N 3145-XIმს-Xმპ - 14/06/2023 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების დადებისას გამოიყენება იმავე კანონით დადგენილი ვადები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,14 ივნისი 2023 წ.
N3145-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე