საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/597-21
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/597-21
16 მაისი, 2025 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ს. ჯ.
სხდომის მდივანი ე. ჟ.
მოსარჩელე - ი/მ -----
წარმომადგენელი - -----, -----
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი - ------
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმომადგენელი - ------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სამართალდარღვევათა ოქმის საკითხზე მიღებული ბრძანება/გადაწყვეტილებები - 9439,39 ლარის ნაწილში:
1.1.1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის NCB828000 04.12.2017 წ;
1.1.2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N081-146 საგადასახადო მოთხოვნა 21.12.2018 6.;
1.1.3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.12.2018 წლის N37288 ბრძანება;
1.1.4. შემოსავლების სამსახურის 12.02.2019 წლის N2869 ბრძანება;
1.1.5. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N28915 ბრძანება 25.09.2020 წ.;
1.1.6. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N081-45 საგადასახადო მოთხოვნა 29.09.2020 წ. (კორექტირებული);
1.1.7. შემოსავლების სამსახურის 08.12.2020 წლის N36543 ბრძანება;
1.1.8. დავების განხილვის საბჭოს 03.09.2021 წლის N11960/2/2020 გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მიღებული ბრძანება/გადაწყვეტილებები - 31507,53 ლარის ნაწილში:
1.2.1. საგადასახადო მონიტორნგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმი;
1.2.2. აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი N944 - 17.06.2020 წ.;
1.2.3. შემოსავლების სამსახურის 22.10.2020 წლის N31659 ბრძანებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2.4. აუდიტის დეპარტამენტის N081-133 საგადასახადო მოთხოვნა 13.07.2020 წ.;
1.2.5. აუდიტის დეპარტამენტის N081-332 საგადასახადო მოთხოვნა 24.11.2020 წ. (კორექტირებული);
1.2.6. აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2020 წლის N1032/1 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე;
1.2.7. შემოსავლების სამსახურის 22.10.2020 წლის N31659 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2.8. შემოსავლების სამსახურის 29.01.2021 წლის N1069 ბრძანება;
1.2.9. დავების განხილვის საბჭოს 03.09.2021 წლის N12321/2/2021 გადაწყვეტილება;
1.2.10. დავების განხილვის საბჭოს 03.09.2021 წლის N11687/2/2020 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2.11. აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2021 წლის ბრძანება N35406;
1.2.12. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2021 წლის N974 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ;
1.2.13. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2021 წლის N081-317 საგადასახადო მოთხოვნა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N62293 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციები ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე, რომლის თანახმად მის მიერ წარმოდგენილი ივნისი და გვისტოს თვეების დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ბრუნვა შედგენდა (0) ლარს. თუმცა შემოსავლების სამსახურის ერთიან ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდებში დასაბეგრი ბრუნვა, რაც დასტურდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და სასაქ. ზედნადებებით ადგენდა შეადგენდა 12742 ლარს, რომელიც ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას 2293 ლარით, ამასთან გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის თანახმად დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის 1147 ლრის ოდენობით, და 291-ე მუხლის შესაბამისად 200 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პოზიცია (პრეტენზია), სადაც განმარტა, რომ წარდგენილი დეკლარაციები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას და ექვემდებარებოდა კორექტირებას. ამასთან მოსარჩელემ ცადა კორექტირებული დეკლარაციების წარდგენა, რაც უარყოფილი იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ. აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო · სასჭომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის პრეტენზია და დაავალა შესაბამის სამმართველოს შემოწმების აქტის შედგენა და გადაწყვეტილების აღსრულება. 2016 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელემ მიიღო საგადასახადო მოთხოვნა, რის მიხედვითაც დაერიცხა ჯამში 3640 ლარი (2293+1147+200), უდიტის დეპარტამენტის ბრძანება N36963 აღნიშნული მოთხოვნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შესახებ და საგადასახადო შემოწების საბოლოო აქტი. აღნიშნული მოთხოვნა N081-280 გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის 23 იანვარს ვადის დარღვევით, რის გამოც 2017 წლის 31 იანვრის ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა მიიღო გაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესახებ, შესაბამისად დარიცხული გადასახადები აისახა მოსარჩელის პირადი აღრიცხვის ბარათზე და იქნა გადახდილი.
2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების თანახმად ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2017 წლის 03 აგვისტოს მოსარჩელემ მიიღო ოქმის პროექტი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 401,65 ლარის სასაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ინვენტარიზაციის კომისიამ ასევე დაადგინა 94393,9 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. კომისიამ არ მიიღო მხედველობაში მოსარჩელის მიერ მიწოდებული რეალურად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. საინვენტარიზაციო კომისიამ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაანგარიშეზისას არ გაითვალისწინა ივნისის და აგვისტოს თვეებში განხორციელებული მიწოდებისას სასაქონლო-მატერიალური ფასველობების ჩამოწერა. რითიც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნამთი აღნიშნულ პერიოდებში ხელოვნურად გაგიზარდა. რაც არ შეესაბამებოდა, ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებულ და ფაქტობრივ ნაშთს.
მოსარჩელის განმარტებით მან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წერილობით წარუდგინა მისი პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე, რის შემდეგაც მოსთხოვეს თანხების კორექტირება შესაბამისი გაშიფვრით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტაშენტს გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა აღნიშნულ პერიოდებზე ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის (შემოსავლების სამსახურის პორტალზე განთაავსებულია) ინფორმაცია სალარო აპარატების ფისკალური მაჩვენებლების შესახებ. ასევე მოსარჩელემ წარადგინა პროკრედიტ ბანკის და საქართველოს ბანკის ტერმინალების ამონაწერები, რითც დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ შემოწმებული პერიოდებში ყოველდღიურად ხდებოდა ნავაჭრი თანხების ასახვა (საცალო რეალიზაციიდან).
ამავე დროს 2017 წლის 31 აგვისტოს წარადგინა 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები, რითაც მოითხოვა აღნიშნულ პერიოდებზე დასაბეგრი ბრუნვების აღიარება. თუმცა მოსარჩელემ მხედველობაში არ მიიღო შემოწმების შედეგად უკვე დარიცხული თანხები, რითიც მოხდა ამ თანხების დუბლირება. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 12 დეკემბრის N33299 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 2016 წლის ივნისის და დეკემბრის თვეების დაზუსტებული დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შესახებ, რასაც ახლდა უფროსი აუდიტორის ----ის დასკვნა სადაც უარის მოტივად დასახელებულია ის, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დოკუმენტურად დადსტურებულ რეალიზაციებზე დაყრდნობით უკვე დადგენილი იყო მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულებები და მოხდებოდა დარიცხული გადასახადების გაორება. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელემ 2017 წლის 30 დეკემბერს წარადგინა ხელახალი დაზუსტებული დეკლარაციები, რომლებიც მოიცავდა შესამოწმებელ პერიოდებში ფაქტიურად განხორციელებულ დასაბეგრ ბრუნვებს შესაბამისი კორექტირებით (სხვაობა ფაქტიურ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს შორის). 2017 წლის 04 დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მოსარჩელეს წარუდგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB828000, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა სსკ 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 9439,39 ლარის ოდენობით 94393,9 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე და ომი CB828011, რომლის მიხედვით სსკ 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. (ეს უკანასკნელი - ოქმი NCB828011-ით გამოვლენილი ზედმეტობა აღიარებულია გადასახადის გადამხდელის მიერ), გადასახადეის გადამხდელმა გაასაჩივრა აღნიშნული დოკუმენტები დავების განხილვის საბჭოში ასევე 2017 წლის 30 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 13 აპრილის სხდომაზე (ოქმი N33) განიხილა საჩივარი და დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ი/მ ----ის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. დანარჩენ ნაწილში საჩივარ არ დაკმაყოფილდა. რის შედეგადაც 2018 წლის 21 დეკემბერს მოსაჩელემ მიიღო საგადასახადო მოთხოვნა (კორექტირებული) N081-146 9439,39 ლარზე და სამართალდარღვევის ოქმი - ბრძანება N37288, რომლითაც ძალაში დარჩა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის მიერ შედგენილი 2017 წლის 04 დეკემბრის NCB828000 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ამ ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა. მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საგადასახადო მოთხოვნა N081-146 9439,39 ლარზე 2019 წლის 21 იანვარს, თუმცა დავების საბჭოს მიერ აღნიშნული დარჩა განუხილველად. აღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელის მიერ 2019 წლის 04 მარტს გასაჩივრებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ამ უკანასკნლმა 2019 წლის 11 ოქტომბრისგადწაყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. თავის მხრივ შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 09 დეკემბრის N42721 ბრძანებით ი/მ-----ის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, საგადასახალ მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისიწნებით უზრუნველეყო სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
ამავე შეტყობინებით -----ს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი გაფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 25 სექტემბრის N28915 ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აქტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ -----ის მიერ 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების ბრუნვა, რაც დასტურდება გამოწერილი ანგარიშ- ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით შეადგენს 12742 ლარს, რომელიც გათვალისწინებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის გამოყვანისას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 4 დეკემბრის NCB828000 საგადასასადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის თანხა 9439.39 ლარის ოდენობით, კორექტირებას (გადაანგარიშებას) არ ექვემდებარება.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 თებერვლის N4999 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანებით ჩატარებული ს.მ.ფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგად აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა 2020 წლის 17 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ 2017 წლის პერიოდზე დამატებით დასარიცხი თანხები შეადგენს: დღგ-ის ნაწილში 14399 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 15999 ლარს. გარდა ამისა ჯარიმის სახით დამატებით დასარიცხია 15200 ლარი.
2020 წლის 13 ივლისს მოსარჩელემ მიიღო საგადასახადო მოთხოვნა N081–133 60429.86 ლარზე, მათ შორის: დღგ - 14399 ლარი, საშემოსავლო გადასახადი, 16000 ლარი, ჯარიმა 15199 ლარი, საურავი 14831.86 ლარი. რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა 2020 წლის 12 აგვისტოს, რაზეც 2020 წლის 22 ოქტომბერს მიიღო პასუხი N31659 ბრძანების სახით, რითაც -----ის საჩივარი 13 ივლისის N081-133 მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. ი/მ ------ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან:
2. ი/მ -----ის საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N081-146 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნულ გადაწყვეტილების ბოლო ორ პუნქტს არ ეთანხმება მოსარჩელე და მიუთითებს, რომ 2018 წლის N081-146 მოთხოვნა მის მიერ იყო გასაჩივრებული და დადგენილი დანაკლისი არ იყო აღიარებული, ამდენად, იგი ვერ განიხილავდა "ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისს მიწოდებად" და ვერ ასახავდა 2017 წლის დეკლარაციაში.
ასევე მოსარჩელემ გაასაჩივრა 2020 წლის 29 სექტემბრის ბრძანება N28915, 2017 წლის NCB828000 ოქმი 94393.9 ლარის დანაკლისის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ნაშთი არსებითად არ განსხვავდება გადასახადის გამდახდელის მიერ მიწოდებული საბუღალტრო ჩანაწერებში არსებული ნაშთისაგან. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მარაგი მოსარჩელის მიერ რეალიზებული იყო 2016 წლის ივნისსა და აგვისტოში, რაც არ გაითვალისწინა ინვენტარიზაციის კომისიამ. შესაბამისი დღგ-ის კორექტირებული დეკლარაციები წარმოდგენილია და დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისად აღნიშნული შემოსავალი აღიარებულია 2016 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში. ამრიგად -----ის მიერ გადახდილია დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადოს თანხები. ამასთან თავდაპირველად 0-ოვანი დეკლარაციების წარდგენა გამოწვეული იყო უყურადღებობით, რის გამოც მოსარჩელეს დაეკისრა შესაბამისი სანქცია დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი თანხის შემცირების გამო. 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეებში განხორციელებული ტრანზაქციები დასტურდება სალარო აპარატების ფისკალური მაჩვენებლებით და ასევე როკრედიტ ბანკის და საქართველოს ბანკის ტერმინალების ამონაწერებით. ამასვე მოწმობს ყოველთვიური შემოსავლების შედარებითი ანალიზი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ სცნო, მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულ პოზიციას სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაეთანხმა მისი წარმომადგენელი.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ სცნო, მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. აღნიშნულ პოზიციას სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაეთანხმა მისი წარმომადგენელი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ი/მ ------ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 23 აგვისტოდან და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და პარფიუმერული საქონლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ სარჩელი, შესაგაბელი ტომი I, სხდომის ოქმები ტომი II)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2016 წლის ი/მ -----ის საგადასახადო შემოწმების აქტი (ტომი I, ს.ფ. 73-85)
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2016 წლის N32293 ბრძანებით დაინიშნა ი/მ -----ის საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების ან/და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2016 წლის ივნისის, აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2016 წლის N35626 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის N32293 ბრძანებით განსაზღვრული ი/მ -----ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2016 წლის N32293 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 70)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2016 წლის N35626 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 393)
3.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2016 წლის ი/მ -----ის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილია, რომ შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორე (შესამოწმებელი პერიოდი 01.06.2016-01.09.2016 წ.).
აქტის თანახმად გადამხდელის მიერ წარდგენილი 2016 წლის ივნისი და აგვისტოს თვეების დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 0 ლარს. შემოსავლების სამსახურის ერთიან ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც დასტურდება გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვის ბრუნვები შეადგენს 12742 ლარს.
გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა წარმოდგენილი პოზიცია.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 12742 ლარის ოდენობით სსკ-ის 161-ე მუხლის მიხედვით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელი აგრეთვე დაჯარიმდება სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის. გადასახადის გადამხდელი აგრეთვე დაჯარიმდება სსკ-ს 291-ე მუხლის შესაბამისად 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეებში სსკ-ს 175-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების მოთხოვნების დარღვევისთვის ჯამში 200 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2016 წლის ი/მ ------ის საგადასახადო შემოწმების აქტი (ტომი I, ს.ფ. 73-85)
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2016 წლის N36963 ბრძანებით ი/მ -----ს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 3640 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 2293 ლარი, ჯარიმა 1347 ლარი.
მითითებული ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 19 დეკემბერს ი/მ ----ის მიმართ გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N081-280, რის საფუძველზეც ი/მ ----ს გადასახდელად დაერიცხა 3640 ლარის გადახდა, საიდანაც დღგ 2293 ლარი, ჯარიმა 1347 ლარი, საურავი 0 ლარი.
2017 წლის 23 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 19 დეკემბერის საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა -----ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2016 წლის N36963 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 71)
- ბრძანების დანართი (ტომი I, ს.ფ. 72)
-19.12.2016 წლის N081-280 საგადასახადო მოთხოვნა (ტომი I, ს.ფ. 86-87)
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2017 წლის N2231 ბრძანებით ი/მ ------ის 23.01.2017 წლის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.01.2017 წლის N2231 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 90-91)
3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.03.2017 წლის N7919 ბრძანებით ჩატარდა ი/მ ----ის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შეყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების
უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, როლის შემადგენლობაშიც გარდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირებისა შედიოდნენ გადასახადის გადამხდელის მიერ წერილობით ფორმით განსაზღვრული პირები -----, ----- და ------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.03.2017 წლის N7919 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 266)
- ი/მ -----ის 28.03.2017 წლის ბრძანება კომისიის წევრების განსაზღვრაზე (ტომი I, ს.ფ. 272)
3.7. ი/მ -----ის 28.03.2017 წლის ხელწერილით (რომელიც წარედგინა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს) დადგენილია, რომ მისი საქმიანობის სფეროა პარფიუმერული საქონლის შესყიდვა და რეალიზაცია, ობიექტი განთავსებულია ქ. ----, ----- ქ. N-, გარდა აღნიშნული ობიექტისა სხვა სავაჭრო ობიექტი ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი მას არ გააჩნია. მითითებულ ობიექტში ინახება მხოლოდ საზოგადოების კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და არც სხვის კუთვნილ ობიექტში არ ინახება მისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთან, ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღლატერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. სასაქონლო-მატერიუალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი წარდგენილი იქნება 2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით. 2017 წლის 28 მარტის მდგომარეობით.
ასევე, 2017 წლის 28 მარტს -----ის მიერ შედგა კიდევ ერთი ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანებისა და სსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე ი/მ -----ის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ საზოგადოების მიერ 2017 წლის 1 მარტიდან, 28 მარტის ჩათვლის განხორციელებული სმფ-ების მიწოდება შეადგენს 46296.6 ლარს (სარეალიზაციო ფასებით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ტომი I, ს.ფ. 270)
- ხელწერილი (ტომი I, ს.ფ. 274)
3.8. საგადასახადო მონიტორნგის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების თანახმად, 2017 წლის 20 ივლისს შედგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ოქმი, რომლის თანახმა აღირიცხა ფაქტობრივი (28.03.2017 წლის მდგომარეობით) მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
აღნიშნული ოქმის თანახმად პირვანდელი ღირებულების თანხამ შეადგინა - 176752.81 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებითმა თანხამ შეადგინა - 256425.02 ლარი.
ოქმზე ხელს აწერენ კომისიის წევრები, შენიშვნა არ დაფიქსირებულა.
2017 წლის 30 აპრილს ------მა ხელწერილით მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს და განმარტა, რომ მის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ფასეულობები აღწერილია სწორად, ჩემი თანდასწრებით, საინვენტარიზაციო კომისიასთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ოქმი (ს.ფ. 283-359)
- ხელწერილი (ტომი I, ს.ფ. 271)
3.9. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმის I ცხრილის თანახმად საქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყისი ნაშთი (პირვანდელი მდგომარეობით) 2016 წლის ივნისის თვის პირველ რიცხვში შეადგენდა 121009.94 ლარს, ხოლო აგვისტოს თვის პირველ რიცხვში 171626.55 ლარს.
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შეძენა/მიღება მ/წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (პირვანდელი ღირებულებით) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით: 2016 წლის ივნისის თვის პირველ რიცხვში შეადგენდა 37446.55 ლარს, ხოლო აგვისტოს თვის პირველ რიცხვში - 61604.74 ლარს.
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების მიწოდება/ჩამოწერა ღირებულებით): 1. მიწოდება: 2016 წლის ივნისის თვის პირველ რიცხვში შეადგენდა (პირვანდელი 4490.1 ლარს, ხოლო აგვისტოს თვის პირველ რიცხვში - 3036.17 ლარს.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმის II ცხრილის თანახმად, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა მიწოდება (საბაზრო ღირებულებით), სულ მიწოდება 2016 წლის ივნისის თვეში შეადგენდა 6401.3 ლარს, 2016 წლის აგვისტოს თვეში - 4328.6 ლარს; აქედან ნაღდი ანგარიშსწორებით:
საკონტროლო სალარო აპარატით: 2016 წლის ივნისის თვეში შეადგენდა 0 ლარს, 2016 წლის აგვისტოს თვეში 0 ლარს, ხოლო
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით: 2016 წლის ივნისის თვეში შეადგენდა 5420 ლარს, 2016 წლის აგვისტოს თვეში - 4328.5 ლარს;
უნაღდო ანგარიშსწორებით: 2016 წლის ივნისის თვეში შეადგენდა 3086.6 ლარს, 2016 წლის აგვისტოს თვეში - 3933.25 ლარს.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შევსებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმი, რომლის თანახმად სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანელი ღირებულებით) 241818.17 ლარი, ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) 176752.81 ლარი, ინვენტარიზაციის შედეგი: სხვაობა (პირვანდელი ღირებულებით) 65065.36 ლარი, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი (საბაზრო ღირებულეიბთ) - 94393.90 ლარი, აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (საბაზრო ღირებულებით) - 401.65 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმის I ცხრილი (ტომი I, ს.ფ. 269)
-სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმის II ცხრილი (ტომი I, ს.ფ. 268)
-სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმი (ტომი I, ს.ფ. 267)
3.10. საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა შეტყობინება "მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინებით -----ს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წერილობით ან ელექტრონული ფორმით წარედგინა მისი არგუმენტირებული პოზიცია, მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე, შედგენილი ოქმის პროექტით, გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება თავად გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება (ტომი I, ს.ფ. 265)
3.11. საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს შეტყობინების პასუხად სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს 2017 წლის 8 აგვისტოს განცახადებით მიმართა ი/მ -----მა და განმარტა, რომ მიმდინარე წლის 28 მარტის N7919 ბრძანების თანახმად მის ობიექტზე ჩატარდა სასაქოონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2017 წლის 03 აგვისტოს მიიღო ოქმის პროექტი. იგი ეთანხმება და აღიარებს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთს. ასევე განმარტა, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N62293 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახის სისწორესთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მის მიერ წარდგენილი ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით დღგ-ს ბრუნვა შეადგენდა 0 ლარს, ფაქტიურად მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ორივე თვის ჯამური ბრუნვა შეადგენდა 12742 ლარს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 12742 ლარი სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა დაბეგვრას 2293 ლარით, ამასთან დაგვეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის თანახმად დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის 1147 ლარის ოდენობით, და 291-ე მუხლის შესაბამისად 200 ლარი.
2016 წლის 21 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის მიერ დაკორექტირდა და გადაგზავნილ იქნა 2016 წლის ივნისის და აგვისტოს პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები, რითიც ვაღიარეთ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ივნისის თვეში 38122 ლარი და აგვისტოს თვეში 44791 ლარი. შესაბამისი თვეების მიხედვით მიღებული ანგარიშფაქტურების საფუძველზე ჩათვლების გათვალისწინებით დეკლარაციებით უნდა მომხდარიყო თანხების შემცირება. თუმცა, იმის გამო, რომ აღნიშნული ქმედება დაემთხვა კამერალური აუტის პერიოდს დეკლარაციები არ იქნა მიღებული. ასევე მიღბული მითითების შესაბამისად, საწარმომ უზრუნველყო ბუღლატრული აღრიცხვა-ანგარიშგების მოწესრიგება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მოახდინა ცვლილებები საბუღალტრო დოკუემნტაციაში და აღნიშნული თვეების მიხედვით მიწოდების აღიარების პარალელურად მოახდინა რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა.
საინვენტარიზაციო კომისიამ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწდოების გაანგარიშებისას (საბაზრო ღირებულებით), არ გაითვალისწინა ივნისის და აგვისტოს თვეებში განხორციელებული მიწოდებისას სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. რითიც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ხელოვნურად გაიზარდა.
აღნიშნული განცხადებით ი/მ ------მა მოითხოვა განცხადებაში მოყვანილი გარემოებების გათვალისინებით, 2016 წლის ივნისის და აგვისტოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციბის შედეგად მიწოდებული საქონლის ჩამოწერის ფაქტის მხედველობაში მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 8 აგვისტოს განცახადება (ტომი I, ს.ფ. 121-122)
3.12. ი/მ ------ის 2017 წლის 8 აგვისტოს განცხადება (პოზიცია) განხილულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2017 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე.
სხდომას არ ესწრებოდა გადასახადის გადამხდელი: ი/მ ----.
მედიაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ი/მ -----ის მიერ წადგენილი წერილობითი პოზიცია დაკმაყოფილებულ იქნას ნაწილობრივ, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ინვენტარიზაციის განმახოციელებელ ოფიცრებს განსახილველი საკითხის შესაბამის ნაწილში აღნიშნული მის მიერ წარდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ საკითხის დამატებით შესწავლა. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის და განსახილველი შესაბამისი საკითხის ნაწილში აღნიშნული გათვალისწინებით საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განხორციელდეს ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება (შემცირება).
ასევე დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ამ ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად სათანად დოკუმენტაციის ან/და მათი ნაწილის ინვენტარიზაციის განმახორცილებელი ოფიცრებისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, ოქმის პროექტით დასარიცხი თანხები, წარუდგენელი დოკუმენტაციის ნაწილში დარჩება უცვლელი.
საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმი (ტომი I, ს.ფ. 26-1264)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი ტომი I, იხ. სხდომის ოქმები ტომი II)
3.13. 04.12.2017 წელს – ი/მ -----ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB828000, რომლის თანახმად შემოსავლების სამსახურის 28.03.2017 წლის N7919 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 94393.9 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებული მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლის საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ი/მ --------ის დაეკისრა ჯარიმა - 9439.39 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB828000 (ტომი I, ს.ფ. 92)
3.14.04.12.2017 წელს ი/მ -----ის მიმართ ასევე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB828011, რომლის თანახმად შემოსავლების სამსახურის 28.03.2017 წლის N7919 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 401.65 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად ი/მ ------ის დაეკისრა ჯარიმა - 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB828011 (ტომი I, ს.ფ. 93)
3.15. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2017 წლის N33299 ბრძანებით ი/მ ------ს უარი ეთქვა მის მიერ შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის N32293 ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 01 ივნისიდან 2016 წლის აგვისტომდე შემოწმებულ პერიოდზე, დამატებით წარმოდგენილი 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ს გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების (დაზუსტებული) (დეკ.----), (დეკ.----) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აღნიშნულ ბრძანებას წინ უძღვოდა (05.12.2017 წ.) უფროსი აუდიტორი ------ის დასკვნა, სადაც მითითბულ იქნა, რომ სსკ-ს 69-ზე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით 2017 წლის 05 დეკემბერს მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ი/მ ------ის მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს წარდგენილი 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ს გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციებში ასახული მონაცემები არ ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
თუმცა 2018 წლის 27 სექტემბერს უფროსი აუდიტორი------ის მიერ მომზადდა ახალი დასკვნა, სადაც განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის N32293 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------ის საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით.
შემოწმების შედეგად 2016 წლის 15 დეკემბერს შედგენილი იქნა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც ი/მ -------ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 3640 ლარი, მათ შორის გადასახადის ძირითადი თანხა 2293 ლარი და ჯარიმა 1347 ლარი.
2017 წლის 30 დეკემბერს ი/მ ------ის მიერ ელექტრონული დეკლარირების გზით განხორციელდა 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ს გადასახადის ყოველთვიური N----, N----,, N---- და N---- დეკლარაციების (დაზუსტებული) წარდგენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს 2018 წლის 26 იანვრის N-----21-14 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაგვევალა სათანადო დასკვნის მომზადება.
აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის N32293 ბრძანების შესაბამისად შემოწმებულ იქნა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე, აღნიშნულ პერიოდებზე გადამხდელის მიერ თავდაპირველად წარდგენილი იყო ნულოვანი დეკლარაციები, გადამხდელის განცხადების მიხედვით 2017 წლის 30 დეკემბერს წარდგენილი 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ს გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) N---- და N---- დეკლარაციების მიხედვით დასაბეგრ ბრუნვებში ასახულია როგორც დოკუმენტებით (შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში ასახული ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით), ასევე დოკუმენტების გარეშე რეალიზაციები. ხოლო N---- და N---- დეკლარაციების მიხედვით დასაბეგრ ბრუნვებში ასახულია მხოლოდ დოკუმენტების გარეშე რეალიზაციები. ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დოკუმენტურად დადასტურებული დაყრდნობით უკვე დადგენილია გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. რეალიზაციებზე შესაბამისად დარიცხული გადასახადების გაორების თავიდან აცილების მიზნით, არ არის მართლზომიერი შესწორებული N---- და N---- დეკლარაციების მონაცემების ასახვა მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათზე. ხოლო N----- და N------ დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა გადამხდელის მიერ მართლზომიერია. აღნიშნული დეკლარაციებით გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული დამატებული ღირებულების გადასახადი შეადგენს 13762 ლარს. ამასთან ვინაიდან გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე N----- და N----- დეკლარაციების ჩანაცვლება მოხდება N----- და N----- დეკლარაციებით, მიზანშეწონილია - გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის გასწორების მიზნით ასახული იქნას ყველა N-----, N-----, N----- და N----- დეკლარაციები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2018 წლის N28733 ბრძანებით ი/მ ------ის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის N32293 ბრძანების საფუძელზე 2016 წლის 01 ივნისიდან 2017 წლის 31 აგვისტომდე შემოწმებულ პერიოდზე, დამატებით წარმოდგენილი 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ს გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები (დაზუსტებული) (დეკ.N-----, N-----, N----- და N-----) აისახა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2017 წლის N33299 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 114)
- დასკვნა 05.12.2017 წ. (ტომი I, ს.ფ.115-116)
- დასკვნა 27.09.2018 წ. (ტომი I, ს.ფ. 112-113)
-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2018 წლის N28733 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 111)
3.16. ი/მ -----ის მიერ გასაჩივრდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB828000, იმ მოტივით, რომ 2016 წლის ივნისის და აგვისტოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების შედეგად საქონლის ჩამოწერის ფაქტი მიღებული ყოფილიყო მხედველობაში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.04.2018 წლის N9624 ბრძანებით ი/მ ------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტიდან გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ი/მ ------ის საგადასახადო შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევეაში განახორციელოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). ასევე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის პირადი აღირცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. საჩივარი დანრჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.04.2018 წლის N9624 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 94-97)
3.17. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის -----ს სამმართველოს ოფიცრის ------ის მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების თანახმად სამმართველოს დაევალა ი/მ -------ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი 94393.90 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს დაჯარიმებას 9439.40 ლარით. (94393.90*10%) და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით 401.65 ლარი, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს დაჯარიმებას 200 ლარით, რაზეც სამმართველოს მიერ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები NCB828011 (აღურიცხავი) და NCB828000 (დანაკლისი).
გადასახადის გადამხდელის მიერ აღიშნული სამართალდარღვევის ოქმი NCB828000 გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ითხოვდა 2016 წლის ივნისის და აგვისტოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების შედეგად მიწოდებული საქონლის ჩამოწერის ფაქტის მხედველობაში მიღებას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა ი/მ ------ის საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა ნაწილობრივ.
საგადასახადო მონიტორინგიის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა ი/მ -----ის საგადასახადო შემოწმებისს შედეგებთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოხდეს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 7 აგვისტოს N86399-21-12 სამსახურეობრივი ბარათის პასუხად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს N87781-21-14 წერილით წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2016 წლის N32293 ბრძანების საფუძველზე ი/მ ------ის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტი.
საგადასახადო შემოწმების აქტით დადგინდა, რომ ი/მ ------ის მიერ 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების ბრუნვა, რაც დასტურდება გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით შეადგენს 12741 ლარს, რომელიც გათვალისწინებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების თანახმად ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის გამოყვანისას.
ამრიგად მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს ცვლილებების განხორციელება ი/მ ------ის მიმართ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ NCB828000 საგადასახადო სამართალდარღევის ოქმში, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე გამოვლენილი დანაკლისის გამო დარიცხული ჯარიმა დარჩეს უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ოფიცრის -----ის მოხსენებითი ბარათი 13.12.2018 წ. (ტომი I, ს.ფ. 367-368).
3.18. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N327288 ბრძანებით უცვლელად დარჩა ი/მ -----ის მიმართ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 2017 წლის 4 დეკემბრის NCB828000 საგადასახადო სამართალდარღევის ოქმი და ამ ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა.
ზემოთმითითებული ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს გამოიცა N081-146 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ი/მ -----ის გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა - 9439.39 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N327288 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 100-101)
- N081-146 საგადასახადო მოთხოვნა (ტომი I, 98-99
3.19. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის N37288 ბრძანება და N081-146 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2019 წლის 21 იანვარდს გასაჩივრდა ი/მ -----ის მიერ. საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა, დავების განხილვის საბჭომ გამოიყენოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლება და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობა დააკორექტიროს 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეებში რეალიზებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულების გათვალისწინებით და გააუქმოს დანაკლისის საფუძველზე დარიცხული სანქცია.
შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2019 წლის 12 თებერვლის N2869 ბრძანებით ი/მ ------ის 2019 წლის 21 იანვრის საჩივარი დარჩა განუხილველი.
ბრძანებაში განიმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N37288 ბრძანება და N081-146 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის N9624 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექის 301-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტის საფუძველზე ი/მ -----ის საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველი.
აღნიშნული ბრძანება ი/მ -----ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინასნთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოშ, რომელმაც 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2019 წლის 12 თებერვლის N2869 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 102-106)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, იხ. შესაგებელი ტომი I)
3.20. სსიპ შემოსავლების დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 09 დეკემბრის N42721 ბრძანების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოდან ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ -----ის საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N081-146 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 08, 22 და 29 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები N80, N84 და N86).
ბრძანებით ი/მ ------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის N9624 ბრძანება, ვინაიდან სრულად არ არის შესწავლილი გამოკვლეული შემოწმების შედეგები, ამდენად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით უზრუნველეყო სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). ასევე დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის გათვალისწინების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღირცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
საჩივარი დანარჩელ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 09 დეკემბრის N42721 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 107-110)
3.21. სსიპ შემოსავლების დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 09 დეკემბრის N42721 ბრძანების აღსრულების მიზნით შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 25 სექტემბერს გამოიცა N28915 ბრძანება, რომლითაც დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორიგნის დეპარტამენტის მიერ სრულად იქნა შესწავლილი 2018 წლის 25 აპრილის N9624 ბრძანებით დავალებული მეორე საკითხი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 7 აგვისტოს N------21-12 სამსახურეობრივი ბარათის პასუხად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს N------21-14 წერილით გადმოგზავნილ იქნა 21.11.2016 წლის N32293 ბრძანების საფუძველზე ი/მ -----ის მიმართ შედგებილი საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ -----ის მიერ 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების ბრუნვა, რაც დასტურდება გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით შეადგენს 12742 ლარს, რომელიც გათვალისწინებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის გამოყვანისის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორიგნის დეპარტამენტის 2017 წლის 4 დეკემბრის NCB828000 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის თანხა 9439.39 ლარის ოდენობით, კორექტირებას (გადანგარიშებას) არ დაექვემდებარა. შესაბამისად უცვლელად დარჩა ი/მ ------ის მიმართ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 2017 წლის 4 დეკემბრის NCB828000 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის თანხა 9439.39 ლარის ოდენობით.
ზემოთმითითებული ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის მიერ 2020 წლის 29 სექტემბერს გამოიცა N081-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ი/მ ------ის გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა - 9439.39 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 25 სექტემბრის N28915 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 145-146)
- N081-45 საგადასახადო მოთხოვნა (კორექტირებული) (ტომი I, ს.ფ. 147-148)
3.22. შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ 2020 წლის 08 დეკემბრის N36543 ბრძანებით განიხილა ი/მ -----ის 2020 წლის 29 ოქტომბრის საჩივარი, რომლითაც მომჩივანი ასაჩივრებდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 29 სექტემბრის N081-45 კორექტირებულ საგადასახად მოთხოვნას.
ბრძანებით ი/მ ------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანებაში განიმარტა, რომ სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა, მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთბელია, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 25 სექტემბრის N28915 ბრძანება და 29 სექტემბრის N081-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 09 დეკემბრის N42721 ბრძანების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული აქტის შინნარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2020 წლის 08 დეკემბრის N36543 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 170-174)
3.23. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის N4999 ბრძანებით დაინიშნა ი/მ -----ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 25 თებერვლიდან 2020 წლის 25 მაისის ჩათვლით.
მომჩივანს გადაეცა გადასახადის გადამხდლის უფლება-მოვალეობების განმარტებით ბარათი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 04.05.2020 წლის N12186 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 თებერვლის N4999 ბრძანებით განსაზღვრული საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 24 თებერვლის N4999 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 123)
- განმარტებითი ბარათი (ტომი I, ს.ფ. 124)
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 04.05.2020 წლის N12186 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 550)
3.24. 2020 წლის 17 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად დადგენილია, რომ შემოწმების სახე იყო თემატური კამერალური, ხოლო შემოწმების თემას წარმოადგენდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენლი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების საფუძველეს წარმოადგენდა ანალიტიკური დედპარტამენტის 2020 წლის 19 თებერვლის ------- სამსახურებივი ბარათი.
აუდიტორის შეფასებით დადგინდა, რომ შემოწმების მიერ სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და N1704 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნების გათვალისწინებით, სსკ-ის მე-100 მუხლის მიხედვით გაიზარდა 2017 წლის ერთობლივი შემოსავლის მონაცემი 2017 წლის 28 მარტის ბრძანება N7919-ით ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულებით, რაც შეადგენს 79995 ლარს დღგ-ს გარეშე, აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.
2020 წლის 13 ივლისს N081-133 საგადასახადო მოთხოვნა, რითაც ი/მ ------ს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 60429.86 ლარი, მათ შორის გადასახადი - 30399 ლარი, დღგ - 14399 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 16000 ლარი, ჯარიმა - 15199 ლარი, საურავი - 14831.86 ლარი.
2020 წლის 13 ივლისსვე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N19308 ბრძანება, ი/მ -----ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 45597 ლარი, მათ შორის ძირაითადი გადასახადი 30398 ლარი, ჯარიმა 15199 ლარი. ამავე ბრძანებით ი/მ ------ს დაერიცხოს მიმდინარე გადასახდელები და 15999 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 15999 ლარი. რაც აისახა გადასახადის გადამხდელის პირად ბარათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.06.2020 წლის შემოწმების აქტი (ტომი I, ს.ფ.125-142)
- N081-133 საგადასახადო მოთხოვნა (ტომი I, ს.ფ. 552-553)
- N19308 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 143)
- N19308 ბრძანების დანართი (ტომი I, ს.ფ. 144)
3.25. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 22 ოქტომბრის N31659 ბრძანებით განხილული იქნა ი/მ ------ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N081-146 კორექტირებულ საგადსახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივანი მიუთითებდა, რომ დანაკლისად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებული ჰქონდა და რეალიზაციის თანხა ასახული იყო 2016 წლის ივნისის და აგვისტოს დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციებში, ასევე განმარტავდა, რომ დანაკლისის თანხა ასახული იყო 2016 წლის საშემოსავლო გადსახადის წლიურ დეკლარაციაშიც. მომჩივანი ითხოვდა მოთხოვნით დარიცხული გადასახადების და ჯარიმის გაუქმებას, ასევე 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დეკლარაციების საფუძველზე რეალიზებული ფასეულობების ჩამოწერას და ანაკლისის ჯარიმის გაუქმებას, რადგან 2016 წლის სასაქონლო-მატერიალური ივნისის და აგვისტოს თვეებზე წარდგენილი დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების გათვალისწინებით დანაკლისი ფაქტიურად არ ყოფილა, რაც ასახული აქვთ საბუღალტრო ჩანაწერებში.
ბრძანებით ი/მ -----ის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი/მ ----- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან საჩივარი 2018 წლის 21 დეკემბრის N081-146 კორექტირებული საგადსახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 22 ოქტომბრის N31659 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 567-571)
3.26. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 22 ოქტომბრის N31659 ბრძანების აღსრულების მიზნით 2020 წლის 10 ნოემებრს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასაახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოწმების აქტი 10.11.2020 წ. (ტომი I, ს.ფ. 563-566)
3.27. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 20 ნოემბერს გამოცემული იქნა N34578 ბრძანება, რომლის თანახმად ი/მ ----ს შეუმცირდა ჯარიმა 15199 ლარი. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახდელები აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით.
მითითბული ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 24 ნოემბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N081- აუდიტის 332 (კორექტირებული), რის თანახმადაც ი/მ ------ს გადასახდელად დაერიცხა 47244.91 ლარი, მათ შორის გადასახადი - 30399 ლარი, დღგ - 14399 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 16000 ლარი, საურავი 1845.91 ლარი, ჯარიმა - 0 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 20 ნოემბრის N34578 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 168)
- ბრძანების დანართი (ტომი I, ს.ფ.169)
- საგადასახადო მოთხოვნა N081-332 (კორექტირებული) (ტომი I, ს.ფ. 157-158)
3.28. 2020 წლის 24 ნოემბერს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა N081-332 (კორექტირებული) შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში გასაჩვრდა ი/მ -----ის მიერ. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული თანხა არარეალურია. აღნიშნული შემოსავალი და მასთან დაკავშრებული გამოქვითვები ასახულია 2016 წლის წლიურ დეკლარაციაში. ამასთან მიუთითებდა, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში აღნინშნული თანხის გადახდა შეუძლებელი იყო.
შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2021 წლის 29 იანვრის N1069 ბრძანებით ი/მ -----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2021 წლის 29 იანვრის N1069 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 175-177)
3.29. 2020 წლის 11 ნოემბერს ი/მ -----მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N081-146 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 22 ოქტომბრის N31659 ბრძანება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ განიხილა აღნიშნული საჩივარი და 2021 წლის 3 სექტემბერს მიიღო N11687/2/2020 გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძვლით 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2021 წლის 3 სექტემბრის მიიღო N11687/2/2020 გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 186-191)
3.30. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 სექტემბრის მიიღო N11687/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 26 ოქტომბერს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძელზე გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავისგან.
ამავე სამსახურის მიერ 2021 წლის 12 ნოემბერს გამოიცა N35406 ბრძანება, რომლის თანახმად ი/მ -----ს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 15999 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 15999 ლარი. ასევე აქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 სექტემბრის მიიღო N11687/2/2020 გადაწყვეტილების საფუძველზე საურავის გადაანგარიშების მიზნით, შემცირდა "გადასახადების/გადასახდელების სახეების და გადახდის ვადების" მიხედვით ძირითად გადასახადში 30398 ლარი და დაერიცხა გადასახადებოს/გადასახდელების სახეების მიხედვით ძირითად გადასახადში 30398 ლარი და დაერიცა ლარი 2021 წლის 3 სექტემბრის ვადით.
ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 12 ნოემბრის N35406 ბრძანების საფუძველზე 2021 წლის 15 ნოემბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N081-317, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დაეკისრა 31507.53 ლარი, საიდანაც გადასახადია 30398 ლარი, დღგ
14399 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 15999 ლარი, საურავი 1109.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.10.2021 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე (ტომი I, ს.ფ. 194-197)
- 2021 წლის 12 ნოემბერს გამოიცა N35406 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 192)
- ბრძანების დანართი (ტომი I, ს.ფ. 193)
- N081-317 საგადასახადო მოთხოვნა (ტომი I, ს.ფ. 198-199)
3.31. 2020 წლის 24 დეკემბერს ი/მ -----მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 29 სექტემბრის N081-45 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 დეკემბრის N36543 ბრძანება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული საჩვარი და 2021 წლის 3 სექტემბერს მიიღო N11960/2/2020 გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 9.12.2019 წლის N42721 ბრძანებით დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 9 დეკემბრის N42721 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 25 სექტემბრის N28915 ბრძანება და 29 სექტემბრის N081-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. დეპარტამენტის 2020 წლის 25 სექტემბრის N28915 ბრძანებით ირკვევა, რომ ი/მ -----ის საგადასახადო მონიტორინგის მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი შესწავლილი იქნა საგადასასახო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, რის შედეგად, კამერალური საგადასახადო შემოწმებით დადგენილი 2016 წლის ივნისისა და აგვისტოს თვეების ბრუნვა 12 742 ლარი, გათვალისწინებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთის გამოყვანისას.
ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 4 დეკემბრის CB828000 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა 9 439 ლარი კორექტირებას (გადაანგარიშებას) არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2021 წლის 3 სექტემბრის N11960/2/2020 გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ.181-185)
- საჩივარი (ტომი I, ს.ფ. 35-37)
3.32. 2021 წლის 17 თებერვალს ი/მ -----მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 24 ნოემბრის N081-332 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 იანვრის N1069 ბრძანება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ განხილული იქნა აღნიშნული საჩივარი და 2021 წლის 3 სექტემბერს მიიღო N12321/2/2021 გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 22 ოქტომბრის N31659 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 22 ოქტომბრის N31659 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 10 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა 2020 წლის 13 ივლისის N081-133 საგადასახადო მოთვონით დაკისრებული ჯარიმისგან. კერძოდ, შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა - 15199 ლარი. შესაბამისად, აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 22 ოქტომბრის N31659 ბრძანება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2021 წლის 3 სექტემბრის N12321/2/2021 გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ.181-185) - საჩივარი (ტომი I, ს.ფ. 38-41)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ ----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი (დავის პერიოდში არსებული რედაქცია); საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
სასამართლო აქვე მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განმარტებაზე, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; სასამართლო აქვე მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განმარტებაზე, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34;
ამრიგად, სასამართლოს მხრიდან სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას სამართლებრივი მსჯელობა განვითარდება მხოლოდ საქმი სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ.
6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და საგადასახადო მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის წესებს დეტალურად უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:
1. ნებისმიერი პირის უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამდენად, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის შესახებ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამასთან, დანაკლისი, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით განმარტებულია როგორც გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი.
ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მარკირების/ნიშანდების მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საქმის მასალების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.03.2017 წლის N7919 ბრძანებით ჩატარდა ი/მ ----ის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, როლის შემადგენლობაშიც გარდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირებისა შედიოდნენ გადასახადის გადამხდელის მიერ წერილობით ფორმით განსაზღვრული პირები ------, ------- და -------.
ი/მ ------ის 28.03.2017 წლის ხელწერილით (რომელიც წარედგინა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს) დადგენილია, რომ მისი საქმიანობის სფეროა პარფიუმერული საქონლის შესყიდვა და რეალიზაცია, ობიექტი განთავსებულია ქ. -----, -----ქ. N-, გარდა აღნიშნული ობიექტისა სხვა სავაჭრო ობიექტი ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი მას არ გააჩნია. მითითებულ ობიექტში ინახება მხოლოდ საზოგადოების კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და არც სხვის კუთვნილ ობიექტში არ ინახება მისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ამასთან, ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღლატერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. სასაქონლო- მატერიუალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი წარდგენილი იქნება 2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით. 2017 წლის 28 მარტის მდგომარეობით.
ასევე, 2017 წლის 28 მარტს ------ის მიერ შედგა კიდევ ერთი ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანებისა და სსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე ი/მ -----ის კუთვნილ ობიექტში სმფ-ების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ საზოგადოების მიერ 2017 წლის 1 მარტიდან, 28 მარტის ჩათვლის განხორციელებული სმფ-ების მიწოდება შეადგენს 46296.6 ლარს (სარეალიზაციო ფასებით).
საგადასახადო მონიტორნგის დეპარტამენტის 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების თანახმად, 2017 წლის 20 ივლისს შედგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ოქმი, რომლის თანახმა აღირიცხა ფაქტობრივი (28.03.2017 წლის მდგომარეობით) მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
აღნიშნული ოქმის თანახმად პირვანდელი ღირებულების თანხამ შეადგინა - 176752.81 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებითმა თანხამ შეადგინა - 256425.02 ლარი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმის I ცხრილის თანახმად საქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საწყისი ნაშთი (პირვანდელი მდგომარეობით) 2016 წლის ივნისის თვის პირველ რიცხვში შეადგენდა 121009.94 ლარს, ხოლო აგვისტოს თვის პირველ რიცხვში 171626.55 ლარს.
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შეძენა/მიღება მ/წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (პირვანდელი ღირებულებით) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით: 2016 წლის ივნისის თვის პირველ რიცხვში შეადგენდა 37446.55 ლარს, ხოლო აგვისტოს თვის პირველ რიცხვში - 61604.74 ლარს.
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების მიწოდება/ჩამოწერა (პირვანდელი ღირებულებით): 1. მიწოდება: 2016 წლის ივნისის თვის პირველ რიცხვში შეადგენდა 4490.1 ლარს, ხოლო აგვისტოს თვის პირველ რიცხვში - 3036.17 ლარს.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმის II ცხრილის თანახმად სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა მიწოდება (საბაზრო ღირებულებით), სულ მიწოდება 2016 წლის ივნისის თვეში შეადგენდა 6401.3 ლარს, 2016 წლის აგვისტოს თვეში - 4328.6 ლარს; აქედან ნაღდი ანგარიშსწორებით: საკონტროლო სალარო აპარატით: 2016 წლის ივნისის თვეში შეადგენდა 0 ლარს, 2016 წლის აგვისტოს თვეში - 10 ლარს, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით: 2016 წლის ივნისის თვეში შეადგენდა 5420 ლარს, 2016 წლის აგვისტოს თვეში - 4328.5 ლარს; უნაღდო ანგარიშსწორებით: 2016 წლის ივნისის თვეში შეადგენდა 3086.6 ლარს, 2016 წლის აგვისტოს თვეში - 3933.25 ლარს.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შევსებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 20.07.2017 წლის ოქმი, რომლის თანახმად სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანელი ღირებულებით) 241818.17 ლარი, ფაქტობრივად
აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) - 176752.81 ლარი, ინვენტარიზაციის შედეგი: სხვაობა (პირვანდელი ღირებულებით) 65065.36 ლარი, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი (საბაზრო ღირებულეიბთ) - 94393.90 ლარი, აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (საბაზრო ღირებულებით) - 401.65 ლარი.
როგორც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან ჩანს მოსარჩელესთან ჩატარებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 94393.90 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მისი აღმოჩენის მომენტში ჩაითვალა საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა ამ სასაქონლო-მატერიალურიფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, გადასახადის გადამხდელს ეკისრება ვალდებულება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სიზუსტით აღრიცხვასთან, ბუღალტრული მონაცემების სისწორესთან და შესაბამისად, გაუფასურებული პროდუქტის ჩამოწერასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რასაც თავად მოსარჩელეც არ უარყოფს, საგადასახადო ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, გადასახადის გადამხდელს პასუხისმგებლობა დააკისროს შესაბამისი სიზუსტითა და სიცხადით.
როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, როლის შემადგენლობაშიც გარდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირებისა შედიოდნენ გადასახადის გადამხდელის მიერ წერილობით ფორმით განსაზღვრული პირები ----, ----- და -----. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ოქმზე ხელს აწერენ კომისიის წევრები, შენიშვნა არ დაფიქსირებულა. 2017 წლის 30 აპრილს ------მა ხელწერილით მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს და განმარტა, რომ მის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობეის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით – გაცნობებთ, რომ ფასეულობები აღწერილია სწორად, ჩემი თანდასწრებით, საინვენტარიზაციო კომისიასთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია.
ასევე საგულისხმოა, რომ საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა შეტყობინება "მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინებით მომჩივანს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წერილობით ან ელექტრონული ფორმით წარედგინა მისი არგუმენტირებული პოზიცია მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება თავად გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით.
საგადასახადო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს შეტყობინების პასუხად სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს 2017 წლის 8 აგვისტოს განცახადებით მიმართა ი/მ ----მა და განმარტა, რომ მიმდინარე წლის 28 მარტის N7919 ბრძანების თანახმად მის ობიექტზე ჩატარდა სასაქოონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2017 წლის 03 აგვისტოს მიიღო ოქმის პროექტი. იგი ეთანხმება და აღიარებს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთს. ასევე განმარტა, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N62293 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მის მიერ წარდგენილი ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით დღგ-ს ბრუნვა შეადგენდა 0 ლარს, ფაქტიურად მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ორივე თვის ჯამური ბრუნვა შეადგენდა 12742 ლარს. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 12742 ლარი სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა დაბეგვრას 2293 ლარით, ამასთან დაგვეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის თანახმად დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის 1147 ლარის ოდენობით, და 291-ე მუხლის შესაბამისად 200 ლარი.
2016 წლის 21 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის მიერ დაკორექტირდა და გადაგზავნილ იქნა 2016 წლის ივნისის და აგვისტოს პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები, რითიც ვაღიარეთ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ივნისის თვეში 38122 ლარი და აგვისტოს თვეში 44791 ლარი. შესაბამისი თვეების მიხედვით მიღებული ანგარიშფაქტურების საფუძველზე ჩათვლების გათვალისწინებით დეკლარაციებით უნდა მომხდარიყო თანხების შემცირება. თუმცა, იმის გამო, რომ აღნიშნული ქმედება დაემთხვა კამერალური აუტის პერიოდს დეკლარაციები არ იქნა მიღებული. ასევე მიღებული მითითების შესაბამისად, საწარმომ უზრუნველყო ბუღლატრული აღრიცხვა- ანგარიშგების მოწესრიგება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მოახდინა ცვლილებები საბუღალტრო დოკუემნტაციაში და აღნიშნული თვეების მიხედვით მიწოდების აღიარების პარალელურად მოახდინა რეალიზებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა.
საინვენტარიზაციო კომისიამ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიწდოების გაანგარიშებისას (საბაზრო ღირებულებით), არ გაითვალისწინა ივნისის და აგვისტოს თვეებში განხორციელებული მიწოდებისას სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. რითიც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ხელოვნურად გაიზარდა.
აღნიშნული განცხადებით ი/მ ------მა მოითხოვა განცხადებაში მოყვანილი გარემოებების გათვალისინებით, 2016 წლის ივნისის და აგვისტოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციბის შედეგად მიწოდებული საქონლის ჩამოწერის ფაქტის მხედველობაში მიღება.
ი/მ -----ის 2017 წლის 8 აგვისტოს განცხადება (პოზიცია) განხილულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2017 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე.
სხდომას არ ესწრებოდა გადასახადის გადამხდელი: ი/მ -----.
მედიაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ი/მ -----ის მიერ წადგენილი წერილობითი პოზიცია დაკმაყოფილებულ იქნას ნაწილობრივ, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ინვენტარიზაციის განმახოციელებელ ოფიცრებს განსახილველი საკითხის შესაბამის ნაწილში აღნიშნული მის მიერ წარდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ საკითხის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის და განსახილველი შესაბამისი საკითხის ნაწილში აღნიშნული გათვალისწინებით საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განხორციელდეს ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება (შემცირება).
ასევე დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ამ ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად სათანად დოკუმენტაციის ან/და მათი ნაწილის ინვენტარიზაციის განმახორცილებელი ოფიცრებისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, ოქმის პროექტით დასარიცხი თანხები, წარუდგენელი დოკუმენტაციის ნაწილში დარჩება უცვლელი.
საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა.
ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებით რამდენჯერმე გადაითავალა აუდიტის სამსახურმა 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების ჩათვლის საკითხი, რის შედეგეადაც დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორიგნის დეპარტამენტის მიერ სრულად იქნა შესწავლილი 2018 წლის 25 აპრილის N9624 ბრძანებით დავალებული მეორე საკითხი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 7 აგვისტოს N------21-12 სამსახურეობრივი ბარათის პასუხად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს N------21-14 წერილით გადმოგზავნილ იქნა 21.11.2016 წლის N32293 ბრძანების საფუძველზე ი/მ -ის მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ -ის მიერ 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების ბრუნვა, რაც დასტურდება გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით და სასაქონლო ზედნადებებით შეადგენს 12742 ლარს, რომელიც გათვალისწინებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 28 მარტის N7919 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის გამოყვანისას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, წარმოებისას მიღებული ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო საგადასახადო ორგანოთა უფლებამოსილებები ნორმატიულად არის განსაზღვრული, ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების გამოანგარიშების უფლებამოსილება შეზღუდულია საგადასახადო კონტროლის მიზნებით და არ არის აბსოლუტური საგადასახადო ორგანოს, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს, მოქმედების თავისუფლება შეზღუდულია კანონმდებლობით დადგენილი ნორმებითა და პრინციპებით და არ მოიაზრებს მოგების გადასახადის პარალელური აღრიცხვიანობის წარმოებას, მოგების გადასახადის გამოანგარიშებისთვის საჭირო შესაბამისი მონაცემების წარდგენის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს ეკისრება, შესაბამისად, სწორედ გადასახადის გადამხდელმა უნდა მიუთითოს იმ დოკუმენტებზე, რომელიც გამოსაქვითი ხარჯის დადგენას უზრუნველყოფს და მოგების გადასახადის ოდენობის შემცირებას ადმინისტრაციული წარმოების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გადასახადის იწვევს. საგადასახადო შემოწმება გადამხდელი არის არა მხოლოდ ვალდებულებებით დატვირთული, არამედ სათანადო უფლებებით აღჭურვილი სუბიექტი, შესაბამისად გადამხდელს კანონმდებლობით ეძლევა თავის სასარგებლო დოკუმენტაციისა და მოსაზრებების ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენის შესაძლებლობა, თავის მხრივ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სათანადოდ შეაფასოს გადამხდელის მტკიცებულებები და მათი მართებულობის შემთხვევაში გაითვალისწინოს ისინი მიერ წარდგენილი შემოწმების აქტის გამოცემისას, ხოლო არასარწმუნოობის შემთხვევაში - დაასაბუთოს მათ გაზიარებაზე უარი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლოს მიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რაც გახდებოდა მის მიერ გასაჩივრებული აქტების თუნდაც გასაჩივრებულ არაკანონიერად მიჩნევისა და ბათილად ცნობის საფუძველი. კერძოდ, სასამართლო ხაზს გაუსვამს რამდენიმე გარემოებას, მოსარჩელე ინვენტარიზაციის კომისიაში წარმოდგენილი იყო თავისი 3 კომისიის წევრით, გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს მიერ რამდენჯერმე ხელახლა გამოსაკვლევად იქნა დაბრუნებული საკითხი იმის შესახებ, ასახული იქნა თუ არა 2016 წლის ივნისის და აგვისტოს დეკლარაციები. საბოლოო კვლევის დროს როგორც ზემოთმითითებული 2018 წლის 10 ოქტომბრის N28733 ბრძანებითაა დადგენილი ი/მ -----ის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის N32293 ბრძანების საფუძელზე 2016 წლის 01 ივნისიდან 2017 წლის 31 აგვისტომდე შემოწმებულ პერიოდზე, დამატებით წარმოდგენილი 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ს გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები (დაზუსტებული) (დეკ.N-----, N-----, N-----,და N-----) აისახა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (მაგ. ალტერნატიული ექპსერტიზის დასკვა 2016 წლის ივნისის და აგვისტოს თვეების არ ასახვის თაობაზე), რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას მოცემულ დავაზე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო. საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რაც სასამართლოს გაუჩენდა ეჭვს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული იქნა კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება ან რაიმე საკითხი არ გამოკვლეულა სათანადოდ, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა რამდენჯერმე ჩააბრუნეს საკითხი გარემოებების გამმოსკვლევად.
6.3. ასევე, სასამართლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ:
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჩადენილი საგადასახადო საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო სანქციის სახეებს მიეკუთვნება ჯარიმა და საურავი. ჯარიმა გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენისას, ამავე კანონით გათვალისწინებული ოდენობით; ხოლო საურავი გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გამოუვლინდა დარღვევები, რისთვისაც განესაზღვრა ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაეკისრა საურავი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. აქვე საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ი/მ -----ს მოეხსნა საურავი და დაუკორექტირდა გადასახდელი თანხა, ასევე მოეხსნა ჯარიმაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახდო სანქციისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს ითვალისწინებს საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლით დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და უფლებამოსილება, რომელიც კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Noბს-222-219(კ-14) და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება.. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ ” საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-9 მუხლის პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, მე-7 ნაწილი საგადასახადო როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ არ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო ექცევა მოსარჩელის მიერ კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების მოთხოვნა.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხს. დავების განხილვის ორგანოებს, მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ უფლება გაათავისუფლონ გადასახადის გადამხდელი სანქციისგან, რათა გამოჩნდეს ის ფაქტები, გარემოებები, რომელსაც ისინი დაეყრდნობიან გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, მაგრამ სადავო საკითხთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე, არ უნდა იყოს გამოყენებული, რამდენადაც ამ შემთხვევაში სადავოა და დამტკიცებას ექვემდებარება არა დავის საგნის სამართლებრივი მხარე, არამედ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა/არ დადგენა. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი პროპორციულად იქნას გადანაწილებული.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შესაბამისად, სწორედ საგადასახადო ორგანოზე იქნება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ნამდვილობა. თუმცა, სანქციისგან კეთილსინდისიერი გადანაწილების საკითხი კანონმდებლობით არ არის განმარტებული. დოქტრინის გათავისუფლების მტკიცების ტვირთის მიხედვით ყოველი პროცესუალური კანონმდებლობა აირეკლავს და ითვალისწინებს შესაბამისი დარგის მატერიალური კანონმდებლობის ინსტიტუტებს, პრინციპებს, მიზანს. ადმინისტრაციულ მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავის სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-626-596(კ-07).
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოების უფლებამოსილებას გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან, რაც თავისთავად გულისხმობს გადამხდელის უფლებას მიმართოს უფლებამოსილ ორგანოებს, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და გათავისუფლდეს სანქციისგან თუ დაამტკიცებს სამართლებრივი ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ მომხდარა იმ გარემოებების დადასტურება, რომელიც გახდებოდა საფუძველი სადავო ჯარიმის ნაწილში მის გათავისუფლების.
სასამართლო, ასევე, მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებს, რომელთა თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა საჯარიმო სანქციების გარდა ითვალისწინებს უფლებააღმდგენ სანქციებსაც, მათ შორის, საურავს, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საურავი გაანგარიშებულია გადამხდელის კუთვნილი, მათ შორის, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული მუხლის საფუძველზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლები. მით უმეტეს იმ პირობებში, პირობებში, როდესაც მოსარჩელე უკვე გათავისუფლებულია დაკისრებული ჯარიმისგან.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას არ დადასტურდა პროცედურული ან შინაარსობრივი მოთხოვნების იმგვარი დარღვევა, გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ რამაც არამართებული უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 364-ე, 267-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი.მ. ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. ქუთაისი, ვ. კუპრაძის ქ. N11), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე
სალომე ჯაბიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოება
როგორც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან ჩანს მოსარჩელესთან ჩატარებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 94393.90 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მისი აღმოჩენის მომენტში ჩაითვალა საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა ამ სასაქონლო-მატერიალურიფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას არ დადასტურდა პროცედურული ან შინაარსობრივი მოთხოვნების იმგვარი დარღვევა, გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ რამაც არამართებული უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257, 364-ე, 267-ე, 369-ე მუხლებით,