ფორმა N1-ით გადახდილი თანხები N 2510
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფორმა N1-ით გადახდილი თანხები N 2510
ფაქტობრივი გარემოებები
•გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელსაც არ ეთანხმება და გასაჩივრებული აქვს სსკ-ის XIV კარით დადგენილი წესით
•გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ფორმა N1-ის დედნები, რომლებითაც დასტურდება, გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის გადახდის ფაქტი
•გადამოწმებისას დადგინდა, რომ ბიუჯეტის კუთვნილი თანხები არ არის ასახული გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე
•ეროვნული ბანკის ინფორმაციით აღნიშნული თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი არ დასტურდება
შეფასება
•მიერ წარმოდგენილი ფ.N1-ის დედნებით დასტურდება, გადამხდელის მიერ გადასახდელი თანხის გადახდა, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება ჩაუთვალოს შესრულებულად შესაბამისი თანხის ნაწილში
ღონისძიებები
•ფ. N1-ში მითითებული თანხები შესაბამისი გადასახადის და გადახდის ვადის მიხედვით აისახება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დაკორექტირდება დავალიანების ძირითადი თანხა და საურავი