2 პუნქტის „დ “, „ე “, „ვ “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან .

4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას კონტეინერების , მრავალელემენტიანი აირის კონტეინერების , MEMU-ს , კონტეინერ -ცისტერნების , გადასატანი ცისტერნებისა და სატრანსპორტო საშუალებების გარე ზედაპირზე უნდა განთავსდეს სახიფათო ტვირთების საშიშროების ნიშნების (დანართი №8) ამსახველი საინფორმაციო დაფები , რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ADR-ის 5.3.1.7 პუნქტის ტექნიკურ მოთხოვნებს .

5. საინფორმაციო დაფების განთავსება :

ა) კონტეინერებზე , მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებზე , კონტეინერ -ცისტერნებსა ან გადასატან ცისტერნებზე საინფორმაციო დაფები განთავსებული უნდა იყოს ორივე გვერდზე და უკანა მხარეს . იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერ -ცისტერნას ან გადასატან ცისტერნას რამდენიმე ნაკვეთური აქვს და მათი საშუალებით ხდება ორი ან მეტი სახიფათო ტვირთის გადაზიდვა , შესაბამისი საინფორმაციო დაფები უნდა განთავსდეს ორივე გვერდზე შესაბამისი ნაკვეთურის გასწვრივ , ხოლო თითოეული ტვირთის ერთი საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს კონტეინერ -ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის უკანა მხარეს ;

ბ) თუ კონტეინერებზე , მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებზე , კონტეინერ -ცისტერნებზე ან გადასატან ცისტერნებზე დამაგრებული საინფორმაციო დაფები არ ჩანს მათი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების გარედან , იგივე საინფორმაციო დაფები უნდა განთავსდეს სატრანსპორტო საშუალების ორივე გვერდზე და უკანა მხარეს . სხვა შემთხვევაში საინფორმაციო დაფის დამაგრება სატრანსპორტო საშუალებაზე საჭირო არაა ;

გ) ნაყარი ტვირთის გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე , ავტოცისტერნებზე , სატრანსპორტო საშუალება -ბატარეებზე , MEMU-ებსა და სახსნელი ცისტერნების მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე , საინფორმაციო დაფები განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების ორივე გვერდზე და უკანა მხარეს ;

დ) 1-ლი კლასის ნივთიერებების ან ნაკეთობების (1.4 ქვეკლასის , S ჯგუფის შეთავსებადობის ნივთიერებების გარდა ) და მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალების შემცველი შეფუთვების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებებზე საინფორმაციო დაფები უნდა განთავსდეს სატრანსპორტო საშუალების ორივე გვერდზე და უკანა მხარეს ;

ე) ცარიელ ავტოცისტერნებზე , სახსნელი ცისტერნების მქონე სატრანსპორტო საშულებებზე , სატრანსპორტო საშუალება -ბატარეაზე , მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებზე , MEMU-ებზე , კონტეინერ -ცისტერნებსა და გადასატან ცისტერნებზე , რომლებსაც არ გაუვლიათ დასუფთავება და დეგაზაცია , ასევე , გაუსუფთავებელ , ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებსა და ნაყარი ტვირთის გადამზიდ კონტეინერებზე უნდა დარჩეს წინა გადაზიდული ტვირთის საინფორმაციო დაფები .

6. სახიფათო ტვირთების გადამზიდ სატრანსპორტო ერთეულებს ასევე უნდა ჰქონდეს ორი ვერტიკალურად დამაგრებული სწორკუთხედის ფორმის ნარინჯისფერი ტაბლო (დანართი №9). ერთი მათგანი უნდა დამაგრდეს სატრანსპორტო ერთეულის წინა მხარეს , ხოლო მეორე – უკან და ორივე ტაბლო უნდა იყოს სატრანსპორტო ერთეულის სიგრძივი ღერძის პერპენდიკულარული . სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს ნარინჯისფერი ტაბლოებით მარკირებამ უნდა უზრუნველყოს ტვირთის იდენტიფიკაციის ჩატარების საშუალება , აღნიშნული ტაბლოები უნდა იყოს გარკვევით ხილვადი და აკმაყოფილებდეს ADR-ის 5.3.2.2 პუნქტით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს .

7. თითოეული სატრანსპორტო ერთეული უნდა იყოს აღჭურვილი 2 ან /და 4 ან /და 6 ან /და 8 ან /და 12-ე კილოგრამიანი ცეცხლსაქრობ (ებ )ით , რომლებსაც უნდა ჰქონდეს აღნიშვნები გავლილი შემოწმების შესახებ . ცეცხლსაქრობები უნდა დამაგრდეს სატრანსპორტო ერთეულებზე ისე , რომ სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟისათვის ნებისმიერ დროს იყოს ხელმისაწვდომი , ასევე , დაცული იყოს კლიმატური პირობების ზეგავლენისაგან მათი საექსპლუატაციო საიმედოობის შემცირების თავიდან აცილების მიზნით .

8. სატრანსპორტო ერთეულებზე , რომლებითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთები ADR-ის 1.1.3.6 პუნქტის შესაბამისად (ერთი სატრანსპორტო ერთეულით გადატანილ ოდენობებთან დაკავშირებული გამონაკლისების სახით ), უნდა იყოს ერთი გადასატანი ცეცხლსაქრობი 2 კგ . მშრალი ფხვნილის მინიმალური ტევადობით (ან სხვა ნებისმიერი შესაფერისი ხანძრის ჩასაქრობი შემადგენლობის ეკვივალენტური რაოდენობა ), სხვა შემთხვევაში ცეცხლსაქრობების რაოდენობა და მშრალი ფხვნილის მინიმალური ტევადობა განისაზღვრება ADR-ის 8.1.4.1 პუნქტში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად .9. სახიფათო ტვირთების გადამზიდველ თითოეულ სატრანსპორტო ერთეულზე უნდა გადაიზიდებოდეს ზოგადი და ინდივიდუალური დაცვის შემდეგი საშუალებები და მოწყობილობები :

ა) თითოეულ სატრანსპორტო საშუალებისათვის დაგორების საწინააღმდეგო საბჯენი , რომლის ზომები უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურ მასას და თვლის დიამეტრს ;

ბ) ხისტი ბუქსირი , ხოლო ზამთრის პერიოდში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ;

გ) ორი მაფრთხილებელი ნიშანი საკუთარ საყრდენზე ;

დ) ხელსაწყო –ინსტრუმენტები , სატრანსპორტო საშუალების ავარიული რემონტისათვის ;

ე) სამედიცინო სააფთიაქო ყუთი ;

ვ) თვალების გამოსარეცხი სითხე (სავალდებულო არ არის ამ რეგლამენტის დანართი №8-ით გათვალისწინებული №1, 1.4, 1.5, 1.6, 2.1, 2.2 და 2.3 საშიშროების ნიშნის მქონე სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას );

ზ) სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის თითოეული წევრისათვის :

ზ.ა) ამრეკლი ჟილეტი (მაგ . EN 471:2003 + A1:2007 სტანდარტში აღწერილი ჟილეტი ) ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის ;

ზ ბ) გადასატანი სანათი ხელსაწყო ;

ზ.გ) დამცავი ხელთათმანების წყვილი ;

ზ.დ) თვალების დამცავი საშუალება (მაგ . დამცავი სათვალეები).

თ) ზოგიერთი კლასებისათვის საჭირო დამატებითი აღჭურვილობა :

თ.ა) ამ რეგლამენტის დანართი №8-ით გათვალისწინებული №2.3 ან №6.1 საშიშროების ნიშნების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებიდან ავარიულად გამოსვლისათვის საჭირო ნიღაბი სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის თითოეული წევრისათვის ;

თ.ბ) ნიჩაბი (სავალდებულოა მხოლოდ ამ რეგლამენტის დანართი №8-ით გათვალისწინებული №3, 4.1, 4.3, 8 და 9 საშიშროების ნიშნების მქონე მყარი ნივთიერებისა და სითხეებისათვის );

თ.გ) სადრენაჟო დამჭერი ;

თ.დ) შესაგროვებელი კონტეინერი .

 

მუხლი 11. სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მათ გაიარეს მოსამზადებელი კურსი და ჩააბარეს სპეციალური მოთხოვნების ცოდნის გამოცდა, რომელიც უნდა იქნეს შესრულებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას. მომზადება ტარდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საბაზო კურსისა და მომზადების სპეციალიზებული კურსების სახით.

2. შესაბამისი სწავლების კურსის დასრულებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მძღოლზე სააგენტოს მიერ გაიცემა ADR-ის მოწმობა მძღოლის მომზადების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესითა და ფორმით.

3. პირები , რომელთა მოვალეობები უკავშირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვას , ვალდებულნი არიან თავისი მოვალეობებისა და ფუნქციების შესაბამისად გაიარონ მომზადება ამგვარი ტვირთების გადაზიდვის მარეგულირებელ მოთხოვნათა სფეროში . ეს მოთხოვნა ეხება გადამზიდველის (საწარმოს ) ან ტვირთგამგზავნის მიერ დაქირავებულ პირებს , სახიფათო ტვირთების დატვირთვის ან გადმოტვირთვის განმახორციელებელ მუშებს , სატრანსპორტო -საექსპედიტორო და სატვირთო სააგენტოების თანამშრომლებს , ასევე სახიფათო ტვირთების საავტომობილო გადაზიდვაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს , გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოწმობის მქონე მძღოლებისა .

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №162 – ვებგვერდი, 31.03.2022წ.

 

მუხლი 12. მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის მიმართ განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დაშვებისათვის

1. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დაშვების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების ელექტრომოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ზოგადი დებულებები:

ა.ა) ელექტრომოწყობილობა უნდა იყოს კონსტრუირებული, დამზადებული და დაცული ისე, რომ მასში არ წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი აალება ან მოკლე ჩართვა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებში;

ა.ბ) მთლიანად ელექტრომოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტის „ბ-ი“ ქვეპუნქტების დებულებებს ამ რეგლამენტის №10 დანართში მითითებული ცხრილის შესაბამისად.

ბ) ელექტროგაყვანილობა:

ბ.ა) სადენები:

ბ.ა.ა) სადენებში გამავალი დენის ძალა არ უნდა აღემატებოდეს სადენისათვის გათვალისწინებულ დენის მაქსიმალურ ძალას. სადენები სათანადოდ უნდა იყოს იზოლირებული;

ბ.ა.ბ) სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისას, სადენებმა უნდა გაუძლონ ტემპერატურული დიაპაზონისა და წყალმედეგობის პირობებს ISO 16750-4:2010 და ISO 16750-5:2010 სტანდარტების შესაბამისად;

ბ.ა.გ) სადენები უნდა შეესაბამებოდეს ISO 6722-1:2011 + Cor 01:2012 ან ISO 6722-2:2013 სტანდარტების მოთხოვნებს;

ბ.ა.დ) სადენები უნდა იქნეს საიმედოდ დამაგრებული და დაცული მექანიკური და თერმული ზემოქმედებისგან.

ბ.ბ) დამატებითი დაცვა:

ბ.ბ.ა) მძღოლის კაბინის უკან და მისაბმელებზე განთავსებული სადენები დამატებით უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ დარტყმისა ან დეფორმაციის შემთხვევაში არ წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი აალება ან მოკლე ჩართვა და ეს საშიშროება დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე;

ბ.ბ.ბ) დამატებითი დაცვა უნდა იყოს გამოსადეგი სატრანსპორტო საშუალების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში;

ბ.ბ.გ) დამატებითი დაცვა პასუხობს სათანადო მოთხოვნებს ISO 14572: 2011 სტანდარტის შესაბამისი მრავალძარღვიანი სადენების გამოყენების შემთხვევაში.

გ) დნობადი მცველები და ავტომატური ამომრთველები:

გ.ა) ყველა ელექტრული წრედი უნდა იყოს დაცული დნობადი მცველებით ან ავტომატური ამომრთველებით, გარდა წრედების, რომლებიც აერთიანებენ:

გ.ა.ა) აკუმულატორთა ბატარეას ძრავას ცივი ამუშავების სისტემასთან;

გ.ა.ბ) აკუმულატორთა ბატარეას გენერატორთან;

გ.ა.გ) გენერატორს, დნობადი მცველების ან ამომრთველების ბლოკთან;

გ.ა.დ) აკუმულატორთა ბატარეას სტარტერთან;

გ.ა.ე) აკუმულატორთა ბატარეის ცვეთამედეგი სამუხრუჭო მექანიზმის ჩართვის სისტემის კორპუსთან, თუ ეს სისტემა ელექტრული ან ელექტრომაგნიტურია;

გ.ა.ვ) აკუმულატორთა ბატარეის ურიკას ბალანსირის ღერძის ამწე ელექტრომექანიზმთან.

გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა.ა“ – „გ.ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაუცველი ელექტრული წრედები უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე;

დ) აკუმულატორთა ბატარეა:

დ.ა) აკუმულატორთა ბატარეას კლემები უნდა იყოს ელექტროიზოლირებული ან დახურული საიზოლაციო ხუფით;

დ.ბ) აკუმულატორთა ბატარეა, რომელმაც შეიძლება გამოყოს აალებადი გაზი და რომელიც განთავსებულია ძრავის კაპოტის ქვეშ, უნდა იყოს დამონტაჟებული ვენტილირებად ყუთში.

ე) განათება:

დაუშვებელია კუთხვილიანი ცოკოლების მქონე სინათლის წყაროების გამოყენება;

ვ) ავტოსტრანსპორტო საშუალებებსა და მისაბმელებს შორის ელექტროშეერთებები:

ვ.ა) ელექტროშეერთებები უნდა იყოს დამონტაჟებული ისე, რომ გამოირიცხოს:

ვ.ა.ა) ჭუჭყისა და ტენის შეღწევა (შეერთებულ ნაწილებს უნდა ჰქონდეს როგორც მინიმუმ IP54 დაცვის ხარისხი, საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) 60529 სტანდარტის შესაბამისად);

ვ.ა.ბ) შემთხვევითი განრთვის შესაძლებლობა (შეერთებები უნდა შეესაბამებოდეს ISO 4091: 2003 სტანდარტის 5.6 პუნქტის მოთხოვნებს);

ვ.ბ) ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები ითვლება დაცულად, თუ:

ვ.ბ.ა) გამოიყენება კონკრეტული მიზნებისათვის განკუთვნილი სტანდარტიზებული შეერთებები ISO 12098:2004, ISO 7638:2003, EN 15207:2014 ან ISO 25981:2008 სტანდარტების შესაბამისად;

ვ.ბ.ბ) ელექტროშეერთება წარმოადგენს ავტომატური გადასაბმელი მოწყობილობის ნაწილს (იხ. გაეროს ეეკ №55 წესები (ერთგვაროვანი მითითებები სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობების გადასაბმელი მოწყობილობების მექანიკური დეტალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებით));

ვ.გ) სხვა მიზნებისთვის ელექტროშეერთებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამებიან ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

ზ) ძაბვა:

ზ.ა) ნომინალური ძაბვა ელექტროსისტემაში არ უნდა აღემატებოდეს 25 V-ს ცვლადი დენის წრედში, ან 60 V-ს მუდმივი დენის წრედში;

ზ.ბ) უფრო მაღალი ძაბვა დასაშვებია ელექტროსისტემის გალვანურ იზოლირებულ იმ ნაწილებში, რომლებიც დაშორებულია სატვირთო განყოფილების გარე ნაწილიდან ან ავზიდან მინიმუმ 0,5 მ-ით;

ზ.გ) გარდა ამისა, სისტემები, რომლებიც მუშაობენ მაღალი ძაბვის პირობებში (1 000 V-ზე მეტი ცვლადი დენის წრედში, ან 1 500 V-ზე მეტი მუდმივი დენის წრედში), უნდა იქნეს მოთავსებული დახურულ კორპუსში;

ზ.დ) ქსენონის ნათურების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან აღჭურვილი ინტეგრირებული სტარტერით.

თ) ბატარეის მთავარი ამომრთველი:

თ.ა) ელექტრული წრედების განრთვის ამომრთველი უნდა იყოს განთავსებული იმდენად ახლოს ბატარეასთან, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია. ერთპოლუსიანი ამომრთველის გამოყენების შემთხვევაში ის უნდა იყოს დამონტაჟებული კვების სადენზე, და არა დამიწების სადენზე;

თ.ბ) ამომრთველის მართვის მოწყობილობა უნდა იყოს დამონტაჟებული მძღოლის კაბინაში. ის უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი მძღოლისთვის და მასზე უნდა იყოს მკვეთრი მარკირება. ის უნდა იყოს დაცული შემთხვევითი ამოქმედებისაგან დამცავი გარსაცმით, ორმაგი ამომრთველით ან სხვა შესაბამისი მეთოდით. შეიძლება დამონტაჟდეს მართვის დამატებითი მოწყობილობები, თუ მათზე წარმოდგენილია მკვეთრი მარკირება და დაცულია შემთხვევითი ამოქმედებისაგან. თუ ამომრთველის მართვის მოწყობილობას (მოწყობილობებს) აქვს ელექტროამძრავი, მართვის მოწყობილობის (მოწყობილობების) წრედები უნდა პასუხობდეს ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს;

თ.გ) ამომრთველმა უნდა გაწყვიტოს წრედი მართვის მოწყობილობის აქტივაციიდან 10 წამის განმავლობაში;

თ.დ) ამომრთველს უნდა ჰქონდეს გარსაცმი IP65 დაცვის ხარისხით IEC 60529 სტანდარტის შესაბამისად;

თ.ე) კაბელების გადამრთველთან შეერთების კონტაქტებს უნდა ჰქონდეს IP54 დაცვის ხარისხი საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის 60529 სტანდარტის შესაბამისად. თუმცა ეს საჭირო არ არის, თუ მოცემული კონტაქტები არის გარსაცმში, რომელიც შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ბატარეის ყუთის სახით. ამ შემთხვევაში საკმარისია კონტაქტების იზოლირება მოკლე ჩართვისგან დასაცავად, მაგალითად, რეზინის ხუფის გამოყენებით;

ი) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის ნაწილები:

ი.ა) ელექტრომოწყობილობის ნაწილები, მათ შორის შემაერთებელი სადენები, რომლებიც უნდა იყოს ძაბვის ქვეშ ბატარეის მთავარი ამომრთველის განრთული კონტაქტების შემთხვევაში, უნდა იყოს გათვლილი სახიფათო ზონებში გამოყენებაზე. ასეთი აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის 60079 სტანდარტის 0 და მე-14 ნაწილების საერთო მოთხოვნებს, ასევე აღნიშნული სტანდარტის 1-ლი, მე-2, მე-5, მე-6, მე-7, მე-11, მე-15 ან მე-18 ნაწილების დამატებით მოთხოვნებს;

ი.ბ) საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის 60079 სტანდარტის მე-14 პუნქტის სარგებლობისას გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:

ი.ბ.ა) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობა, მათ შორის შემაერთებელი სადენები, რომლებიც არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, უნდა შეესაბამებოდეს მთლიანად პირველ ზონაში არსებულ ელექტრომოწყობილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ან მძღოლის კაბინაში განთავსებულ მეორე ზონაში არსებულ ელექტრომოწყობილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. უნდა იქნეს შესრულებული მოთხოვნები IIC აფეთქებასაფრთხიან ჯგუფთან, T6 ტემპერატურულ კლასთან დაკავშირებით;

ი.ბ.ბ) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია ისეთ გარემოში, სადაც ამ გარემოში განთავსებული არაელექტრომოწყობილობის მუშაობით გამოწვეული ტემპერატურა აღემატება T6 კლასის ზღვრულ ტემპერატურას, სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს T4 ტემპერატურულ კლასს.

ი.გ) მუდმივად ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის კვების სადენები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის 60079 სტანდარტის მე-7 ნაწილის მოთხოვნებს („მომატებული უსაფრთხოება“) და იყოს დაცული მცველით ან წრედის ავტომატური ამომრთველით, რომელიც დამონტაჟებულია რაც შეიძლება ახლოს ენერგიის წყაროსთან, ან ”ნაპერწკალუსაფრთხო მოწყობილობის” შემთხვევაში, უნდა იყოს დაცული დამცავი ბარიერით, რომელიც დამონტაჟებულია რაც შეიძლება ახლოს ენერგიის წყაროსთან;

ი.დ) აკუმულატორთა ბატარეის მთავარ ამომრთველთან შემოვლითი შეერთებები, რომელიც უნდა იყოს ძაბვის ქვეშ აკუმულატორთა ბატარეის მთავარი ამომამრთველის განრთული კონტაქტების შემთხვევაში, უნდა იყოს დაცული გადახურებისგან შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, მაგალითად, დნობადი მცველი, ავტომატური ამომრთველი ან დამცავი ბარიერი (დენის შემზღუდველი).

2. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დაშვების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სახიფათო ტვირთების გადასაზიდად გამოსაყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მისაბმელები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (გაეროს ეეკ) № 13 წესების (M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები დამუხრუჭებასთან მიმართებაში) ტექნიკურ მოთხოვნებს, მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნები გამოიყენება ყველა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, რომლებიც არიან პირველად რეგისტრირებული (ან, თუ რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, პირველად არის შემოღებული ექსპლუატაციაში) 1997 წლის 30 ივნისიდან;

ბ) EX/II, EX/III, FL და AT ტიპის სატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს გაეროს ეეკ № 13 წესების მე-5 დანართის მოთხოვნებს.

3. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დაშვების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაში ხანძრის წარმოშობის საშიშროების აცილების მიზნით დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ზოგადი დებულებები:

ამ პუნქტში აღნიშნული ტექნიკური დებულებები გამოიყენება ამ რეგლამენტის №10 დანართში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.

ბ) საწვავის ავზები და ბალონები

სატრანსპორტო საშუალების ძრავში საწვავის მისაწოდებელი ავზები და ბალონები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხვნებს:

ბ.ა) გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ნებისმიერი გაჟონვის შემთხვევაში, თხევადი საწვავი ან აირის საწვავის თხევადი ფაზა უნდა დაიღვაროს მიწაზე, სატრანსპორტო საშუალების გაცხელებულ ნაწილებზე ან ტვირთზე მოხვედრის გარეშე;

ბ.ბ) საწვავის ავზები თხევადი საწვავისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ გაეროს ეეკ №34 წესების (სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირეული ერთგვაროვანი მითითებები ხანძრის წარმოშობის საშიშროების აცილებასთან მიმართებაში) გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბენზინის საწვავის ავზი უნდა იყოს აღჭურვილი ეფექტური ალსაჭერით, რომელიც იცავს ჩამოსასხმელი ყელის ნახვრეტს, ან ავზის ყელის ჰერმეტულად ჩამკეტი მოწყობილობით. საწვავის ავზები და ბალონები შეკუმშული ბუნებრივი აირის (CNG-compressed natural gas) და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG-liquefied natural gas) ძრავებისათვის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდნენ გაეროს ეეკ №110 წესების შესაბამის მოთხოვნებს. საწვავის ავზები გათხევადებული ნავთობის აირისათვის (LPG-liquefied petroleum gas) უნდა აკმაყოფილებდნენ გაეროს ეეკ №67 შესაბამის მოთხოვნებს;

ბ.გ) აირადი საწვავის შემცველი ავზების წნევის დასაწევი მოწყობილობების ან/და მცველი სარქველების გამოსაშვები ხვრელ(ებ)ი უნდა იყოს დაშორებული ჰაერშემწოვ სისტემებისაგან, საწვავის ავზისაგან, ტვირთისაგან, სატრანსპორტო საშუალების გაცხელებულ ნაწილებისაგან და გამოდინებულმა აირმა არ უნდა შეაღწიოს სატრანსპორტო საშუალების ჩაკეტილ სივრცეებში, სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, გარე ჰაერშემწოვ სისტემაში (მაგ. ჰაერის კონდიცირების სისტემაში), ძრავის ჰაერსაკრებ ან აირების გამომშვებ სისტემებში. საწვავის სისტემის მილები არ უნდა მაგრდებოდეს ტვირთის შემცველ კორპუსებზე;

გ) ძრავა

სატრანსპორტო საშუალების ძრავა უნდა იყოს აღჭურვილი და განთავსებული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გაცხელების ან აალების საშიშროება. CNG-ს და LNG-ს საწვავის სახით გამოყენება დასაშვებია, თუ მათთვის დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობები ოფიციალურად დამტკიცებულია გაეროს ეეკ №110 წესების შესაბამისად და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სატრანსპორტო საშუალებაზე მათი მონტაჟი უნდა შეესაბამებოდეს გაეროს ეეკ №110 წესების და ამ მუხლის მე-2 პუნქტის ტექნიკურ მოთხოვნებს. LPG-ს საწვავის სახით გამოყენება დასაშვებია, თუ მათთვის დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობები ოფიციალურად დამტკიცებულია გაეროს ეეკ №67 წესების შესაბამისად და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სატრანსპორტო საშუალებაზე მათი მონტაჟი უნდა შეესაბამებოდეს გაეროს ეეკ №67 წესების და ამ მუხლის მე-2 პუნქტის ტექნიკურ მოთხოვნებს. EX/II და EX/III ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული ძრავა შეკუმშვისგან აალებადობით, მხოლოდ თხევადი საწვავის გამოყენებით აფეთქების ტემპერატურით 55 °C-ზე ზემოთ. აირების გამოყენება დაუშვებელია;

დ) გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა

გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა (გამოსაშვები მილების ჩათვლით) უნდა იყოს განთავსებული ან დაცული ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გაცხელების ან აალების საშიშროება. უშუალოდ საწვავის ავზის ქვეშ (დიზელის საწვავის შემთხვევაში) განთავსებული გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემის ნაწილები უნდა იყოს დაშორებული მისგან მინიმუმ 100 მმ ან დაცული ავზისგან სითბოს მცველი ეკრანით;

ე) სატრანსპორტო საშუალების ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემა

ე.ა) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია მაღალი ტემპერატურის გამომყოფი ცვეთამედეგი სამუხრუჭო სისტემით, რომელიც განთავსებულია მძღოლის კაბინის უკანა კედლის მიღმა, უნდა იყოს აღჭურვილი საიმედოდ დამაგრებული სითბოს მცველი ეკრანით, დამონტაჟებული ამ სისტემას და საწვავის ავზსა ან ტვირთს შორის ისე, რომ არ მოხდეს ავზის კედლის ან ტვირთის რაიმე სახით, თუნდაც ადგილობრივი გაცხელება;

ე.ბ) ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სითბოს მცველი ეკრანი უნდა იცავდეს სამუხრუჭო სისტემას გადასაზიდი ტვირთის ნებისმიერი, მათ შორის ავარიული, გაჟონვისგან ან ამოვარდნისგან (მაგალითად: დამაკმაყოფილებლად ითვლება ორმაგი გარსის ეკრანით უზრუნველყოფილი დაცვა).

ვ) საწვავით გამათბობლები:

ვ.ა) საწვავით გამათბობლები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს ეეკ №122 წესების (M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები მათი გათბობის სისტემებთან მიმართებაში) შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებს, მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე ამ პუნქტის „ვ.ბ-ვ.ვ“ ქვეპუნქტების მოქმედ მოთხოვნებს ამ რეგლამენტის №10 დანართში მითითებული ცხრილის შესაბამისად;

ვ.ბ) საწვავით გამათბობლები და გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა უნდა იყოს კონსტრუირებული, განთავსებული, დაცული ან იზოლირებული საფარით ისე, რომ ტვირთს არ შეექმნას გაცხელების ან აალების საშიშროება. ეს მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება, თუ საწვავის ავზი და გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემა აკმაყოფილებს სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებისთვის და გამონაბოლქვი აირების გამოშვების სისტემისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში დადგენილ მოთხოვნებს;

ვ.გ) საწვავით გამათბობლების გამორთვა უნდა მოხდეს სულ მცირე შემდეგ შემთხვევებში:

ვ.გ.ა) მძღოლის კაბინიდან განზრახ ხელით გამორთვა;

ვ.გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებების ძრავის გამორთვა, ამ შემთხვევაში გამათბობელი შეიძლება ხელახლა ჩაირთოს ხელით მძღოლის მიერ;

ვ.გ.გ) სატრანსპორტო საშუალებაზე გადასაზიდი სახიფათო ტვირთებისთვის საკვები ტუმბოს ჩართვისას;

ვ.დ) დაიშვება საწვავით გამათბობლების მუშაობა ინერციის რეჟიმში მათი გამორთვის შემდეგ. ამ პუნქტის „ვ.გ.ბ“ და „ვ.გ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში წვის კამერაში ჰაერის მიწოდება უნდა შეწყდეს სათანადო საშუალებების გამოყენებით არაუმეტეს 40 წამის ხანგრძლივობით ინერციის რეჟიმში მუშაობის ციკლის შემდეგ. უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ისეთი საწვავის გამათბობლები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ თბოგადამცემი უძლებს 40 წამის ხანგრძლივობით ინერციის რეჟიმში მუშაობის შემოკლებულ ციკლს ამ ხელსაწყოების ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პერიოდში;

ვ.ე) საწვავით გამათბობლების ჩართვა უნდა განხორციელდეს ხელით. პროგრამირების მოწყობილობების გამოყენება დაუშვებელია;

ვ.ვ) აირისებრ საწვავზე მომუშავე საწვავით გამათბობლების გამოყენება დაუშვებელია.

4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დაშვების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) 3,5 ტონაზე მეტი მაქსიმალური მასის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები ხისტ ჩარჩოზე და ნახევარმისაბმელების საწევარები) უნდა იყოს აღჭურვილი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით გაეროს ეეკ №89 წესების (შეტანილი შესწორებების გათვალისწინებით) შესაბამისად. ეს მოწყობილობა უნდა იყოს დარეგულირებული ისე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ აღემატებოდეს 90 კმ/სთ;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები (გაეროს ეეკ №89 წესების შესაბამისად) გამოიყენება 12 ტ მეტი მაქსიმალური მასის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, რომლებიც არიან პირველად რეგისტრირებული 1987 წლის 31 დეკემბრიდან და 3,5 ტ მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტ მაქსიმალური მასის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, რომლებიც არის პირველად რეგისტრირებული 2007 წლის 31 დეკემბრიდან.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადასაბმელი მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს ეეკ №55 წესების (ერთგვაროვანი მითითებები სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობების გადასაბმელი მოწყობილობების მექანიკური დეტალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებით) ტექნიკურ მოთხოვნებს, მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.

6. საწვავთან დაკავშირებული სხვა რისკების პრევენცია

გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ძრავებისათვის საწვავმიმწოდი სისტემა უნდა იქნეს აღჭურვილი და განლაგებული ისე, რომ რომ ტვირთი დაცული იყოს აირის გაგრილების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საფრთხისაგან.

7. დამატებითი მოთხოვნები

სახიფათო ტვირთების შეფუთვებში ან დაყრით გადასაზიდად და რეგულირებადი ტემპერატურის პირობებში ნივთიერებების გადასაზიდად განკუთვნილ სრულად ან დასრულებულად დაკომპლექტებულ სატრანსპორტო საშუალებებთან, დამონტაჟებულ ცისტერნებთან (ავტოცისტერნებთან), სატრანსპორტო საშუალება-ბატარეებსა და სრულად ან დასრულებულად დაკომპლექტებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც გამოიყენება სახიფათო ტვირთების გადასაზიდად 1მ3-ზე მეტი მოცულობის სახსნელი ცისტერნებით ან 3მ3-ზე მეტი მოცულობის კონტეინერ-ცისტერნებით, გადასატანი ცისტერნებითა ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერებით, აგრეთვე სრულად ან დასრულებულად დაკომპლექტებულ ფეთქებადი ნივთიერებების მობილურ დანადგართან (MEMU) დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები მოყვანილია ADR-ის 9.3-9.8 თავებში.

 

მუხლი 13. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობის გაცემის პირობები და ვადები

1. დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე გაიცემა მხოლოდ EX/II, EX/III, FL და AT და MEMU-ს ტიპის სატრანსპორტო საშუალებებებზე .

2. EX/II, EX/III, FL და AT და MEMU-ს ტიპის სატრანსპორტო საშუალებები , რომლებიც გამოიყენება განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე , უნდა აკმაყოფილებდნენ ამ რეგლამენტის მე -12 მუხლის მოთხოვნებს ამ რეგლამენტის №10 დანართში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად .

3. სატრანსპორტო საშუალებების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებენ აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრები .

4. სატრანსპორტო საშუალება შესაძლებელია ეკუთვნოდეს ერთ ან რამდენიმე ტიპს (EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU).

5. სატრანსპორტო საშუალებაზე , რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს , ინსპექტირების ცენტრების მიერ გაიცემა შესაბამისობის შეფასების ოქმი განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დასაშვებად ამ რეგლამენტის №11 დანართში მოყვანილი ფორმის მიხედვით .

6. განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის მისაღებად , განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება , რომელსაც თან უნდა დაერთოს :

ა ) განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად სატრანსპორტო საშუალების შეფასების ოქმის დედანი ;

ბ ) სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დამადასტურებელი ინსპექტირების ანგარიში ;

გ ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;

დ ) სატრანსპორტო საშუალების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;

7. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ რეგლამენტის , ADR-ის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან .

8. განცხადებისა და თანდართული საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში , სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს შესაბამის ხარვეზზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები ), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი და წარმოადგინოს ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით .

9. სააგენტო ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზას, განიხილავს მის შედეგებს და დადგენილი წესით ღებულობს გადაწყვეტილებას დაშვების მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე .

10. დაშვების მოწმობის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში , ივსება ამ რეგლამენტით დადგენილი ფორმის დაშვების მოწმობა (დანართი №7), რეგისტრირდება უწყებრივ რეესტრში და გაიცემა განმცხადებელზე . მათი ასლები ინახება სააგენტოში . ამასთან , ამ პუნქტით გათვალისწინებული დაშვების მოწმობაში და ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისობის შეფასების ოქმში , ცისტერნის კოდი უნდა პასუხობდეს ამ რეგლამენტის დანართი №13 და დანართი №14 გათვალისწინებულ პირობებს .

11. განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა გაიცემა მათი სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად შესაბამისობის შეფასების ჩატარების თარიღიდან 12 თვის ვადით . დაშვების მოწმობა მოქმედია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის მოქმედების ვადაში .

 

დანართი №1

 

ერთსა და იმავე სატრანსპორტო კატეგორიას მიკუთვნებული სახიფათო ტვირთების

მაქსიმალური საერთო ოდენობა, რომელთა გადაზიდვა შესაძლებელია შეფუთვების სახით

ერთ სატრანსპორტო ერთეულში წინამდებარე რეგლამენტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში

მოყვანილი ADR-ის დებულებების გამოყენების გარეშე

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690893488188 {width:504.0pt;mso-cellspacing:0cm;margin-left:.75pt;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }სატრანსპორტო კატეგორია

ნივთიერებები ან ნაკეთობები

შეფუთვის ჯგუფი ანკლასიფიკაციის კოდი/ჯგუფი ან გაეროს №

მაქსიმალური საერთო ოდენობა ერთ სატრანსპორტო ერთეულზე

 

1

2

3

 

0

კლასი 1:

კლასი 3:

კლასი 4.2

კლასი 4.3:

 

კლასი 5.1:

კლასი 6.1:

კლასი 6.2:

კლასი 7:

კლასი 8:

კლასი 9:

 

1.1A/1.1L/1.2L/1.3Lდა გაეროს №0190

გაეროს №3343

I შეფუთვის ჯგუფს განკუთვნილი ნივთიერებები

გაეროს № 1183,1242, 1295, 1340, 1390, 1403, 1928, 2813, 2965, 2968, 2988, 3129, 3130, 3131,3134, 3148, 3396, 3398 და 3399

გაეროს № 2426

გაეროს №1051,1600, 1613, 1614, 2312, 3250 და 3294

გაეროს № 2814 და2900

გაეროს №2912-დან 2919-მდე, 2977, 2978 და 3321-დან 3333-მდე

გაეროს № 2215 (მალეინის ანჰიდრიდი, მდნარი)

გაეროს № 2315,3151, 3152 და 3432 და აღნიშნული ნივთიერებებისა და ნარევების შემცველი ნაკეთობები, ასევე ცარიელი, გაუწმენდავი ტარა, გარდა გაეროს №2908 ტარისა,რომელიც შეიცავს აღნიშნულ სატრანსპორტო კატეგორიაში კლასიფიცირებულ ნივთიერებებს.

0

 

1

I შეფუთვის ჯგუფში შემავალი ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული„0“ სატრანსპორტო კატეგორიაში,აგრეთვე შემდეგი კლასის ნივთიერებები და ნაკეთობები:

20

 

კლასი 1:

კლასი 2:

 

კლასი 4.1:

კლასი 5.2:

1.1B-დან1.1J-მდეა/1.2B-დან 1.2J-მდე/1.3C/1.3G/1.3H/1.3J/1.5Dა

ჯგუფები T, TCა,TO, TF, TOCა და TFC.

აეროზოლები:ჯგუფები C, CO, FC, T, TF, TC, TO, TFC და TOC

წნევის ქვეშმყოფი ქიმიური ნივთიერებები:

გაეროს № 3502,3503, 3504 და 3505

გაეროს №3221-დან 3224-მდე, 3231-დან 3240-მდე, 3533 და 3534

გაეროს №3101-დან 3104-მდე და 3111-დან 3120-მდე.

 

2

II შეფუთვის ჯგუფში შემავალი ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული„0“, „1“ ან „4“ სატრანსპორტო კატეგორიებში,აგრეთვე შემდეგი კლასის ნივთიერებები და ნაკეთობები:

333

 

კლასი 1:

კლასი 2:

 

კლასი 4.1:

კლასი 4.3:

კლასი 5.1:

კლასი 5.2:

კლასი 6.1:

 

კლასი 9:

1.4B-დან 1.4G-მდედა 1.6N

ჯგუფი F

აეროზოლები:ჯგუფი F

წნევის ქვეშმყოფი ქიმიური ნივთიერებები: გაეროს №3501

გაეროს №3225-დან 3230-მდე, 3531 და 3532

გაეროს № 3292

გაეროს № 3356

გაეროს №3105-დან 3110-მდე

გაეროს № 1700,2016 და 2017 და III შეფუთვის ჯგუფში შემავალი ნივთიერებები და ნაკეთობები

გაეროს №3090,3091, 3245, 3480 და 3481

 

3

III შეფუთვის ჯგუფში შემავალი ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებულიი„0“, „2“ ან „4“ სატრანსპორტო კატეგორიებში,აგრეთვე შემდეგი კლასის ნივთიერებები და ნაკეთობები:

1 000

 

კლასი 2:

 

კლასი 3:

კლასი 4.3:

კლასი 8:

კლასი 9:

ჯგუფები A და O

აეროზოლები:ჯგუფები A და O

წნევის ქვეშმყოფი ქიმიური ნივთიერებები: გაეროს №3500

გაეროს №3473

გაეროს № 3476

გაეროს № 2794,2795, 2800, 3028, 3477 და 3506

გაეროს №2990 და3072

 

4

კლასი 1:

კლასი 4.1:

კლასი 4.2:

კლასი 7:

კლასი 9:

1.4S

გაეროს №1331,1345, 1944, 1945, 2254 და 2623

გაეროს № 1361 და1362, შეფუთვის ჯგუფი III

გაეროს №2908-დან2911-მდე

გაეროს №3268,3499, 3508 და 3509,შეუზღუდავი

 

და ცარიელი,გაუწმენდავი, სახიფათო ტვირთის შემცველი ტარა, გარდა 0 სატრანსპორტო კატეგორიაში კლასიფიცირებული ტვირთებისა.

 

ა გაეროს №0081, 0082, 0084, 0241, 0331, 0332, 0482, 1005 და 1017 დაკავშირებით, ერთ სატრანსპორტო ერთეულზე მაქსიმალური საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს 50 კგ-ს.

ზემოაღნიშნულ ცხრილში, „ერთ სატრანსპორტო ერთეულზე მაქსიმალური საერთო რაოდენობა“ ნიშნავს:

- ნაკეთობების შემთხვევაში – საერთო მასა კილოგრამებში (I კლასის ნაკეთობების შემთხვევაში – ფეთქებადი ნოვთიერებების წმინდა მასას კილოგრამებში;

- მექანიზმებსა და მოწყობილობებში წარმოდგენილი სახიფათო ტვირთების შემთხვევაში, მასში შემავალი სახიფათო ტვირთების საერთო რაოდენობას კილოგრამებსა თუ ლიტრებში, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე);

- მყარი ნივთიერებების, თხევადი აირების, გაყინული თხევადი აირებისა და გახსნილი აირების შემთხვევაში – წმინდა მასას კილოგრამებში;

- სითხეების შემთხვევაში სახიფათო ტვირთების საერთო რაოდენობას ლიტრებში;

- შეკუმშული აირების, ადსორბირებული აირებისა და წნევის ქვეშ მყოფი ქიმიური ნივთიერებების შემთხვევაში – ჭურჭლის წყლის ტევადობას ლიტრებში.

 

დანართი №2

 

პირველი კლასის ნივთიერებებისა და ნაკეთობების შეთავსებადობის ჯგუფები

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690893488191 {width:486.0pt;mso-cellspacing:0cm;margin-left:9.0pt;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }A

პირველადი ფეთქებადი ნივთიერებები

 

B

ნაკეთობები, რომლებიც შეიცავს პირველად ფეთქებად ნივთიერებებს და არ გააჩნიათ ორი ან მეტი ეფექტური დამცავი მოწყობილობები. აღნიშნულ ჯგუფში გათვალისწინებულია ზოგიერთი ისეთი ნაკეთობა, როგორიცაა დეტონატორები ასაფეთქებელი სამუშაოებისთვის, დეტონატორების კრებულები ასაფეთქებელი სამუშაოებისა და კაფსულა-მაალებელისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ შეიცავენ პირველად ფეთქებად ნივთიერებებს.

 

C

საწვავი ფეთქებადი ნივთიერება ან სხვა დეფლაგრირებული ფეთქებადი ნივთიერება ან ნაკეთობა, რომლებიც შეიცავენ აღნიშნულ ფეთქებად ნივთიერებას

 

D

მეორადი მადეტონირებელი ფეთქებადი ნივთიერება ან შავი ფხვნილი ან ნაკეთობა, რომელიც შეიცავს მეორად მადეტონირებელ ფეთქებად ნივთიერებას, ნებისმიერ შემთხვევაში არ გააჩნია ინიცირების საშუალებები თუ სატყორცნი მუხტი, ან პირველადი ფეთქებადი ნივთიერების შემცველი ნაკეთობა, რომელსაც გააჩნია ორი ან მეტი ეფექტური დამცავი მოწყობილობა

 

E

მეორადი მადეტონირებელი ფეთქებადი ნივთიერების შემცველი ნაკეთობა, ინიცირების საშუალების გარეშე, თუმცა სატყორცნი მუხტით (იმ მუხტის გარეშე, რომელიც შეიცავს ადვილაალებად სითხეს ან გელს ან თვითაალებად სითხეებს)

 

F

მეორადი მადეტონირებელი ფეთქებადი ნივთიერების შემცველი ნაკეთობა ინიცირების საკუთარ საშუალებებთან ერთად, სატყორცნი მუხტით (იმ მუხტის გარეშე, რომელიც შეიცავს ადვილაალებად სითხეს ან გელს ან თვითაალებად სითხეებს) ან სატყორცნი მუხტის გარეშე

 

G

პიროტექნიკური ნივთიერება ან პიროტექნიკური ნივთიერების შემცველი ნაკეთობა ან როგორც ფეთქებადი ნივთიერების, ასევე გამანათებელი, ამნთები, ცრემლსადენი ან კვამლწარმოქმნი ნივთიერებების შემცველი ნაკეთობა (გარდა წყალ-აქტივირებული ნაკეთობისა ან იმ ნაკეთობისა, რომელიც შეიცავს თეთრ ფოსფორს, ფოსფიდებს, პიროფორულ ნივთიერებას, ადვილაალებად სითხეს ან გელსა თუ თვითაალებად სითხეებს)

 

H

ნაკეთობა, რომელიც შეიცავს როგორც ფეთქებად ნივთიერებას, ასევე თეთრ ფოსფორს

 

J

ნაკეთობა, რომელიც შეიცავს როგორც ფეთქებად ნივთიერებას, ასევე ადვილაალებად სითხეს ან გელს

 

K

ნაკეთობა, რომელიც შეიცავს როგორც ფეთქებად ნივთიერებას, ასევე ტოქსიკურ ქიმიურ აგენტს

 

L

ფეთქებადი ნივთიერება ან ფეთქებადი ნივთიერების შემცველი ნაკეთობა, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ საშიშროებას (მაგალითად, წყლის აქტივირების გამო ან თვითაალებადი სითხეების, ფოსფიდების ან პიროფორული ნივთიერების არსებობის მიზეზით), რაც მოითხოვს ყოველი ტიპის იზოლირებას

 

N

ნაკეთობა, რომელიც შეიცავს ძირითადად უკიდურესად არამგრძნობიარე ნივთიერებებს

 

S

ნივთიერება ან ნაკეთობა, რომელიც შეფუთულია ან კონსტრუირებულია იმ სახით, რომ შემთხვევითი ამოქმედების შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი სახიფათო ეფექტი არ გაცდება შეფუთვის ფარგლებს, ხოლო ხანძრის შედეგად შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, აფეთქების ან გავრცელების ყველა ეფექტი შემოიფარგლება იმ მოცულობით, რომ არსებითად ხელი არ შეუშალოს ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას შეფუთვის უშუალო სიახლოვეში.

 

დანართი №3

 

შეთავსებადობის ცხრილი

საშიშროების სხვადასხვა ნიშნების მქონე სახიფათო ტვირთების ერთობლივი

დატვირთვისათვის

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690893488192 {width: 495.5pt; border-width: 1pt; border-color: windowtext; border-image: initial; margin: 0 auto !important; }საშიშროების ნიშნების №

1

1.4

1.5

1.6

2.1, 2.2, 2.3

3

4.1

4.1 +1

4.2

4.3

5.1

5.2

5.2 +1

6.1

6.2

7A, B, C

8

9

 

1

 

იხილეთ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 დანართი

 

d

 

b

 

1.4

a

a

a

 

a

a

a

a

 

a

a

a

a

a

b

c

 

1.5

 

b

 

1.6

 

b

 

2.1, 2.2, 2.3

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

3

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

4.1

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

4.1 +1

 

X

 

4.2

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

4.3

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

5.1

d

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

5.2

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

X

X

X

X

X

X

 

5.2 +1

 

X

X

 

6.1

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

6.2

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

7A, B, C

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

8

 

a

 

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

9

b

a

b

c

b

b

X

X

X

 

X

X

X

X

 

X

X

X

X

X

 

X ერთობლივი დატვირთვა დასაშვებია.

 

a დასაშვებია ერთობლივი დატვირთვა ნივთიერებებთან და ნაკეთობებთან კოდით 1.4S.

b დასაშვებია ერთობლივი დატვირთვა 1-ლი კლასის ტვირთისა და მე-9 კლასის სამაშველო საშუალებების (გაეროს №2990, 3072 და 3268).

c დასაშვებია ერთობლივი დატვირთვა 1,4 ქვეკლასის G შეთავსებადობის ჯგუფის დამცავი მოწყობილობების, პიროტექნიკისა (გაეროს №0503) და მე-9 კლასის დამცავი მოწყობილობების ელექტრული ინიცირებით (გაეროს №3268).

d დასაშვებია ბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერებების (გარდა გაეროს №0083 ბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერებისა, ტიპი C) და ამონიუმის ნიტრატის (გაეროს №1942 და 2067), ამონიუმის ნიტრატის ემულსიის ან სუსპენზიის ან გელის (გაეროს№3375), ასევე ტუტე ლითონების ნიტრატების და ტუტემიწა ლითონის ნიტრატების ერთობლივი დატვირთვა იმ პირობით, რომ ტვირთი მთლიანობაში განიხილება 1-ლი კლასის ბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერებების სახით საინფორმაციო ტაბლოების, გაყოფის, დაწყობის და მაქსიმალური დასაშვები დატვირთვის განსაზღვრის მიზნით. ტუტე ლითონების ნიტრატებს მიეკუთვნება ცეზიუმის ნიტრატი (გაეროს №1451),ლითიუმის ნიტრატი (გაეროს №2722), კალიუმის ნიტრატი (გაეროს № 1486), რუბიდიუმის ნიტრატი (გაეროს №1477) და ნატრიუმის ნიტრატი (გაეროს №1498). ტუტემიწა ლითონების ნიტრატებს მიეკუთვნება ბარიუმის ნიტრატი (გაეროს №1446), ბერილიუმის ნიტრატი (გაეროს № 2464),კალციუმის ნიტრატი (გაეროს №1454), მაგნიუმის ნიტრატი (გაეროს №1474) და სტრონციუმის ნიტრატი (გაეროს №1507).

 

დანართი №4

 

შეთავსებადობის ცხრილი

1 კლასის სახიფათო ტვირთების ერთობლივი დატვირთვისათვის

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690893488196 {null margin: 0 auto !important; }შეთავსება დობის ჯგუფი

A

B

C

D

E

F

G

H

J

L

N

S

 

A

X

 

B

 

X

 

a

 

X

 

C

 

X

X

X

 

X

 

b c

X

 

D

 

a

X

X

X

 

X

 

b c

X

 

E

 

X

X

X

 

X

 

b c

X

 

F

 

X

 

X

 

G

 

X

X

X

 

X

 

X

 

H

 

X

 

X

 

J

 

X

 

X

 

L

 

d

 

N

 

b c

b c

b c

 

b

X

 

S

 

X

X

X

X

X

X

X

X

 

X

X

 

X ერთობლივი დატვირთვა დასაშვებია.

 

a B შეთავსებადობის ჯგუფის ნაკეთობათა და D შეთავსებადობის ჯგუფის ნივთიერებათა და ნაკეთობათა შემცველი შეფუთვები შეიძლება დაიტვირთოს ერთად ერთ სატრანსპორტო საშუალებაში ან ერთ კონტეინერში იმ პირობით, თუ ისინი ეფექტურად იქნება დაშორებული ერთმანეთისგან ისე, რომ არ არსებობდეს დეტონაციის გადაცემის საშიშროება B შეთავსებადობის ჯგუფის ნაკეთობიდან D შეთავსებადობის ჯგუფის ნივთიერებებზე და ნაკეთობებზე. დაცილება მიიღება მაიზოლირებელი განყოფილებების გამოყენებით ან ფეთქებადი ნივთიერებების ან ნაკეთობების ამ ორი ტიპიდან ერთის მოთავსებით შეკავების სპეციალურ სისტემაში.

b N შეთავსებადობის ჯგუფის 1.6 ქვეკლასის სხვადასხვა ნაკეთობათა გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთად, როგორც N შეთავსებადობის ჯგუფის 1.6 ქვეკლასის ნაკეთობები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების გზით ან ანალოგიის მიხედვით დამტკიცებულია,რომ არ არსებობს დეტონაციური აფეთქების დამატებითი საშიშროება ამ ნაკეთობათა შორის გავლენით. წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე გამოიყენება საშიშროების 1.1 ქვეკლასის ნაკეთობებისთვის განსაზღვრული პირობები.

c თუ N შეთავსებადობის ჯგუფის ნაკეთობების გადაზიდვა ხდება C, D ან E შეთავსებადობის ჯგუფის ნივთიერებებთან ან ნაკეთობებთან ერთად, ითვლება, რომ N შეთავსებადობის ჯგუფის ნაკეთობებს გააჩნია D შეთავსებადობის ჯგუფის მახასიათებლები.

d L შეთავსებადობის ჯგუფის ნივთიერებებისა და ნაკეთობების შემცველი შეფუთვების დატვირთვა შეიძლება ერთ სატრანსპორტო საშუალებაში ან ერთ კონტეინერში შეთავსებადობის იმავე ჯგუფის იმავე ტიპის ნივთიერებების და ნაკეთობების შემცველ სხვაშეფუთვებთან ერთად.

 

დანართი №5

 

შეთანხმებულია:

 

1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)

 

2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)

 

მოქმედების ვადა

--------------------------- 200 წ.-დან

--------------------------- 200 წ.-მდე

 

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690893488201 {border-width: 1pt; border-color: windowtext; border-image: initial; margin: 0 auto !important; }ტვირთის დასახელება

 

ტვირთის კლასი

 

გაეროს სიის მიხედვით

ნივთიერების საიდენტიფიკაციო ნომერი

 

ტვირთის საერთო წონა ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ------------------ ტონა.

იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, რომლებსაც ერთდროულად გადააქვთ ტვირთი -------------------- ერთეული.

 

მოძრაობის განსაკუთრებული პირობები

--------------------------------------------------------

1. დასაშვები სიჩქარე ----------------------------------

2. დაცვა (მთლიან მარშრუტზე, ცალკეულ უბნებზე, არ არის საჭირო) *

3. გაცილება (მთლიან მარშრუტზე, ცალკეულ უბნებზე, არ არის საჭირო) *

4. მოძრაობა ღამით (ნებადართულია, აკრძალულია) *

5. მოძრაობა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში: ნისლი, თოვლი, წვიმა,ქარბუქი . . . (ნებადართულია, აკრძალულია) *

შენიშვნა: * (საჭიროს ხაზი გაესვას)

 

(გადაზიდვის მარშრუტის უკანა მხარე)

 

მოძრაობის მარშრუტი

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690893488203 {border-width: 1pt; border-color: windowtext; border-image: initial; margin: 0 auto !important; }1.

ტვირთგამგზავნის მისამართი, ტელეფონი

 

2.

ტვირთმიმღების მისამართი, ტელეფონი

 

3.

ქუჩებისა და დასახლებულიპუნქტების დასახელება

 

4.

დაუსახლებელი პუნქტების ჩამონათვალი

 

5.

იმ შუალედური პუნქტების მისამართები,სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ჩაბარდეს ტვირთი

 

6.

მარშრუტზე განლაგებულისაპატრულო პოლიციის საგუშაგოების და საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი და ა.შ.).

 

7.

დგომის ადგილი

 

8.

საწვავით გამართვის ადგილი

 

9.

გზის საშიში მონაკვეთი

 

გადამზიდველი -----------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი ------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

შენიშვნა: სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტს შეიმუშავებს და ათანხმებს შესაბამის ორგანოსთან გადამზიდველი.

 

დანართი №6

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690893488206 {border: none; margin: 0 auto !important; }ADR-ით გათვალისწინებული წერილობითი ინსტრუქციები

 

ავარიისა და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მისაღები საჭირო ღონისძიებები

 

ავარიის ან საგანგებო სიტუაციისას, რაც შეიძლება მოხდეს ან შეიქმნას გადაზიდვების დროს, სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრებმა, სადაც ეს იქნება უსაფრთხო და შესაძლებელი, უნდა განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

– მოიყვანონ მოქმედებაში სამუხრუჭო სისტემა, გამორთონ ძრავი და მთავარი გამომრთველით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათიშონ ქსელიდან აკუმულატორთა ბატარეა;

– მოერიდონ აალების წყაროს, კერძოდ, არ მოსწიონ, არ მოიხმარონ ელექტრო სიგარეტი ან მსგავსი მოწყობილობა და არ ჩართონ რომელიმე ელექტროხელსაწყო;

– მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის საავარიო სამსახურს, შეატყობინონ მათ რაც შეიძლება მეტი დაწვრილებითი ინფორმაცია ინციდენტის ან ავარიის და შესაბამისი ნივთიერების შესახებ;

– ჩაიცვან ამრეკლი ჟილეტები და დააყენონ მაფრთხილებელი ნიშნები;

– მზადყოფნაში იქონიონ სატრანსპორტო დოკუმენტაცია ადგილზე მისული საავარიო სამსახურის თანამშრომლებისთვის;

– არ დააბიჯონ და არ შეეხონ დაღვრილ/დაყრილ ნივთიერებებს ასევე დადგნენ განიავებად მხარეს, არ ჩაისუნთქონ გაზები, კვამლი, მტვერი და ორთქლი;

– იმ შემთხვევებში, როდესაც ეს მიზანშეწონილია და უსაფრთხო, გამოიყენონ ცეცხლმაქრები საბურავების, სამუხრუჭო სისტემის და ძრავის ნაკვეთურის მცირე/საწყისი აალების კერების ჩასაქრობად;

– სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრებმა არ უნდა სცადონ სატვირთო განყოფილებაში ხანძრის ჩაქრობა;

– იმ შემთხვევებში, როდესაც ეს მიზანშეწონილია და უსაფრთხო, გამოიყენონ ბორტზე არსებული მოწყობილობები წყლიან გარემოში ან საკანალიზაციო სისტემაში გაჟონვის აღსაკვეთად და დაღვრილ/დაყრილი ნივთიერებების ლოკალიზაციისათვის;

– გაერიდონ ავარიის ან საგანგებო სიტუაციის ადგილს, რეკომენდაცია მისცენ სხვებსაც რათა ისინიც გაერიდონ ამ ადგილს და შეასრულონ საავარიო სამსახურის ინსტრუქცია;

– გაიხადონ დაბინძურებული ტანსაცმელი და გამოყენებული დამცავი აღჭურვილობა და გადაყარონ ისინი უსაფრთხოდ.

 

შენიშვნა 1: სახიფათო ნივთიერებებისათვის მრავლობითი რისკებით და ნივთიერებების შერეული პარტიებისთვის დაცული უნდა იქნეს ცხრილში ნაჩვენები ყველა მისაღები ღონისძიება.

შენიშვნა 2: ცხრილის მე-3 სვეტში მოყვანილი დამატებითი მითითებები შესაძლებელია ადაპტირებული იქნეს გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებების კლასების და გამოყენებული გადაზიდვის საშუალებების გათვალისწინებით.

 

სატრანსპორტო საშუალებით გადასაზიდი ინდივიდუალური და საერთო დაცვის საშუალებები, განკუთვნილი საერთო და საგანგებო ხასიათის ღონისძიებების მისაღებად კონკრეტული საშიშროების სახეობის გათვალისწინებით, ADR-ის 8.1.5 ნაწილის შესაბამისად

 

სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა გადაიზიდებოდეს შემდეგი აღჭურვილობები:

- თითოეული სატრანსპორტო საშუალებისათვის – დაგორების საწინააღმდეგო საბჯენი, რომლის ზომა უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალების მინიმალურ მასას და თვლის დიამეტრს;

- ორი გამაფრთხილებელი ნიშანი საკუთარ საყრდენებზე;

- თვალების გამოსარეცხი სითხე (არ არის სავალდებულო № 1, 1.4, 1.5, 1.6, 2.1, 2.2 და 2.3 საშიშროების ნიშნების შემთხვევაში); და

სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის თითოეული წევრისათვის:

- ამრეკლი ჟილეტი;

- გადასატანი სანათი ხელსაწყო;

- დამცავი ხელთათმანების წყვილი; და

- თვალების დამცავი საშუალება.

ზოგიერთი კლასებისათვის საჭირო დამატებითი აღჭურვილობა:

- №2.3 ან 6.1 საშიშროების ნიშნების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებაზე გადასაზიდი, სატრანსპორტო საშუალებიდან ავარიულად გამოსვლისათვის საჭირო ნიღაბიბ სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის თითოეული წევრისათვის;

- ნიჩაბი (სავალდებულოა მხოლოდ №3,4.1, 4.3, 8 და 9 საშიშროების ნიშნების შემთხვევაში);

- სადრენაჟო დამჭერი (სავალდებულოა მხოლოდ №3, 4.1, 4.3, 8 და 9 საშიშროების ნიშნების შემთხვევაში);

- შესაგროვებელი კონტეინერი (სავალდებულოა მხოლოდ №3, 4.1, 4.3, 8 და 9 საშიშროების ნიშნების შემთხვევაში).

 

დანართი №7

 

____________________________________

[1] – N და O კატეგორიების მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების განმარტებების თანახმად, რომლებიც მითითებულია „სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შესახებ“ კონსოლიდირებულ რეზოლუციაში (R.E.S.) ან დირექტივაში 2007/46/EC. According to the definitions for power-driven vehicles and for trailers for categories N and O as defined in the consolidated resolution on the construction of vehicles (R.E.S.) or in directive 2007/46/EC.

[1] – არასაჭირო გადაიხაზოს. Strike out what is not appropriate.

[1] – საჭირო აღინიშნოს. Mark the appropriate.

[1] – მიუთითეთ შესაბამისი მნიშვნელობა. 44 ტონას ტოლი მნიშვნელობა არ შეზღუდავს რეგისტრაციისათვის/ექსპლუატაციისათვის მაქსიმალურ დასაშვებ მასას, რაც მითითებულია სარეგისტრაციო დოკუმენტში (დოკუმენტებში). Enter appropriate value. A value of 44 t will not limit the “registration/ in-service maximum permissible mass” indicated in registration document(s).

[1] – არ არის აუცილებელი, თუ გადაზიდვაზე დაშვებული ნივთიერებები ჩამთვლილია 10.2 პუნქტში. Not required when the authorized substances are listed in No. 10.2.

 

შენიშვნა:

აღნიშნული მოწმობა უნდა იქნეს დაბრუნებული გამცემ დაწესებულებაში: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შეწყვეტის შემდეგ; თუ სატრანსპორტო საშუალება გადაეცა სხვა გადამზიდველს, ოპერატორს ან მფლობელს, რომელიც მითითებულია მე-5 გრაფაში; მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ: და თუ არსებითად შეიცვალა სატრანსპორტო საშუალების ერთი ან რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი.

 

Note:

This certificate shall be returned to the issuing service when the vehicle is taken out of service; if the vehicle is transferred to another carrier, operator or owner, a specified in No. 5; on expiry of the validity of the certificate; and if there is a material change one or more essential characteristics of the vehicle.

 

_______________________________

[1] – ნივთიერებები, რომლებსაც მინიჭებული მე-9 გრაფაში აღნიშნული ცისტერნის კოდი ან ცისტერნის სხვა კოდები, რომლებიც ნებადართულია ADR-ის 4.3.3.1.2 ან 4.3.4.1.2 პუნქტებში აღნიშნული იერარქიის თანახმად, სპეციალური დებულებ(ებ)ის გათვალისწინებით, თუ ასეთი გამოიყენება. Substances assigned to the tank code specified in No. 9 or another tank code permitted under the hierarchy in 4.3.3.1.2 or 4.3.4.1.2 of ADR taking account of the special provision(s), if any.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე