ფართის დაზუსტებით მიღებული სხვაობის ასახვა N 1406

1406 ფართის დაზუსტებით მიღებული სხვაობის ასახვა - (ძალადაკარგული) 26.10.2010
№ დოკუმენტი 1406
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფართის დაზუსტებით მიღებული სხვაობის ასახვა N 1406

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ 2008 წელს აუქციონის წესით სახელმწიფოსაგან შეიძინა შენობა-ნაგებობა და მიწის ფართი სულ 450 მ2 900 000 ლარად

•2008 წელს საწარმომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მიზნით აღნიშნული შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის ხელახალი აზომვა მოახდინა, რის შედეგად საერთო ფართმა შეადგინა 460 მ2

•საწარმომ შესაბამისი საგადასახადო პერიოდების მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაციები წარადგინა 450 მ2 - ის მიხედვით

შეფასება

•მიწის ფართის მიხედვით გამოვლენილი სხვაობა (10 მ2) პირის საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას მოგების გადასახადში არ წარმოშობს

•სსკ-ის 97-ე მუხლის მიხედვით, პირი ვალდებული იყო ქონების გადასახადის დეკლარაციაში აესახა ცვლილება (10 მ2)

ღონისძიებები

•პირს დაერიცხება გამოვლენილ სხვაობაზე ქონების გადასახადი

•ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაერიცხება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა