სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება N 2433

2433 სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება 07.03.2023
№ დოკუმენტი 2433
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება N 2433

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის 2022 წლის 1 მარტს გაფორმდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამის ანაზღაურებას

· საწარმო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის გაცემულ ანაზღაურებას განიხილავს ხელფასად და ბეგრავს გადახდის წყაროსთან.

შეფასება

· მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას/სააქციო საზოგადოებას/კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები. სასამსახურო ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს ხელმძღვანელი პირის საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა, ფორმა და პერიოდულობა, სამსახურებრივი პრივილეგიები, რომლებსაც ხელმძღვანელი პირი მიიღებს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. სსკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ: - ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით; - საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად

· ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კანონმდებლობით გაითვალისწინება სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა/არჩევა, მათ, შორის შესაძლებელია გარკვეული ვადით, რისთვისაც გაიცემა შესაბამისი ანაზღაურება, საგადასახადო მიზნებისთვის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა ჩაითვლება დაქირავებით მუშაობად, ხოლო მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის მიღებული ანაზღაურება - ხელფასად და დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ღონისძიებები

პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება