N 376 - 22/08/2025 - „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 22.08.2025
№ დოკუმენტი 376
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №376

2025 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2023, 300160070.10.003.024119) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) არამეწარმე ფიზიკური პირი − ფიზიკური პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ.“.

2. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტის აკრძალვა

1. აკრძალულია პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №2 დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებზე მომუშავე №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტი (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა).

2. პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა) შემთხვევაში, შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნივთიერების ტიპის შესახებ, რომელზეც მუშაობს შესაბამისი მოწყობილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას.“.

3. დანართ №8-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №9.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე

 

„დანართი №9

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1756190440848 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }საქონლის დასახელება

სეს ესნ კოდი

 

მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის, ძრავიანი ვენტილატორებით და ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის შესაცვლელი მოწყობილობებით, კონდენციონერების ჩათვლით, რომლებშიც ტენიანობა ცალკე არ რეგულირდება (გარდა ნაწილებისა)

8415

 

მაცივრები, საყინულეები და სხვა მაცივარი ან საყინულე მოწყობილობები ელექტრული ან სხვა ტიპისა; თბური ტუმბოები (გარდა ნაწილებისა)

8418

 

სასმელების გასაყიდი ავტომატები: ჩადგმული სახურებელი ან გამაცივებელი მოწყობილობებით

847621 000 00

 

მანქანები დანარჩენი: ჩადგმული სახურებელი ან გამაცივებელი მოწყობილობებით

847681 000 00.“.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე