N 625 - 18/12/2018 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 18.12.2018
№ დოკუმენტი 625
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №625

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, წყლის, კანალიზაციის, გაზისა და ელექტრომომარაგების, ელექტროკომუნიკაციების, მაუწყებლობის, ნაგვის შეგროვებისა და გატანის, აგრეთვე სპეციალურ სამედიცინო და საავარიო სამუშაოებზე;“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე